2021-09-16 |
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ქალაქ წყალტუბოში მცხოვრებ დევნილებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, პროგრამის - "აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მრავალპროფილური სკრინინგული კვლევის კომპონენტის“ ფარგლებში იმერეთის რეგიონში, ქალაქ წყალტუბოში 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე ახალ დასახლებაში რეგისტრირებულ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
პროგრამის მიზანი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, მათ შორის ბავშვთა და მოზრდილთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა დარღვევათა ადრეული დიაგნოსტიკა და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრაა.
პროგრამა მოიცავდა შემდეგ მომსახურებებს:

• ენდოკრინოლოგის კონსულტაცია;

• ოფთალმოლოგის კონსულტაცია;
• სათვალის რეცეპტის გაცემა (საჭიროების შემთხვევაში).


• კარდიოლოგის კონსულტაცია;
• ეკგ.



სამედიცინო აქცია ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების გათვალისწინებით, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და შესაბამისი რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა.
სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.