აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

6 მაისს წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღესთან დაკავშირებით თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის მშენებარე ტაძარში წირვა-ლოცვა და პარაკლისი აღევლინა.

წირვა-ლოცვას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის მთავრობის აპარატისა და სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ისინი საკუთარ წვლილს შეიტანენ ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობაში.

ამავე ტაძარში დაბრძანებულია ქართველთა და აფხაზთა მშვიდობისა და ერთობისათვის დაწერილი ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული".

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებული მოძრაობის „ვიზრუნოთ ერთმანეთზე" ფარგლებში აფხაზეთში დაღუპულ და უგზოუკვლოდ დაკარგულ მეომართა დედებს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და ონკოლოგიური დაავადებების მქონე პირებს  გიორგობა მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

ვახტანგ ყოლბაია პირადად ესაუბრა  და გიორგობა მიულოცა ომის ვეტერანებსა და მოწვეულ სტუმრებს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში გაიმართა.

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე დღის წესრიგის საკითხის "ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში" ფარგლებში მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა აბსოლუტური უმრავლესობით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, სადაც ხაზგასმულია, რომ რუსეთის ფედერაციამ, როგორც ამ ტერიტორიებზე ფაქტობრივი კონტროლის მქონე და ადამიანის უფლებათა დაცვაზე პასუხისმგებელმა სახელმწიფომ, უნდა:

- უზრუნველყოს ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლება;
- შექმნას პირობები იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და საკუთრების უფლების დასაცავად;
- მოხსნას ნებისმიერი სახის დაბრკოლება ან შეზღუდვა ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების თავისუფლების უზრუნველსაყოფად და თავიდან აიცილოს პირთა უკანონო დაკავება;
- დაიცვას ამ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები დისკრიმინაციული მოპყრობისაგან;
- გამოიძიოს ადამიანის უფლებათა დარღვევები ამ ტერიტორიებზე.

აღნიშნული კომიტეტი მიესალმება საქართველოს მთავრობის ინიციატივებს საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის უფასო სამედიცინო მომსახურების კუთხით.

კომიტეტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, ხელი შეუწყოს და უზრუნველყოს ევროპის საბჭოს მოქმედი ორგანოების შეუზღუდავი შესვლა საქართველოს ხელისუფლების ფაქტობრივი კონტროლის მიღმა დარჩენილ ტერიტორიებზე.

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი - მიმართ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ნაბიჯები, განსაკუთრებით ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის/ინტეგრაციის შესახებ ე.წ. ხელშეკრულებების დადება ძირს უთხრის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარებისკენ მიმართულ ძალისხმევას, აშკარად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. შესაბამისად, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეაჩეროს და გააუქმოს ეს პროცესი და დაემორჩილოს საერთაშორისო სამართლის ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და მის 2008 წლის 8 სექტემბრის საიმპლემენტაციო ღონისძიებებს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან მოეწყო მსვლელობა „სვიმონ კანანელის გზაზე". მსვლელობა მცხეთაში დაიწყო და 23 მაისს, სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, ენგურის ხიდზე დასრულდება, სადაც წირვა-ლოცვა აღევლინება.

მსვლელობაში მონაწილეობას იღებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, დევნილი სასულიერო და საერო პირები.

გადმოცემის თანახმად, წმ. სვიმონ კანანელმა წმ. ანდრია მოციქულთან ერთად პირველმა იქადაგა ქრისტიანობა სამხრეთ და დასავლეთ საქართველოში, მათ შორის აფხაზეთში. ქადაგებისას ანდრია მოციქულმა გააგრძელა გზა ჩრდილოეთით, ხოლო სვიმონ კანანელი კი შეჩერდა ფსირცხის გამოქვაბულში. მისი მოწამეობრივი აღსრულების ადგილზე, ახალ ათონთან, XIX საუკუნეებში ეკლესია ააგეს.

ხონში, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ინიციატივითა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და დევნილთა გრძელვადიანი განსახლების $52 მილიონიანი პროგრამის დახურვის ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებას USAID-ის დირექტორი დაგლას ბოლი, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანსერ ბურჭულაძე, დანიის ლტოლვილთა საბჭოს პროგრამების ხელმძღვანელი გაი ჰოუვი, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისდა და კულტურის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ვიტალი ბენდელიანი, იმერეთის სამხარეო გუბერნიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროგრამის დახურვის ცერემონიაზე, USAID-ის მიერ დაფინანსებული, ახლადაშენებული სათამაშო და სპორტული მოედნები საზეიმოდ გაიხსნა.

