ქართულ-გერმანული პროექტის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ბრინჯაოსა და ადრერკინის ხანის კოლხური კულტურის ხელოვნურ ნამოსახლარზე, ბორცვ „ტაბაკონზე“, არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს. არქეოლოგიურ სამუშაოებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობენ, სწავლობენ გათხრებისა და მონაპოვარი მასალების დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიას.
აღნიშნული სამუშაოების წარმოებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე დაესწრნენ.
სტუდენტებს არქეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში აქვთ უნიკალური შესაძლებლობა დაეუფლონ პროფესიულ-პრაკტიკულ უნარებს.
ვახტანგ ყოლბაიამ გათხრების პროცესში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამომავლოდ, პროცესში შესაძლოა აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებიც ჩაერთონ.
„თორსაში აღმოჩენილი არქეოლოგიური ნიმუშები, თავისი შემადგენლობით 80-იან წლებში, ნაბაკევში, თაგილონში, აფხაზი და ქართველი არქეოლოგების მიერ წარმოებული გათხრების შედეგად განძის მსგავსია. არქეოლოგების აზრით, ეს იმაზეც მეტყველებს, რომ აღმოჩენილი ნამოსახლარები ერთ შრეში, ერთ ხაზზე მდებარეობს და ეს კოლხური კულტურის გაგრძელებაა. ამიტომაც ვიმეორებთ გამუდმებით, რომ ხელოვნური საზღვარი სამეგრელოსა და აფხაზეთს შორის ძალიან პირობითია. ეს განუყოფელი ტერიტორიაა, როგორც ისტორიული, ისე არქეოლოგიური თვალსაზრისით. სამეგრელოს ამ კუთხეში, თორსაში მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებს გერმანიის მთავრობა, გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტი აფინანსებს, რომელიც ამავე დროს, თავადც მონაწილეობს მიმდინარე გათხრების პროცესში. ყველაზე მეტად მახარებს, რომ გათხრებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობენ. ეს ძალიან დიდი სტიმულია მათთვის, არა მარტო პროფესიის საბოლოოდ არჩევის თვალსაზრისით, არამედ საქართველოს ისტორიული და უმდიდრესი კულტურული მემკვიდრეობის ასე ახლოს გაცნობის მხრივაც. უნივერსიტეტის რექტორ ჯონი აფაქიძესთან ერთად დეტალურად გავეცანი ჩვენი ახალგაზრდობის მიერ წარმოებულ სამუშაოებსაც. უკვე გამოვლენილია რამდენიმე ახალგაზრდა, რომელთაც შეიძლება ითქვას, არჩეული აქვთ არქეოლოგის სპეციალობა. მახარებს ისიც, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთჯერადი არქეოლოგიური ექსპედიცია ამ მონაკვეთზე. მსგავსი ექსპედიციები კვლავაც გაგრძელდება და მასში კვლავ მიიღებენ ახალგაზრდები მონაწილეობას. წელს ეს პრაქტიკა სულ 50-მა სტუდენტმა გაიარა. ვფიქრობთ მათი რიცხვი თანდათან გაიზრდება. როგორც წეღან გითხარით გამოირჩნენ ახალგაზრდები, რომლებიც არქეოლოგიას გაყვებიან. იმედი მაქვს, რომ ისინი თავის აფხაზ თანატოლ არქეოლოგებთან ერთად გააგრძელებენ ამ სამუშაოებს და თავად მოიძიებენ ქართულ-აფხაზურ ისტორიულ ძეგლებს. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს არქეოლოგიის საზოგადოებას, არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორს – ბატონ ვახტანგ ჯაფარიძეს ახალგაზრდებზე გაწეული ზრუნვისა და გარჯისათვის.
გამოითქვა ინიციატივა, რომ კარგი იქნება ამ არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობა მიიღონ აფხაზეთის საჯარო სკოლების მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებმაც. ეს ბავშვებისთვის სერიოზული მოტივაცია იქნება და მათ სკოლის დამთავრებამდე გაუჩნდებათ გარკვეული ინტერესი პროფესიის შერჩევაში.
