აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

ქალაქ ჯვარში „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ამბულატორია" გაიხსნა. ობიექტი აღჭურვილია თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აპარატურით. ამბულატორია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობითა და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით გაიხსნა.

გახსნის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკური ატაშე თომას შოლი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, ჯვარის ამბულატორიის დირექტორი გოჩა ლიპარტია, წალენჯიხა-ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და დევნილი მოსახლეობა ესწრებოდნენ.

ქალაქ ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონული კონფერენცია „მდ. ენგურთან „გამყოფი ხაზის“ ორივე მხარეს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებები“ გაიმართა.

კონფერენციაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. მათ შორის „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაში ახალი მიდგომები“, „თხილის დაავადებები და ინვაიდერები: ახალი გამოწვევები და მათთან დაკავშირებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები“, „აზიურ ფაროსანასა და სხვა ინვაზიური მავნებლებისა და დაავადებათა მიერ გამოწვეული ახალი ჰუმანიტარული პრობლემები და რისკები“ და სხვა მნიშვნელოვანი თემები. ასევე ისაუბრეს მავნებლების წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ უკვე განხორციელებულ და მომავალში ჩასატარებელ ღონისძიებებზე. გაიცა პრაქტიკული ხასიათის რეკომენდაციები და რჩევები.

საკითხების განხილვის შემდეგ კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

კონფერენციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურიშვილი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ილიანა დერილოვა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, სამოქალაქო სექტორი და „გამყოფი ხაზის“ მიმდებარე ადმინსტრაციულ რაიონებში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ფერმერები და ადგილობრივი თემის წარმომადგენლები  მონაწილეობდნენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით პროექტ „შეხვდი დამსაქმებელს“ ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მონაწილეობდნენ.

ვახტანგ ყოლბაიამ ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობაზე და მოწვეულ სტუმრებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს განხორციელებული პროექტები გააცნო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და მთავრობის თავმჯდომარემ სტუდენტების მიერ აფხაზეთის თემის ირგვლივ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ასევე ვახტანგ ყოლბაიამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით გამოცემული წიგნები გადასცა.

დისკუსიის შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა ლევან კლიმიაშვილმა მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაფართოებასა და სტუდენტებისთვის პრაქტიკული კომპონენტის საფუძველზე საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავების ხელშეწყობას ითვალისწინებს. 

კინოს სახლის კინოდარბაზში აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრების ინიციატივით გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა.

ფილმი აგებულია დოკუმენტური მასალებისა და კადრების გამოყენებით და მასში წარმოდგენილია 1993 წლის 15-16 მარტის მოვლენების ქრონოლოგია.

ფილმის ჩვენებამდე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთის" მომღერალთა გუნდმა და სოლისტმა სოფო ქირიამ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი სიმღერა „გმირის დატირება" შეასრულეს.

ჩვენებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია, აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრები, ვეტერანები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

ფილმი აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის მიერ შეიქმნა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და დევნილმა საზოგადოებამ სკულპტურული მემორიალი - „საქართველოსთვის“ ყვავილებით შეამკეს.  

მემორიალთან ჯუმბერ ბეთაშვილის სახელობის აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლისა და ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართულ და აფხაზურ ენებზე წაიკითხეს ლექსები და გაიხსენეს სამშობლოსათვის თავდადებული გმირები.

აფხაზეთში 1993 წლის 15-16  მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტუქტურების თანამშრომლებმა, ვეტერანებმა და დევნილმა საზოგადოებამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

1993 წლის 15-16 მარტს, აფხაზმა სეპარატისტებმა, დაქირავებულმა ბოევიკებმა და მოწინააღმდეგის სადესანტო შენაერთებმა მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ 8 კმ-იან ფრონტის ხაზზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს. ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა და ქართულმა არტილერიამ სოხუმისკენ წამოსულ მტერს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა. მოწინააღმდეგე იძულებული გახდა უკან დაეხია. უმძიმესი და უთანასწორო შეტაკების დროს დაიღუპნენ და დაიჭრნენ ქართველი მებრძოლები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად გადაარჩინეს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ესპანური ინტეგრაციისა და სოლიდარობის ფონდი „FINSOL" 2008 წლიდან თანამშრომლობენ. ფონდის ორგანიზებითა და დაფინანსებით ყოველწლიურად აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოზარდები საზაფხულო არდადაგებს ესპანეთში ატარებენ.

