პროგრამის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი მეცნიერების მხარდაჭერა და მათი სამეცნიერო კვლევებში ჩართულობის ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდეს:
გ) ასევე შესაძლებელია დაფინანსდეს მეცნიერი, რომელიც არაა აფხაზეთიდან, მაგრამ მისი კვლევის თემა აქტუალურია და მნიშვნელოვანია კონკრეტული მეცნიერების დარგში;
დ) უპირატესობა მიენიჭება თანადაფინანსებით წარმოდგენილ და თემატურად აფხაზეთთან დაკავშირებულ პროექტებს;
ე) არ დაფინანსდება ერთი და იგივე ავტორის მიერ ზედიზედ 2 წლის განმავლობაში შემოტანილი პროექტი სამეცნიერო ნაშრომის ბეჭდვის თაობაზე.
ბეჭდვასთან დაკავშირებლი პროექტები 2022 წლის 10 ნოემბრამდე მიიღება, ხოლო სამგზავრო ხარჯები 2022 წლის 30 ნოემბრამდე დაფინანსდება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი სამუშაო ვიზიტით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუხში ენგურის ხიდსა და რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში იმყოფებოდნენ.
ვიზიტი, შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო სტრატეგიის გადახედვის ფარგლებში, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულების - კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ხარისხიან ჯანდაცვაზე წვდომის შემდგომი განვითარებისა და გაუმჯობესების კუთხით, ადგილზე არსებული მდგომარეობის გაცნობას და სამომავლო ხედვებზე ერთობლივ მსჯელობას ისახავდა მიზნად.
მთავრობის წარმომადგენლებმა მოინახულეს რუხის მრავალპროფილური კლინიკა, რომელიც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები კოვიდ-პაციენტებისა და ჯანდაცვის სახელმწიფო რეფერალური პროგრამის ფარგლებში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული პირების მკურნალობას ემსახურება.
შეხვედრა გაიმართა კლინიკის მედპერსონალთან, სადაც სამედიცინო დაწესებულების შემდგომი ფუნქციონირების დახვეწისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის შესაბამისი მომსახურებების გაუმჯობესების მიზნით, სამედიცინო მიმართულებით სამომავლო განვითარების გზები განიხილეს.
რუსლან აბაშიძე, თეა ახვლედიანი და ზურაბ აზარაშვილი ენგურის ხიდზე, საოკუპაციო ხაზთან მივიდნენ, სადაც ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულ მოსახლეობას შეხვდნენ და ადგილზე გაეცნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლების მიერ მათთვის საჭირო სერვისების მიწოდების პროცესს. შეხვედრებში, ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე მონაწილეობდა.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტებსა და წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გეგმები, პერსპექტივები და ერთობლივი პროექტები.
უახლოეს პერიოდში, მინისტრის აპარატის ბაზაზე შეიქმნება და იმუშავებს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი პლატფორმა, ახალგაზრდების საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, დღის წესრიგში არსებული საკითხების გადასაწყვეტად.
შეხვედრას ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის , საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და სამშვიდობო პროცესებში საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობის გაზრდის მიზნით საუზმის ფორმატში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ. ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება სამშვიდობო პროცესების ხელშეწყობის მიზნით აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ორგანიზებით და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მხარდაჭერით განხორციელდა.
ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და სამშვიდობო პროცესებში საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობის გაზრდის მიზნით საუზმის ფორმატში შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ. ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიება სამშვიდობო პროცესების ხელშეწყობის მიზნით აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ორგანიზებით და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მხარდაჭერით განხორციელდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხადაჭერით, ონლაინ ტრენინგის - „ციფრული ტექნოლოგიების და ელექტროინჟინერიის საფუძვლები STEM კლუბის ხელმძღვანელი მასწავლებლებისთვის“ - განხორციელება დაიწყო. ამ ეტაპისთვის აფხაზეთის №2 და №3 საჯარო სკოლების 22 მასწავლებელი გადამზადდება.
STEM მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის აბრევიატურაა. STEM განათლება უზრუნველყოფს საბუნებისმეტყველო საგნების ერთიანად სწავლებას. ტრადიციულად ისინი ცალ-ცალკე ისწავლება და მოზარდები ვერ ხედავენ ამ საგნებს შორის მჭიდრო კავშირს.
ტრენინგ მოდულის მიზანია კლუბის ხელმძღვანელებმა შეძლონ STEM აქტივობების და პროექტების განხორციელება. აამაღლონ მოსწავლეთა ცნობიერება გლობალური გამოწვევების და საქართველოს მდგრადი განვითარების მიმართულებით. შეიძინონ ელექტრონულ კომპონენტებთან მუშაობის და პროგრამირების საბაზო უნარები.
შეხვედრები teams-ის პლატფორმის საშუალებით ჩატარდება.
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროსა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით გლდანის რაიონში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის სოციალური მხარდაჭერის ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, თავის პირველ მოადგილესთან გურამ მისაბიშვილთან, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელთან ნინო ჭავჭავაძესთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, გლდანის რაიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ 150-მდე ბავშვს სხვადასხვა საჩუქრები გადასცეს. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით დევნილი მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის მიზნით მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც აქტიურად განხორციელდება.