ძალიან ნიშანდობლივია, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები, სოფლისა და რაიონის გამგეობები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ამ გათხრებს და მხარში უდგანან მეცნიერებსა და უნივერსიტეტის თანამშრომლებს.
მადლობა მინდა გადავუხადო გერმანიის საელჩოს, გერმანიის მთავრობას და გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტს, რომელთა უშუალო ფინანსური მხარდაჭერითაც ეს გათხრები მიმდინარეობს“. – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს „GINO-Paradise"-მა უმასპინძლა. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში აკვა პარკს აფხაზეთიდან დევნილი 40 მოზარდი სტუმრობდა.
ბავშვებმა „GINO-Paradise"-ის მომსახურებით ისარგებლეს და მთელი დღე წყლის სხვადასხვა ატრაქციონებზე ხალისიანად გაატარეს.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" ჭყონდიდის ეპარქიის მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრიდან ცაიშის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში გადაბრძანდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია (ელგუჯა) გვაზავამ 3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონი გუნდის, „სოხუმის" წევრებს შეხვდნენ, საპატიო სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონმა გუნდმა „სოხუმმა" ბექა გოლეთიანის, ბუბა ბერიშვილის, ვახტანგ ქადარიასა და დავით ბარბაქაძის შემადგენლობით რუმინეთში, წარმომადგენლობით ტურნირზე ღირსეულად იასპარეზა. სოხუმელებმა აღნიშნულ საერთაშორისო ტურნირზე თამაშის უფლება სწორედ საქართველოს ჩემპიონატის მოგებით დაიმსახურეს.
გუნდი „სოხუმის" წევრი ვახტანგ ქადარია სტამბოლში მიემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე 1X1. შარშან ვახტანგ ქადარიამ მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა.
შეხვედრაზე გუნდ „სოხუმის" მთავარი მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია, გუნდის პრეს-ატაშე თენგიზ პაჭკორია და აფხაზეთის მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ.
გასული სამი დღის განმავლობაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია სამეგრელოს სხვადასხვა რაიონში ჩასახლებულ დევნილებს შეხვდნენ, მოისმინეს მათი პრობლემები და დაათვალიერეს აფხაზეთის მთავრობის ეგიდით მიმდინარე პროექტები.
ვახტანგ ყოლბაიამ დაათვალიერა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხსა და რიყეში არსებული სიმინდის ნათესები, ასევე ხურჩაში მშენებარე სასათბურე კონსტრუქციები, სადაც დევნილები არიან დასაქმებული. მიწის ნაკვეთები, სადაც სიმინდის კულტურაა დათესილი, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ აფხაზეთის მთავრობას განკარგვის უფლებით გადასცა. მიწაზე დევნილებმა სიმინდი შარშანაც მოიწიეს. ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, მომავალი წლისთვის, ნათესების ფართობი კიდევ უფრო გაიზრდება და შესაბამისად, დასაქმდება კიდევ უფრო მეტი დევნილი. რაც შეეხება სასათბურე მეურნეობას, ყოლბაიას თქმით, სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და სავარაუდოდ, ობიექტი რამდენიმე თვეში გაიხსნება. პროექტი ასოციაცია „აგორამ" აფხაზეთის მთავრობის შუამდგომლობით, იაპონიის საელჩოს პროგრამა „გრასრუტში" გრანტის მოპოვების შემდეგ წამოიწყო. როგორც ყოლბაიამ აღნიშნა, აფხაზეთის მთავრობისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთის გარკვეულ ტერიტორიაზე, განიხილება მეთევზეობის მეურნეობის შექმნის საკითხი, რისთვისაც მოხდება ინვესტიციების მოძიება, სადაც ასევე დევნილები დასაქმდებიან.