2018 წლის 13 მარტს „FINSOL"-ის ოფისში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძემ და „FINSOL"-ის პრეზიდენტმა ხულიო გარსია კარპიომ განახლებულ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში ორივე მხარეს ერთობლივი ჰუმანიტარული და სოციალური პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა ეძლევა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ლტოლვილთა დანიის საბჭოს სტრატეგიული ურთიერთობების მენეჯერ ნინო ხოხობაიასა და პროექტების მენეჯერ ეკა გვალიას  შეხვდა.

შეხვედრაზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მთავრობის თავმჯდომარეს მიაწოდეს ინფორმაცია მათი საქმიანობისა და განხორციელებული პროექტების შესახებ.

შეთანხმდნენ ურთიერთობების გააქტიურებასა და დევნილებისთვის სამომავლოდ განსახორციელებელ ერთობლივ პროექტებზე.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ დიმიტრიოს კარაბალისს  შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

მთავრობის თავმჯდომარემ ბერძენ დიპლომატს მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ისაუბრეს აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მძიმე მდგომარეობაზე და მათ შესასწავლად სეპარატისტული რეჟიმის მიერ ქართველი სპეციალისტების არდაშვებაზე.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გალის რაიონში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, მათ შორის მდინარე ენგურზე არსებული ე.წ. გადასასვლელების დახურვით გართულებულ ვითარებაზე, აგრეთვე სკოლებში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასა და იძულებითი პასპორტიზაციით გამოწვეულ პრობლემებზე.

საუბარი შეეხო მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, კერძოდ, სოფლის მეურნეობაში აზიური ფაროსანას მიერ გალის რაიონის მოსახლეობისათვის მიყენებულ ზიანზე, ასევე ისაუბრეს კოლხური ბზის გადასარჩენად განხორციელებულ პროექტებზე.

თავის მხრივ დიმიტრიოს კარაბალისმა, მადლობა გადაუხადა ვახტანგ ყოლბაიას მიწოდებული ინფორმაციისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა საბერძნეთის მთავრობის ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პროტოკოლის სამსახურის უფროსი ბესიკ სილაგაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია მცხეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ რუსლან ვეკუას შვიდშვილიან ოჯახს ესტუმრა.

აფხაზეთიდან დევნილი რუსლან ვეკუა მცხეთის მუნიციპალიტეტში 7 შვილთან ერთად ცხოვრობს. რუსლანის მეუღლე რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა და მას შემდეგ, მცირეწლოვან ბავშვებს მარტო ზრდის.

მთავრობის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო არსებულ მდგომარეობას და ვეკუების ოჯახს საყოფაცხოვრებო ტექნიკა და საჩუქრები გადასცა. მრავალშვილიან ოჯახში ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა ონიანი და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია იმყოფებოდნენ.

აქცია აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებითა და ორგანიზაცია „კამპუს ლაიონს კლუბ თბილისის" მხარდაჭერით განხორციელდა.

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია და ორგანიზაცია „კამპუს ლაიონს კლუბ თბილისის“ ვიცე-პრეზიდენტები მარიამ რასტი და მარიამ დვალიშვილი თბილისში მდებარე აფხაზეთის №2 და №3 საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდნენ. მთავრობის თავმჯდომარემ ქალბატონებს მადლობა გადაუხადა მომავალი თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილისათვის, დედის და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა და საჩუქრად საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცა. აქცია „კამპუს ლაიონს კლუბ თბილისის“ მხარდაჭერით განხორციელდა.

