აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროსა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა ალიონა ჩხოტუამ და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა დავით კაიკაციშვილმა მოაწერეს.
 
მემორანდუმი სამშვიდობო ინიციატივების და სამოქალაქო ინტეგრაცის მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს და მიზნად ისახავს სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, დევნილ საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციის გაძლიერებასა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის კიდევ უფრო ეფექტიანად წარმართვას.