ვახტანგ ყოლბაიამ ასევე მოინახულა დევნილთა ჩასახლებები წალენჯიხაში, მათ შორის წალენჯიხის ყოფილი ჩაის მეურნეობის კომპაქტური ჩასახლება. როგორც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე აღნიშნავს, იქ ნანახმა ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა, რადგან დევნილებს გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება. მისი თქმით, ყოფილი ჩაის მეურნეობა, რომელიც წინა მთავრობის დროს იტალიურ კომპანია „ფერეროს" გადაეცა, ამჟამად პრაქტიკულად გაპარტახებულია და ტერიტორიაზე კომპანია თხილს აწარმოებს. მისივე თქმით, დევნილთათვის „ფერეროს" არანაირი პირობა არ შეუქმნია, არ დაუსაქმებია არც ერთი მათგანი.
ამჟამად, წალენჯიხაში აფხაზეთიდან დევნილი 10 000 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის, ყველაზე დიდი ოდენობა ქალაქ ჯვარშია ჩასახლებული. ვახტანგ ყოლბაიას თქმით, ძალიან მძიმეა ზოგადად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ჩასახლებულ დევნილთა ცხოვრების პირობები, რომლებიც ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერას ძირითადად განსახლების კუთხით ითხოვენ.
წალენჯიხის შემდეგ, ვახტანგ ყოლბაია და ვალერი ბასარია სენაკის ყოფილ სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სენაკის გამგებელი გოჩა დგებუაძე და მისი მოადგილე, ყოფილი დეპუტატი დემურ გადელია. დევნილებმა სხვადასხვა საკითხში დახმარება ითხოვეს და აფხაზეთის მთავრობას და ცენტრალურ ხელისუფლებას საკმაოდ ბევრი მოთხოვნა წაუყენეს. ვახტანგ ყოლბაიამ მათ დახმარება აღუთქვა ყველა იმ სფეროში, რაც აფხაზეთის მთავრობის კომპეტენციაში შედის, სხვა საკითხებში კი ცენტრალურ ხელისუფლებასთან შუამდგომლობა აღუთქვა.
„მესამე დღეა, სამეგრელოში ვიმყოფები. ჯვარში დავესწარი ენგურჰესისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მინიჭების ცერემონიალს. ეს შესანიშნავი ფაქტია, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ შესანიშნავი ნაგებობის უნიკალურობას და, რაღა თქმა უნდა, გაზრდის ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს.
დავათვალიერე ის ობიექტები, სადაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით ჩვენ მიერ დევნილთათვის სამუშაო ადგილების აღრიცხვა მიმდინარეობს. ჩვენთვის ეს სისხლხორცეული საქმეა, გაწეული თანადგომისა და მხარდაჭერისათვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი საქართველოს ეკონომიკისა და დევნილთა სამინისტროებს. რაც შეეხება ბინებით დაკმაყოფილების თემას დევნილები არ უჩივიან მათთვის განკუთვნილი ბინების განაწილების ტემპებს. როგორც თავად აღნიშნავენ, ასეთი სისწრაფე ბინებით დაკმაყოფილების პროცესს უფრო ადრე რომ ხლებოდა, საბინაო საკითხები უმწვავეს ფორმებს არ მიაღწევდა. გაუსაძლის პირობებში ცხოვრება მარადიულად შეუძლებელია. ჯერ-ჯერობით ასეთ პირობებში მრავალი ოჯახი იმყოფება, საკმარისია ჯვარის ჩასახლების მაგალითი, რომელიც მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს, მათ სასწრაფოდ ესაჭიროებათ დახმარება.