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი ქ. ზუგდიდის დევნილთა განსახლების ობიექტში იმყოფებოდნენ და აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს საჩუქრები გადასცეს. ღონისძიება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ორგანიზებითა და „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიის“ (IHRC) მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის მიზნით გაიმართა. აღსანიშნავია, რომ „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიის“ (IHRC) მხარდაჭერით, მსგავსი სახის აქციები მომავალშიც აქტიურად განხორციელდება.
ქ. ქუთაისში, ყოფილი მუსიკალური სასწავლებლის რეაბილიტირებული შენობის ეზოში მდებარე ერთსართულიან შენობაში 3 თებერვალს გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული დევნილი ოჯახები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრმა - დავით ფაცაციამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ - ანზორ მარგიანმა მოინახულეს და დახმარება აღუთქვეს. „საბედნიეროდ ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. რაც შეეხება დაზარალებულ ჩვენს დევნილ ოჯახებს, დევნილთა სოციალური მხარდაჭერა ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა. სწორედ ამ პირიორიტეტის ფარგლებში, დახმარებას გავუწევთ ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს.“ - განაცხადა დავით ფაცაციამ.
პროგრამის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, კერძოდ: ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები; ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტები; ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლიგიური დაწესებულებების რეზიდენტები.
თანადაფინანსება განსაზღვრულია შემდეგნაირად:
500 ლარის ოდენობით - ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტებისა და ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების რეზიდენტების შემთხვევაში (აკადემიური მოსწრება სასწავლებელში ბოლო სემესტრში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით 80-დან 90%-მდე );
700 ლარის ოდენობით - ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტებისა და ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების რეზიდენტების შემთხვევაში (აკადემიური მოსწრება სასწავლებელში ბოლო სემესტრში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით 90% დან 98%).
1125 ლარის ოდენობით - ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტებისა და ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების რეზიდენტების შემთხვევაში (აკადემიური მოსწრება სასწავლებელში ბოლო სემესტრში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით 99% და 100%).
300 ლარის ოდენობით - ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიული სტუდენტების შემთხვევაში; სრული სასწავლო პერიოდის განმავლობაში (სწავლების ყველა საფეხურის გათვალისწინებით) პროგრამის ფარგლებში ერთი და იგივე პიროვნება ფინანსდება მხოლოდ 2-ჯერ (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება რეზიდენტურის სტუდენტებზე. რეზიდენტურაში სწავლება ფინანსდება მხოლოდ ერთხელ, მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტი პირველად სარგებლობს წარმოდგენილი პროგრამით). ასევე, ერთი და იგივე პიროვნება არ დაფინანსდება 2-ჯერ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში.
მოქალაქეთა განცხადებების მიღება გაგრძელდება 1 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით.
განცხადებები მიიღება ელექტრონულ მისამართზე - apkhazeti@mes.gov.ge და ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, მისამართი: თბილისი, უზნაძის ქ. №68
შენიშვნა* დოკუმენტაციის ელექტრონულად გამოგზავნის შემთხვევაში, სტუდენტი ვალდებულია სასწავლო ბარათი მატერიალური სახით წარმოადგინოს სამინისტროში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე როგორც პოლიტიკური კუთხით, ასევე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული მიმართულებით.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ პრიორიტეტულ საკითხებს, რომლებსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ჯანდაცვის, განათლებისა და დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებებით ახორციელებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დევნილთა საკითხების მიმართ სრული მხარდაჭერა და თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.
დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა. სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებების პროექტები, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახელწოდებაში შეტანილი ცვლილებიდან გამომდინარეობს. ასევე, განიხილეს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული მიმდინარე სიკითხები.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი ,,თბილისის მოზარდთა სახლი“ ფონდთან ერთად ახორციელებს პროექტს ,,ქალთა გაძლიერების პროგრამა“, რომლის მიზანია ქალების, მათ შორის დევნილი ქალების პროფესიული გადამზადება მათი შემდგომი დასაქმების, ასევე საკუთარი ბიზნესის დაწყება/მართვის მიზნით.
პროექტი ითვალისწინებს დამწყები ინგლისური ენისა და დამწყები ბუღალტერიის 7 თვიან (3.5 თვე ინგლისური ენა, 3.5 თვე-ბუღალტერია) ინტენსიურ უფასო 40 წუთიან კურსებს კვირაში 2-ჯერ. პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 18 წლის ზემოთ ასაკის
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილს შეხვდა.
შეხვედრის მონაწილეებმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილი პროექტები განიხილეს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული მიმართულებით უწყება აქტიურად მუშაობს და მიმდინარე წლის განმავლობაში იძულებით გადაადგილებულ პირთა ნაწილი, ახალ საცხოვრებელ ფართს მიიღებს.
შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილი პროექტები განიხილეს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული მიმართულებით უწყება აქტიურად მუშაობს და მიმდინარე წლის განმავლობაში იძულებით გადაადგილებულ პირთა ნაწილი, ახალ საცხოვრებელ ფართს მიიღებს. შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე ესწრებოდნენ.