2025-05-19 |
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებითა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, გალაქტიონ ტაბიძის ძეგლის მიმდებარედ, აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა
გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 30-ზე მეტმა აფხაზეთიდან დევნილმა მეწარმე ქალმა, რომლებმაც საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს და დამთვალიერებლებს საკუთარი საქმიანობა გააცნეს.
ღონისძიების მიზანია დევნილი მეწარმე ქალების პროდუქციის პოპულარიზაცია და მათი ეკონომიკური საქმიანობის გაძლიერება.
გამოფენა-გაყიდვას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლაშა დოლბაძე, მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გელაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი და სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გოგიტა თედორაძე ესწრებოდნენ.