დევნილებს დიდ ყურადღებას უთმობს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მათი მუშაობა ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით მართლაც შესაშურია. დევნილთა კომპაქტური ჩასახლებების შერემონტებისათვის, ისინი ძალ-ღონეს არ იშურებენ. ეს მუნიციპალიტეტის მუშაობის ორგანიზებულებაზე მეტყველებს. მსგავსი ინვესტიცია მათ უკვე მოიზიდეს ჩინელებისგან კურორტ მენჯის რეაბილიტაციისათვის, სადაც დევნილები დასაქმებულნიც არიან და, როგორც ჩანს, უკეთესი პირობებიც შეიქმნება საცხოვრებელი ბინების თვალსაზრისით. შედარებით მძიმე სიტუაციაა ეგრეთ წოდებულ სამხედრო დასახლებაში, მაგრამ, ვფიქრობ, მდგომარეობა აქ მალე გაუმჯობესდება. კვლავ პრობლემურია დასაქმების საკითხი, რომელსაც ჩვენი მხრიდან ყველაზე მეტი ზრუნვა ესაჭიროება. დევნილები ხშირად ითხოვენ საცხოვრებლების შერემონტება-გადახურვის პრობლემის მოგვარებას. მე მათ შუამდგომლობა მთხოვეს დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან, რაშიც დახმარება აღვუთქვი და მივმართავ კიდეც ბატონ სუბარს. პრობლემა ძალიან ბევრია, რთულია, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ხელისუფლებას ყველა ეს საკითხი კონტროლზე აქვს აყვანილი და მათი გადაჭრა ეტაპობრივად ხდება. ახლა მომსწრე ვართ მართლაც უნიკალური ფაქტის - როცა მიმდინარეობს დევნილთა საბინაო პრობლემების მოგვარება და მათ საკუთრებაში გადაეცემათ ასეულობით ახალი საცხოვრებელი ფართი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამით იმის თქმა მინდა, რომ არის საკითხები, რომლებიც მოსაგვარებლად გარკვეულ დროს მოითხოვს, თუმცა არის ისეთი საკითხებიც, რომელთა გადაწყვეტაც უკვე მიმდინარეობს. ჩვენი დევნილები ამ ყველაფერს გაგებით ეკიდებიან. მათ ძალიან ბევრი პრეტენზია აქვთ აფხაზეთის სტრუქტურებისადმი, ამ გამოწვევას ჩვენ ვიღებთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ გავითვალისწინოთ ეს პრეტენზიები და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, რაც შეიძლება უმოკლეს დროში აღმოვფხვრათ. რაც ჩვენს შესაძლებლობებს სცდება, ამ საკითხებს შესაბამის სტრუქტურებთან განვიხილავთ". - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" ალავერდის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის მამათა მონასტრიდან ჭყონდიდის ეპარქიის მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში გადაბრძანდა.
დაბა ჯვარში ენგურჰესის თაღოვანი კაშხლისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების ცერემონია გაიმართა. ვიცე-პრემიერმა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ხელს მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ინდუსტრიული მემკვიდრეობის გამორჩეული ძეგლისთვის ეროვნული კატეგორიის მნიშვნელობის განსაზღვრას ითვალისწინებს. ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, საინვესტიციო ფონდის, ენერგო სექტორის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქვეყნის ინდუსტრიული მემკვიდრეობის განვითარების მიზნით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ენგურჰესი ქვეყნის პირველი ინდუსტრიული ძეგლი იქნება, სადაც სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცე და ვიზიტორთათვის ენგურზე გადასახედი პლატფორმები მოეწყობა. პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ენერგეტიკის სამინიტროსა და შპს „ენგურჰესის" ხელშეწყობითა და თანადგომით განხორციელდება.
ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური უნიკალური ტექნიკური და საინჟინრო ნაგებობების ურთულესი კომპლექსია, რომელიც დაბა ჯვრიდან შავ ზღვამდე, ათასამდე კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. ჰიდროელექტროსადგურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია კაშხალი, რომლის საერთო სიმაღლე 271.5 მეტრი, ხოლო განივი სიგძე 728 მეტრია; ცის თაღის ფორმის კაშხალი, მისი სიმაღლით, მეორე ადგილზეა მსოფლიოში თაღოვან კაშხლებს შორის.
