2-3 ივლისს ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი გაიმართა. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.
ჟენევის მოლაპარაკებების 48-ე რაუნდის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ შეზღუდვების დაწესებასა და აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის მძიმე შედეგებზე.
ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე. თანათავმჯდომარეებმა, თანამოდერატორებმა და მონაწილეებმა აშშ-დან და საქართველოდან მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები აფხაზეთის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის გახსნის მიზნით.
მოლაპარაკებებზე განიხილეს საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის, ადგილობრივი მოსახლეობის გატაცებისა და უკანონო დაკავების, თავისუფალი გადაადგილებისა და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე წვდომის შეზღუდვის საკითხები, რაც ხელს უწყობს ადგილზე ვითარების შემდგომ დესტაბილიზაციას.
განსაკუთრებული ყურადღების საგანს წარმოადგენდა გალისა და ახალგორის რაიონების, აგრეთვე კოდორის ხეობის მოსახლეობის ეთნიკური დისკრიმინაცია, მათი მძიმე ჰუმანიტარული და სოციო-ეკონომიკური საცხოვრებელი პირობები. მონაწილეებმა საქართველოდან კიდევ ერთხელ დასვეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საჭიროების საკითხი.
განხილვის მნიშვნელოვანი თემა იყო დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობა. ქართველმა მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას, რუსეთის უკანონო სამხედრო ბაზაზე ტყვეობაში გარდაცვალებაზე და რუსეთის ფედერაციისგან მოითხოვეს საქმის მასალების დაუყოვნებლივი გაზიარება.
მოლაპარაკებებისას საქართველოს წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს ეთნიკური წმენდის შედეგად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების თემის საგნობრივი განხილვის მნიშვნელობაზე. თუმცა, აღნიშნულ საკითხზე დისკუსიისას მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან დატოვეს მოლაპარაკებები, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ დესტრუქციულ და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემის მიმართ.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2019 წლის 8-9 ოქტომბერს გაიმართება.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გამოცემის: „აფხაზეთის (საქართველო) ისტორიის საკითხები“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის ავტორები არიან: ჯემალ გამახარია, ლია ახალაძე და დაზმირ ჯოჯუა.
პრეზენტაციას უძღვებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე. „ამ ნაშრომის მთავარი ღირებულება ისაა, რომ საკვანძო ისტორიული საკითხები, მათ შორის აფხაზეთის როლი ერთიანი საქართველოს დამკვიდრებაში, განხილულია და დამოწმებულია როგორც ქართული, ისე უცხოური წყაროებით და საზოგადოების ფართო მასებისთვის მიწოდებულია გასაგებად და საფუძვლიანად,“ - აღნიშნა მინისტრმა. ამ წიგნთან და ზოგადად აფხაზეთის ისტორიოგრაფიაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრა წიგნის ერთ-ერთმა ავტორმა, ისტორიკოსმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან აღნიშნა: „არსებობს ერთობლივი ძალებით შექმნილი უამრავი მონოგრაფიული ნაშრომი, რომელიც თარგმნილია სხვადასხვა ენაზე და ვრცელდება მთელ მსოფლიოში, მაგრამ როგორც ჩანს ფართო მასების ინფორმირებისთვის ეს საკმარისი არ არის. სწორედ ამან გვიბიძგა, რომ მომზადებულიყო საკითხავი წიგნი, რომელშიც ყურადღება გავამახვილეთ აფხაზეთის ეთნიკურ, პოლიტიკურ და საეკლესიო ისტორიაზე, რომელიც მუდმივად იყო და დღემდე რჩება სადავოდ ქართველ და აფხაზ ავტორებს შორის“.
წიგნის ღირსებებზე და ზოგადად მის მნიშვნელობაზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს ცნობილმა ისტორიკოსებმა, პოლიტოლოგებმა და სხვა დარგის სპეციალისტებმა: ზურაბ ხონელიძემ, ზურაბ პაპასკირმა, ვაჟა კიკნაძემ, როლანდ თოფჩიშვილმა, ოთარ ჯანელიძემ, ელდარ ბუბულაშვილმა, სალომე ბახია-ოქრუაშვილმა, ოთარ ხუფენიამ, ოთარ ჭითანავამ; აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრებმა - თემურ მჟავიამ, ვახტანგ ყოლბაიამ, აკაკი გასვიანმა და სხვ.
გამომსვლელებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ წიგნში ავტორები მაღალკვალიფიციურად მიმოიხილავენ ოკუპირებული აფხაზეთის ისტორიის აქტუალურ საკითხებს უძველესი დროიდან დღემდე, ყურადღებას ამახვილებენ პოლიტიკურ, ეთნიკურ და საეკლესიო პრობლემებზე; მოგვითხრობენ 1992-1993 წლებში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის, 2008 წლის აგვისტოს ღია აგრესიის, ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდის, გენოციდისა და მცოცავი ანექსიის რუსული პოლიტიკის შესახებ. ამასთანავე დასძენენ, რომ აფხაზეთში კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით.
პრეზენტაციაზე ხაზგასმით ითქვა, რომ აფხაზეთის წართმევიდან 27-ე წელსაც საზოგადოების უმეტესობამ, როგორც ქართველებმა, ისე აფხაზებმა, თითქმის არ იციან ან ცუდად იციან აფხაზეთის ისტორია. ამ წიგნს ამ თვალსაზრისითაც შეუძლია მნიშვნელოვანი სიტყვის თქმა და აფხაზეთის ისტორიასთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციული ვაკუუმის გარღვევა შინ თუ გარეთ. ამასთანავე აუცილებელია მისი თარგმნა უცხოურ ენებზე, მათ შორის, რა თქმა უნდა, რუსულ ენაზე და საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება აფხაზეთის რეალურ ისტორიაზე, მის განუყოფლობაზე დანარჩენ საქართველოსთან, რაზეც ისტორიულ წყაროებთან ერთად აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა მეტყველებს.
წიგნი განკუთვნილია ისტორიის მასწავლებლების, უფროსი კლასის მოსწავლეებისა და აფხაზეთის საკითხებით დაინტერესებული ფართო მკითხველისათვის და შესაბამისი ინტერესი პრეზენტაციაზეც ნათლად გამოიკვეთა.
აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, ხელოვნების და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით, წლეულს, 1 ივლისს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობის მერაბ ყოლბაიას 60 წლისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გამართა.
საღამოს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები, თეატრმცოდნეები, მსახიობის მეგობრები, კოლეგები და მაყურებლები. დამსწრე საზოგადოებამ გაიხსენა და წარმოაჩინა ხელოვანის მიერ განვლილი შემოქმედებითი გზა, მასზე, როგორც გამორჩეულ მსახიობზე ისაუბრა თეატრმცოდნე ნათელა არველაძემ.
მერაბ ყოლბაია - სამ ათეულ წელზე მეტია, რაც კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობია. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია სპექტაკლები: „ფსკერზე“, „ეწერში მდგარი თხმელა“, „პიგმალიონი“, „ჯინსების თაობა“, „დიდოსტატის მარჯვენა“ და სხვ. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლში „მუნჯის სიზმრები“ თეატრალურ ფესტივალში მას მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრემია მიენიჭა. მერაბ ყოლბაია, როგორც რეჟისორი ბოლო წლებში მაყურებლის წინაშე წარსდგა დამდგმელი სპექტაკლებისა: „სხვა საქართველო სად არი“ და „ორეული“.
აფხაზეთისავტონომიურირესპუბლიკისდევნილთასაქმეებისდეპარტამენტშიშექმნილმასამუშაოჯგუფმა 2019 წლის 1ივლისს განიხილა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის, აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2019 წლის 11 ივნისის დადგენილების გაუქმებისა და სოფ. ბაბუშარაში 1993 წლამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების მიზნით მოქალაქენ.რევაზიშვილი (დვალიშვილის)ადმინისტრაციულისაჩივარი.
სხდომაზესაქმისგარემოებებისშესწავლისა და მხარეთაპოზიციებისმოსმენისშემდეგმიღებულიქნაგადაწყვეტილებასაჩივრისდაკმაყოფილებისუარისთქმისშესახებ.