ასევე ვახტანგ ყოლბაია და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ქალაქ სენაკში მდებარე თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლას ეწვივნენ, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული, აფხაზეთიდან დევნილი თემურ ბოკუჩავას დედას შეხვდნენ და სამშობლოსათვის თავდადებული გმირის დედას, დედის და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს. 

გუშინვე ვახტანგ ყოლბაია ზუგდიდში ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლას ესტუმრა, პედაგოგებს დედის და ქალთა საერთაშორისო დღესასწაული მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით, მინდა გაზაფხულის პირველი დღესასწაულები - დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე მივულოცო ყველა დედას და ქალბატონს ჩვენს ქვეყანაში. მათ, ვისაც დიდი პასუხიმგებლობა აკისრიათ ქვეყნისა და ოჯახის წინაშე, ვინც ყველაზე მეტად ზრუნავს მომავალი თაობების აღზრდაზე და შესაბამისად, საქართველოს ღირსეულ მომავალზე.

განსაკუთრებით ნუგეშის სიტყვებით მივმართავ იმ დედებს, რომლებმაც ყველაზე მძიმე დანაკლისი განიცადეს, ვინც სხვადასხვა გარემოებაში დაკარგა შვილები. ვუდასტურებ ჩემს ღრმა პატივისცემას, დიდ ჭირ-ვარამ გადატანილ, ოკუპირებული აფხაზეთის  ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა დედასა და ქალბატონს.

მოწიწებით ვიხრი ქედს საქართველოს ერთიანობის, ტერიტორიული მთლიანობის და ნათელი მომავლისათვის შეწირულ გმირთა დედების წინაშე.

ყველა დედას, საქართველოში მცხოვრებ ქალბატონს ვუსურვებ ბედნიერებას, ღვთის წყალობას, უშფოთველ და სტაბილურ გარემოში ცხოვრებას და უმთავრესს  - შვილების ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და ბედნიერ მომავალს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის საგუნდო კაპელამ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, დედის და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გამართა.

კონცერტის დაწყებამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და მათ ქალთა საერთაშორისო დღე, 8 მარტი მიულოცა.

„როგორც ერთი თვის წინ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას დაგპირდით, დღეს მინდა წარმოგიდგინოთ, ჩვენი სახელგანთქმული აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის საგუნდო კაპელა, რომელსაც ნიჭიერი კომპოზიტორი ზვიად ბოლქვაძე ხელმძღვანელობს და ამ საჩუქრით მინდა მოგილოცოთ დედის და ქალთა საერთშორისო დღე“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ღონისძიებას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ჯაბა ჯაიანი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაირა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

ქალაქ სენაკში საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადებიდან 74-ე იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჟიული შარტავას ბიუსტი გვირგვინით შეამკო. სენაკის ჟიული შარტავას სახელობის მუზეუმში ვახტანგ ყოლბაიამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ჟიული შარტავას გმირობის ეპიზოდები გაიხსენა. სენაკის ჟიული შარტავას სახელობის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ეროვნული გმირისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს.

ღონისძიებას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ჯაბა ჯაიანი, აფხაზეთის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეები, ჟიული შარტავას მეგობრები და თანაკლასელები ესწრებოდნენ.

ჟიული შარტავა 1944 წლის 7 მარტს ქალაქ სენაკში დაიბადა. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.1980-იან წლებში იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს წევრი. 1992 წლიდან - საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატი.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის ივნისში, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის განკარგულებით დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარედ. 1993 წლის 27 სექტემბერს უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვის ოპერაციას, რომლის დროსაც აფხაზურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ ტყვედ აიყვანეს. 1993 წლის 27 სექტემბერს - სოხუმის დაცემის დღეს თანამებრძოლებთან ერთად დახვრიტეს.

ჟიული შარტავას სიკვდილის შემდეგ ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

 

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ჟიული შარტავას დაბადებიდან 74 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული გმირის საფლავი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს მის ხსოვნას.