ინდუსტრიული და საინჟინრო მემკვიდრეობის მნიშვნელობის გააზრებისა და ამ მიმართულებით, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად აქტიურ მუშაობას იწყებს.
ინდუსტრიული მემკვიდრეობის დაცვის და გადარჩენის მნიშვნელობის დასტურია UNSESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის წლევანდელი, 39-ე სესია, სადაც ნორვეგიის რიუკან-ნოტოდენის სამრეწველო მემკვიდრეობას - ჰიდროელექტროსადგურების, ელექტროგადამცემი ხაზების, ქარხნების, სატრნასპორტო სისტემებისა და ქალაქების ერთობლიობას - მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია ასევე, იაპონიის მეიჯი პერიოდის ინდუსტრიული რევოლუციის სივრცეები (ქარხნები, ქალაქები), ჰამბურგის საწყობები, ფორტ ბრიჯი დიდ ბრიტანეთში, „ფრაიბენტოს" ინდუსტრიული ლანდშაფტი ურუგვაიში. 2015 წელს ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით „ევროპული კულტურული მემკვიდრეობის დღეების" მთავარი თემა სწორედ ინდუსტრიული მემკვიდრეობა იქნება.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" გორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრიდან ალავერდის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის მამათა მონასტერში გადაბრძანდა.
14 აგვისტოს, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 23 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ გოგი ფაცაციამ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი შიხიაშვილმა, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას.
დღესვე აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალული მეომრების საფლავები და საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას საფლავი.
მოგვიანებით, ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილისა და 23-ე ბრიგადის ხელმძღვანელის, გენერალ გენო ადამიას საფლავები ყვავილებით შეამკეს.
აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, პირველი შეტაკებები ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში მოხდა. სამხედრო დაპირისპირება 403 დღე გაგრძელდა, რასაც ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი შეეწირა და 300 000 მეტი ადამიანი დევნილად იქცა.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძრიდან გორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში გადაბრძანდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მფლობელობაში არსებულ შენობაში მიმდინარე სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების პირველ ეტაპს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი გაეცნენ. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ქართულ-აფხაზური კულტურის ცენტრის შექმნა იგეგმება.
ცენტრის რეაბილიტაციისათვის თანხები აფხაზეთის მთავრობის ბიუჯეტიდან გამოიყო, რომლის მობილიზება ბიუჯეტის ეკონომიის ხარჯზე გახდა შესაძლებელი. რეკონსტრუქციის შემდგომ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საკუთრებაში შემავალი სასემინარო და სარეპეტიციო დანიშნულების დარბაზები დევნილობაში მყოფ კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრს, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრ „თეთრი ტალღა"-ს, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელას, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლსა და სხვა შემოქმედებით და სპორტულ კოლექტივებს მოემსახურება.
სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს შენობაში არსებული დარბაზი, რომლიც საჭიროებს რეაბილიტაციას, რის შემდგომაც განთავსდება საკონცერტო დარბაზი 400 მაყურებელზე და აფხაზეთის თეატრებსა და შემოქმედებით კოლექტივებს ექნებათ შესაძლებლობა გამართონ არა-ერთი შემოქმედებითი საღამო.
სტუმრები იმყოფებოდნენ და დაათვალიერეს ვალერი არქანიას სახელობის საგამოფენო დარბაზი, რომელიც რეკონსტრუქციის შემდგომ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში 2014 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, გერმანიის საელჩოს განვითარების სფეროში თანამშრომლობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ ანა ბიოთჰერმა და ა(ა)იპ "ქალთა თანადგომის" თავმჯდომარემ შორენა ტაბატაძემ სენაკის დევნილთა პოლიკლინიკის მთავარ ექიმს თამარ მიქაიას ექოსკოპიის პორტატული აპარატი გადასცეს.