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია გათვალისწინებულია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულების განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებით წარმოჩენილი მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის თვეში 200 ლარის ოდენობით, არა უმეტეს 2 სტუდენტისა. სტიპენდიატს სტიპენდია ეძლევა დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად ერთი სასწავლო წლის განმავლობაში (ათი თვე).
სტიპენდია გამიზნულია სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულების ბაკალავრიატის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის იმ სტუდენტებისათვის, რომლებსაც აქვთ 70% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვთ სტუდენტური ნაშრომები, მონაწილეობდნენ კონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიურები.
სტიპენდია გამიზნულია სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულების მაგისტრატურის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის იმ სტუდენტისათვის, რომლებსაც აქვთ 80% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომები, მონაწილეობდნენ კონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიურები.
ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია აფხაზეთის ა/რ მთავრობამ 2017 წელს დააწესა.
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მისანიჭებლად სტუდენტის წარდგენის უფლება აქვს სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს.
განაცხადებისწარდგენისვადად განისაზღვრა 2019 წლის 01 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით პერიოდი.
გამოცხადებული ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი განაცხადებიები არ განიხილება.
სოფელ ხურჩაში , საოკუპაციო ხაზთან ფუნქციონირებს მუზეუმი, სადაც რუსული ოკუპაციის ამსახველ მასალებთან ერთად ინახება ისტორიული ცნობები სოფლის შესახებ. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელის რეზო ქობალიას ინიციატივით და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა ნაგებობის რეაბილიტაცია. მნიშვნელოვანია ასეთი მუზეუმების არსებობა, ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენი წვლილი შეგვეტანა მუზეუმის რეაბილიტაციის პროცესში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა აქტივობა , რომელიც ეხება აფხაზეთს, მის დღევანდელობას და უახლოეს ისტორიას. გაწეული დახმარებისთვის მინდა მადლობა გადავუხადო სამინისტროსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, - აღნიშნა წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ იგორ კოპალიანმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილ და Hilfswerk International-ის, იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-სა და „მეწარმე ქალთა ფონდის“ მიერ დაგეგმილ სამოქალაქო ფორუმში – მენტორული პროგრამის განვითარება საქართველოში. სამოქალაქო ფორუმის მიზანი იყო მენტორობის კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების საზოგადოებაში რეინტეგრაციის შესაძლებლობის კუთხით არსებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ყოფილი პატიმრების და პრობაციონერების რეაბილიტაციასა და რე-სოციალიზაციის პროცესის ხელის შეწყობა, რათა მათ შეძლონ „ნაბიჯ ნაბიჯ“ შექმნან უკეთესი მომავალი საკუთარი თავისა და ოჯახებისთვის. საგულისხმოა, რომ „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ფარგლებში ბენეფიციარებმა იუსტიციის დეპარტამენტში უკვე გაიარეს სტაჟირება და სამომავლოდ, იუსტიციის დეპარტამენტი კანონთან კონფლიქტში მყოფი აფხაზეთიდან დევნილი პირების საზოგადოებაში რეინტეგრაციაში ხელის შეწყობის მიზნით, გეგმავს ჩაერთოს მენტორობის პროგრამაში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში 28-29-30 ივნისს ქალაქ ზუგდიდსა და ქალაქ სენაკში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველა საჭირო სამართლებრივ საკითხებზე უფასო იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს. ღონისძიების მიმდინარეობის პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
კარატეში აფხაზეთის ომის ვეტერანის, შოთა შარტავას სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ქ. თბილისში ჩაატარა აფხაზეთის ომის ვეტერანის, შოთა შარტავას სახელობის საერთაშორისო ტურნირი კარატეში.
ტურნირი მიეძღვნა აფხაზეთის ომში დაღუპულ, ვ. გორგასალის III ხარისხის მედლის კავალრის შოთა შარტავას ხსოვნას.