აფხაზეთის განათლებისდა და კულტურის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა ბატონმა ვიტალი ბენდელიანმა, აფხაზეთის მთავრობის სახელით, დევნილთა საინიციატივო ჯგუფს, საჩუქრად გადასცა სპორტული ინვენტარი. ღონისძიების დასასრულს ხონისა და კოპიტნარის დევნილთა ცენტრების ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებულ მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე" ფარგლებში სოციალურად დაუცველ დევნილ ოჯახებს სააღდგომო ნობათი გადაეცა. აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა იძულებით გადაადგილებულ პირებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქტი გადასცეს. ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი ლევან თევზაია და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე და აფხაზეთის მთავრობის წევრები დაესწრნენ.

აქციაში ჩართულნი იყვნენ თბილისის მერია, ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი, კერძო პირები და მოხალისეები .

მოძრაობის „ვიზრუნოთ ერთმანეთზე" ფარგლებში, ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა სასურსათო პროდუქტის შეგროვება. პროდუქტი დაურიგდათ სოციალურად დაუცველ შემდეგ კატეგორიებს: აფხაზეთის ომის I და II ჯგუფის ინვალიდებს, შშმ არასწრულწლოვანებსა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, მრავალშვილიან ოჯახებს, ობოლ ბავშვებს, იძულებით გადაადგილებულ ეთნიკურად აფხაზ ოჯახებს, 90 წელს გადაცილებულ პირებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აქტიური ჩართულობისათვის თბილისის მერიას, ინდივიდუალურ მონაწილეებს, კერძო კომპანიებს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შესაბამის სერთიფიკატები გადასცა.

საქველმოქმედო აქციის მიზანია ადამიანებისადმი თანადგომა და მოხალისეობის კულტურის დანერგვა საქართველოში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, მახათას მთაზე მშენებარე სამონასტრო კომპლექსის სიახლოვეს გამწვანების აქცია გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და მთავრობის სტრუქტურების თანამშრომლები.

აქციის ფარგლებში სამონასტრო კომპლექსის სიახლოვეს შერჩეულ ტერიტორიაზე 25 ძირი კედრის ნერგი დაირგა.

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში, ცნობილი ქართველი პოეტის შოთა ნიშნიანიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო სახელწოდებით „ერთი მამალი აღვიძებდა ოდიშ-აფხაზეთს“ გაიმართა.

საღამოში მონაწილეობდნენ ქართული ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები: ელდარ გეწაძე, დიმიტრი ჯაიანი, ჯემალ სეფიაშვილი, გენო ნადირაშვილი, თეიმურაზ დავითაია, ვაჟა აზარაშვილი, თემურ შალვაძე, ციალა მესხია, ანა ქაშიბაძე, ლაშა ახალაური და სხვები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აგრეთვე შოთა ნიშნიანიძის მეუღლე თამარ ჩიჯავაძე და შვილი ნათია ნიშნიანიძე.

პროექტ „ეტალონის“ ფარგლებში, დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სკოლების „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. საგანმანათლებლო ღონისძიება აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში გაიმართა.

პროექტის გამარჯვებული აფხაზეთის მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლე დავით ტორუა გახდა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, ასევე ამავე სამინისტროს თანამშრომლები, პედაგოგები და მოსწავლეთა გულშემატკივრები ესწრებოდნენ.

პროექტის მხარდამჭერი იყო საქართველოს მთავრობა (რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და დევნილთა სამინისტრო, თბილისის მერია და საკრებულო, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. შსს აკადემია, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი.

22-23 აპრილს, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების პროგრამის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის თხოვნით, კახეთის რეგიონში (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი) და ქვემო ქართლის რეგიონში (გარდაბნის მუნიციპალიტეტი), განხორციელდა უფასო სამედიცინო გასინჯვები.

სულ გაისინჯა 200- მდე ბენეფიციარი. სამედიცინო გამოკვლევები საგარეჯოში დევნილებს საკუთარ ჩასახლებაში ჩაუტარდათ, რამაც ხელი შეუწყო გამოკვლევების ხელმისაწვდომობას მათთვის, ვისაც გადაადგილების პრობლემა აქვს.

სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: ოჯახის ექიმი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი,ენდოკრინოლოგი, უროლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი  სპეციალისტი, დერმატოლოგი და  ლაბორანტი.

დევნილებს ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები (ულტრასონოსკოპია და ელექტროკარდიოგრაფია) ჩაუტარდათ.

სამედიცინო აქციას მონიტორინგს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი  ქეთევან ბაკარაძე უწევდა.

შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში საერთაშორისო ტურნირი ილია ვეკუას თასი პროგრამირებაში ჩატარდა.

ტურნირში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მოსკოვის ფიზიკისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის, ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სანკ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ვინიცას ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტისა და ხარკოვის ეროვნული უნივერსიტეტის პროგრამისტთა გუნდები და პროგრამისტები ინდივიდუალურად მონაწილეობდნენ.

საერთაშორისო ტურნირს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის კანცლერი ზაალ ქორთუა ესწრებოდნენ.

ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ დაწესებული ჟიული შარტავას სახელობის პრიზი ქართველ პროგრამისტს გიორგი საღინაძეს გადასცა.

ზუგდიდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით სპორტული მომზადების ცენტრმა ჭადრაკში  რეგიონალური ტურნირი ჩაატარა.

ტურნირში მონაწილეობა 65-მდე მოსწავლე-ახალგაზრდამ მიიღო.  გამარჯვებულებს თასები, მედლები და დიპლომები გადაეცათ.

ჭადრაკის ტურნირს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, სპორტული მომზადების ცენტრის დირექტორი ენვერ თოლორდავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ვიტალი ბენდელიანი ესწრებოდნენ.

ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით გალის რაიონის სკოლას გადაეცა სპორტული ინვენტარი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ზუგდიდის დევნილთა ახალ ჩასახლებაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. შეხვედრისას დევნილებმა მთავრობის თავმჯდომარეს საკუთარი პრობლემები გაუზიარეს, ხოლო ვახტანგ ყოლბაია მათ დახმარებას დაპირდა. 

დევნილებთან შეხვედრის შემდეგ ვახტანგ ყოლბაია დაესწრო აფხაზეთის თასის გათამაშებას ამპუტანტი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდებს შორის ფეხბურთში. მასში დასავლეთ საქართველოს ოთხი რეგიონი - აჭარა, იმერეთი, სამეგრელო და აფხაზეთი მონაწილეობდნენ. ტურნირში გამარჯვება იმერეთის გუნდმა მოიპოვა. გამარჯვებულ სპორტსმენებს თასები და დიპლომები ვახტანგ ყოლბაიამ გადასცა.

თასის გათამაშება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, აფხაზეთის ამპუტანტ ფეხბურთელთა ფედერაციის და აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. ტურნირის მონაწილე გუნდები პრიზებით დაჯილდოვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში ვახტანგ ყოლბაია ქუთაისში მდებარე  ბიზნეს ინკუბატორსა და სასათბურე მეურნეობას ეწვია. მან  უკვე განხორციელებული პროექტები და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა .

ასევე, ზუგდიდში დევნილთა პოლიკნიკა დაათვალიერა, გაეცნო სამედიცინო მომსახურეობას და ინფორმაცია პოლიკლინიკის დირექტორისგან მიიღო.

 

გამოჩენილ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს 109 წელი შუსრულდებოდა.

ქართველი მათემატიკოსი დაიბადა გალის რაიონის სოფელ შეშელეთში. მან ცხოვრების საინტერესო და წარმატებული გზა განვლო.

ილია ვეკუა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი და გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი იყო, რომელსაც მისი გარდაცვალების შემდეგ ილია ვეკუას სახელი მიენიჭა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების საფინანსო და საბუღალტრო აღრიცხვის სფეროს წარმომადგენელთათვის სემინარი გაიმართა.

სემინარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.. სემინარზე სისტემაში არსებულ ხარვეზებზე და პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

ასევე, შეხვედრაზე ბიუჯეტის კანონი, საბიუჯეტო კოდექსი, ბუღალტრული აღრიცხვა, ანგარიშება, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის პროცედურები და სხვა მნიშვნელოვანი თემები განიხილეს.