აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა.

აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა.
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, 10-მდე სტუდენტს საშუალება მიეცემა ორ თვის განმავლობაში სამინისტროში გაიარონ პრაქტიკა და საკუთარი ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში გამოიყენონ.
 
სტუდენტები ჩაერთვებიან სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის საქმიანობაში, გაეცნობიან საჯარო სექტორში მუშაობის სპეციფიკას, ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფინანსური მართვის პროცესებს.
 
პროექტის მიზანი ახალგაზრდების პროფესიული განვითარების ხელშეწყობაა.
 
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან თევზაია, ასევე საბიუჯეტო, სახაზინო და საფინანსო დეპარტამენტის ხელმძღვანელები.