შეჯიბრებაში მონაწილეობდა ასამდე სპორტსმენი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. შედეგების მიხედვით აფხაზეთიდან დევნილ სპორტსმენთა შორის საპრიზო ადგილები დაიკავეს: ნიკოლოზ ლაგვილავა - I ადგილი 20 კგ წონით კატეგორიაში; დავით კეკელია - III ადგილი 27 კგ წონით კატეგორიაში; ზურაბ ლაგვილავა - III ადგილი 33 კგ წონით კატეგორიაში; გიორგი კინტრაია - III ადგილი 51 კგ წონით კატეგორიაში. საპრიზო ადგილებზე გასული ყველა სპორტსმენი დაჯილდოვდა შესაბამისი კატეგორიის დიპლომით, მედლითა და თასებით.
მსაჯთა კოლეგიას ხელმძღვანელობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტაეკვანდოს ფედერაციის პრეზიდენტი ირაკლი ნარმანია. შეჯიბრებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია და სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები, ვეტერანი და ახალგაზრდა სპორტსმენები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდში მიიღებს მონაწილეობას.
ქართულ დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობს. საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი 2-3 ივლისს გაიმართება.
28-29 ივნისს აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კ. კუჭუხიძე და სამმართველოს უფროსი რ. კოკაიამ მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულსამედიცინო-პროფილაქტიკურ გამოკვლევებში ქ. ზუგდიდსა და ქ. სენაკში.
აქციის ფარგლებში რეგიონში განსახლებულ დევნილებსჩაუტარდათ უფასო სამედიცინო გამოკვლევები და გაეწიათ მათთვის საინტერესო საკითხებზე კონსულტაციები.
აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა შედგა საქართველოს განათლების აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან,ქალბატონ სოფო ქვარცხავასთან თემაზე: "საჯარო გამოსვლები და ეფექტური კომუნიკაცია".
შეხვედრაზე განხილულ იქნა საჯარო გამოსვლის ტექნიკა და ეფექტური კომუნიკაციის ზოგადი პრინციპები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კ.კუჭუხიძემ და სამმართველოს უფროსმა რ. კოკაიამ 30 ივნიისს მოინახულეს საზღვრისპირა რეგიონში-სოფ: ხურჩაში მშენებარე ოკუპაციის მუზეუმი, სადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ა/რ წარმომადგენლობის ხელმძღვანელ რ. ქობალიას ორგანიზებით მოძიებული სახსრებით მიმდინარეობს კეთილმოწყობითი სამუშაოების ჩატარება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ზუგდიდსა და სენაკში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
სამედიცინო აქციაში მონაწილეობა მიიღო თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სხვადასხვა პროფილის ექიმების ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ოჯახის ექიმი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, პედიატრი, ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ონკოლოგი, დერმატოლოგი, უროლოგი და რევმატოლოგი.
ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ დევნილ პაციენტებს, საჭიროების შესაბამისად, ულტრასონოსკოპიური გამოკვლევა (მუცლის ღრუს და ფარისებრი ჯირკვლის), ელექტროკარდიოგრაფია და C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაუტარდათ. ასევე, ექიმის დანიშნულების მიხედვით დევნილ ბენეფიციარებს უფასო მედიკამენტები გადაეცათ.
გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია ესწრებოდნენ.
ასევე, სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დევნილ მოსახლეობას ყველა საჭირო საკითხზე უფასო იურიდიული კონსულტაცია გაუწიეს.
საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესა და ევროპის საბჭოს დაარსების 70 წლის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით გამოცხადებული ესეების კონკურსის - „მომავლის ევროპელი“ – „Imagining the European of the future?“ შედეგები შეჯამდა. 28 გამარჯვებულ მოსწავლეს შორის აფხაზეთის №5 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე გუგა ხუციძეცაა (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ფ. ბენდელიანი), რომელმაც დიპლომი ნომინაციაში - „ჟიურის სიმპათია“ და 400- ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი მოიპოვა.
გამარჯვებულებს სასაჩუქრე ბარათები და დიპლომები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ გადასცეს.
კონკურსის მიზანი იყო მოსწავლეებში ევროინტეგრაციის პროცესებისადმი ცნობადობის ამაღლება და ინტერესის გაზრდა, ჩვენი ქვეყნის, როგორც ევროპული ოჯახის წევრის მნიშვნელობის გააზრება და განვრცობა.