ექოსკოპიის აპარატი გერმანიის საელჩოს მცირე საგრანტო პროექტის ფარგლებში აფხაზეთის მთავრობასთან კოორდინაციით იქნა შეძენილი.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის მრჩეველი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებში ნანა უბილავა ესწრებოდა.
სენაკის დევნილთა პოლიკლინიკა 1994 წლიდან ფუნქციონირებს და 8000-მდე იძულებით გადაადგილებულ პირს უწევს სამედიცინო-ამბულატორიულ მომსახურეობას.
ვახტანგ ყოლბაიამ სამეგრელოში აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით მიმდინარე დევნილთა დასაქმების პროექტები მოინახულა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარიამ სამეგრელოში, სოფელ რუხში ასოციაცია „აგორას“ პროექტს გაეცნენ. აღნიშნული ასოციაცია საერთაშორისო დონორებთან აქტიურად თანამშრომლობს და ორიენტირებულია დევნილთა დასაქმებაზე. ზემოთხსენებული პროექტი ასოციაცია „აგორამ“ აფხაზეთის მთავრობის შუამდგომლობით, იაპონიის საელჩოს პროგრამა „გრასრუტში“ გრანტის მოპოვების შემდეგ წამოიწყო. ორგანიზაციამ სოფელ ხურჩაში, 3 000 კვ. მ მიწის ნაკვეთზე სასათბურე კონსტრუქციის მშენებლობა დაიწყო და პროექტის ფარგლებში, სეზონზე 70-მდე დევნილი დასაქმდება. აქედან, მუდმივად სამუშაოს 15-მდე დევნილი მიიღებს. ადგილზე მიმდინარეობს მიწის დამუშავების პროცესი, ასევე ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდებითი სამუშაოები. მოსავლიდან შემოსული თანხები მომუშავე დევნილებზე გადანაწილდება.
აფხაზეთის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის თავმჯდომარის, ვალერი ბასარიას თქმით ადგილზე არსებობს სხვა მიწის ნაკვეთებიც, რომლებიც სახელმწიფოს ბალანსზეა და მათი ათვისება მომავალში იგივე პრინციპით მოხდება. „აფხაზეთის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი, მთლიანად აფხაზეთის მთავრობა, არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო ურთიერთობით აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნეს-პროექტებს დასავლეთ საქართველოში, კერძოდ საზღვრისპირა ზოლში მცხოვრებ დევნილთა დასაქმების პროექტებს. ერთ-ერთი ამჟამად მიმდინარე პროექტი, რომელიც ხორციელდება იაპონიის საელჩოს „გრასრუტის“ პროგრამის ფარგლებში 3 000 კვ.მ ფართობის სათბურის აწყობას გულისხმობს. პროექტი 70-მდე დევნილის დასაქმებას ითვალისწინებს. ჩვენ მალე დავიწყეთ აქ მცხოვრებ დევნილებს შორის იმ ხალხის შერჩევას, რომლებიც წარმოაჩენენ საკუთარ შესაძლებლობას და უნარს ამ სფეროში სამუშაოდ. ვინც შეირჩევა მათთან გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულებები. აქ არის მიწის ნაკვეთები, რომლებიც სახელმწიფოს საკუთრებაშია. სახელმწიფო სამსახურებმა ამ მიწის ნაკვეთების გადმოცემის მზადყოფნა გამოთქვეს, რათა შემდგომში ანალოგიური პროექტები განხორციელდეს. ეს ბრწყინვალე მაგალითია იმისა, როცა სახელმწიფოსა და არასამთავრობო სტრუქტურების თანამშრომლობით ძალიან ბევრი შესაძლებლობები ჩნდება დევნილთა დასაქმების კუთხით; ხდება იმ მიწის დამუშავება, რომელიც გამოუყენებელია, იმ მატერიალური აქტივების გამოყენება, რომელიც არალიკვიდირებულია და ადგილზეა. კარგი შედეგები გვაჩვენა წინა პროექტებმა, რომლებიც ეხებოდა მცირე სასათბურე კონსტრუქციების მშენებლობას დასავლეთ საქართველოში. ვთვლი, რომ ეს საუკეთესო გამოსავალია დღევანდელ პირობებში“. – განაცხადა ვალერი ბასარიამ.
აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელმა და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ასევე მოინახულეს სოფელი ცაიშში გამაჯანსაღებელი კომპლექსის – გოგირდის აბანოების მშენებლობის პროცესი, სადაც ასევე დევნილები არიან დასაქმებულნი. გარდა ამისა, ვახტანგ ყოლბაია და ვალერი ბასარია ასევე გაეცნნენ სოფელ ტყირში, ეკონომიკის სამინისტროს მიერ აფხაზეთის მთავრობისთვის განკარგვის უფლებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე სიმინდის ნათესის სასუქით გამდიდრების პროცედურას. სოფელში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების თქმით, პროექტი წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან წინა წლის უხვმა მოსავალმა მათ ბევრად მეტი სტიმული მისცა.
„გასულ წელს, აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით მოხდა ამ ტერიტორიის დამუშავება, რომელიც 20 წელი უქმად იყო, შეჩერებული იყო მისი ხვნა-თესვა. დევნილ მოსახლეობას მიწის დამუშავება საკუთარი სახსრებით ძალიან ძვირი უჯდებოდა. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ 2015 წელს, აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით, მოხდა ამ მიწის ათვისება, სადაც ამჟამად 15 ოჯახია დასაქმებული და ისინი მთელი წლის სიმინდის მარაგით არიან უზრუნველყოფილი. გასული წლის მაგალითმა დევნილ მოსახლეობას სტიმული მისცა ისევ დაემუშავებინა მიწა და მოეყვანა სიმინდის კულტურა. ახლა მეორედ შეგვაქვს აზოტი და იმედი გვაქვს, ეს პროგრამა კვლავ გაგრძელდება, რადგან მოსახლეობა კმაყოფილია და მიწების ათვისებაც უფრო დიდი მასშტაბებით გაგრძელდება“. – ამბობს აფხაზეთიდან დევნილი გოგა ნაყოფია.
აფხაზეთში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, საქართველოს მთავრობის წევრებმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა.
აფხაზეთის ომის დროს დაღუპული 12 ადამიანის იდენტიფიცირება მოხდა. 11 მათგანი ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაიღუპა, ხოლო ერთი კი - აჩადარაში ბრძოლების დროს. სამების საკათედრო ტაძარში გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მეომრები დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
წითელი ჯვრის ორგანიზებით, დევნილთა და განსახლების სამინისტრო აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან გადმოსვენების საკითხებზე მოლაპარაკებებს მომავალშიც განაგრძობს.
დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია სამეგრელოში, სოფელ რუხში ასოციაცია „აგორას“ პროექტს გაეცნენ.
აღნიშნული ასოციაცია საერთაშორისო დონორებთან აქტიურად თანამშრომლობს და ორიენტირებულია დევნილთა დასაქმებაზე. ზემოთხსენებული პროექტი ასოციაცია „აგორამ“ აფხაზეთის მთავრობის შუამდგომლობით, იაპონიის საელჩოს პროგრამა „გრასრუტში“ გრანტის მოპოვების შემდეგ წამოიწყო. ორგანიზაციამ სოფელ ხურჩაში, 3 000 კვ. მ მიწის ნაკვეთზე სასათბურე კონსტრუქციის მშენებლობა დაიწყო და პროექტის ფარგლებში, სეზონზე 70-მდე დევნილი დასაქმდება. აქედან, მუდმივად სამუშაოს 15-მდე დევნილი მიიღებს. ადგილზე მიმდინარეობს მიწის დამუშავების პროცესი, ასევე ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდებითი სამუშაოები. მოსავლიდან შემოსული თანხები მომუშავე დევნილებზე გადანაწილდება.
აფხაზეთის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის თავმჯდომარის, ვალერი ბასარიას თქმით, ადგილზე არსებობს სხვა მიწის ნაკვეთებიც, რომლებიც სახელმწიფოს ბალანსზეა და მათი ათვისება მომავალში იგივე პრინციპით მოხდება.
„აფხაზეთის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი, მთლიანად აფხაზეთის მთავრობა, არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო ურთიერთობით აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნეს-პროექტებს დასავლეთ საქართველოში, კერძოდ საზღვრისპირა ზოლში მცხოვრებ დევნილთა დასაქმების პროექტებს. ერთ-ერთი ამჟამად მიმდინარე პროექტი, რომელიც ხორციელდება იაპონიის საელჩოს „გრასრუტის“ პროგრამის ფარგლებში 3 000 კვ.მ ფართობის სათბურის აწყობას გულისხმობს. პროექტი 70-მდე დევნილის დასაქმებას ითვალისწინებს. ჩვენ მალე დავიწყეთ აქ მცხოვრებ დევნილებს შორის იმ ხალხის შერჩევას, რომლებიც წარმოაჩენენ საკუთარ შესაძლებლობას და უნარს ამ სფეროში სამუშაოდ. ვინც შეირჩევა მათთან გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულებები. აქ არის მიწის ნაკვეთები, რომლებიც სახელმწიფოს საკუთრებაშია. სახელმწიფო სამსახურებმა ამ მიწის ნაკვეთების გადმოცემის მზადყოფნა გამოთქვეს, რათა შემდგომში ანალოგიური პროექტები განხორციელდეს. ეს ბრწყინვალე მაგალითია იმისა, როცა სახელმწიფოსა და არასამთავრობო სტრუქტურების თანამშრომლობით ძალიან ბევრი შესაძლებლობები ჩნდება დევნილთა დასაქმების კუთხით; ხდება იმ მიწის დამუშავება, რომელიც გამოუყენებელია, იმ მატერიალური აქტივების გამოყენება, რომელიც არალიკვიდირებულია და ადგილზეა. კარგი შედეგები გვაჩვენა წინა პროექტებმა, რომლებიც ეხებოდა მცირე სასათბურე კონსტრუქციების მშენებლობას დასავლეთ საქართველოში. ვთვლი, რომ ეს საუკეთესო გამოსავალია დღევანდელ პირობებში“. – განაცხადა ვალერი ბასარიამ.
გარდა ამისა, ვახტანგ ყოლბაია და ვალერი ბასარია ასევე გაეცნენ სოფელ ტყირში, ეკონომიკის სამინისტროს მიერ აფხაზეთის მთავრობისთვის განკარგვის უფლებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე სიმინდის ნათესის სასუქით გამდიდრების პროცესს. სოფელში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების თქმით, პროექტი წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან წინა წლის უხვმა მოსავალმა მათ ბევრად მეტი სტიმული მისცა.
„გასულ წელს, აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით მოხდა ამ ტერიტორიის დამუშავება, რომელიც 20 წელი უქმად იყო, შეჩერებული იყო მისი ხვნა-თესვა. დევნილ მოსახლეობას მიწის დამუშავება საკუთარი სახსრებით ძალიან ძვირი უჯდებოდა. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ 2015 წელს, აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით, მოხდა ამ მიწის ათვისება, სადაც ამჟამად 15 ოჯახია დასაქმებული და ისინი მთელი წლის სიმინდის მარაგით არიან უზრუნველყოფილი. გასული წლის მაგალითმა დევნილ მოსახლეობას სტიმული მისცა ისევ დაემუშავებინა მიწა და მოეყვანა სიმინდის კულტურა. ახლა მეორედ შეგვაქვს აზოტი და იმედი გვაქვს, ეს პროგრამა კვლავ გაგრძელდება, რადგან მოსახლეობა კმაყოფილია და მიწების ათვისებაც უფრო დიდი მასშტაბებით გაგრძელდება“. – ამბობს აფხაზეთიდან დევნილი გოგა ნაყოფია.