
ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ შაბთაი ცურს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო - ისრაელის მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობაზე.
მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული სიტუაციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ასევე ისაუბრა იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე რომლის წინაშეც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობა დგას. საუბარი შეეხო კონფლიქტის შედეგად აფხაზეთში არსებული უძრავი ქონების უკანონო გასხვისების ფაქტებს.
„ჩვენ ერთნაირად ვიბრძვით ადამიანის იმ ფუნდამენტური უფლებების დასაცავად რასაც საკუთრების უფლება ჰქვია. მნიშვნელობა არ აქვს ეს ქონება ეკუთვნის ქართველს, ებრაელს, ბერძენს თუ უკრაინელს მისი ხელყოფა დაუშვებელია და მისდამი შეუფერხებელი წვდომა თითოეული მესაკუთრის უფლებაა", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, რომელიც მიზნად ისახავს როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობის, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობას კვალიფიკაციის ამაღლებისა და ხარისხიანი განათლების მიღების კუთხით, ასევე სოფლის მეურნეობის დარგში გამოცდილების გაზიარებასა და სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში ისრაელის მთავრობის როლის გაზრდის შესაძლებლობას.
შეხვედრის მონაწილეებმა დაგმეს სირიის რეჟიმის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების ფაქტი.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.


აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით, გლდანის სპორტულ კომპლექსში მინი-ფეხბურთში მურად ანჯაფარიძის სახელობის ტურნირი გაიმართა.
ტურნირში მოზარდებით დაკომპლექტებული 8 გუნდი მონაწილეობდა. ფინალურ მატჩში თბილისის 8 და 9 წლამდელთა გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. გამარჯვებული 8-წლამდელთა გუნდი გახდა. გამარჯვებული მურად ანჯაფარიძის შვილმა დააჯილდოვა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვიტალი ბენდელიანი, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო მალანია და სახალისო ფეხბურთის კახი ასათიანის ფონდის თავმჯდომარე ვალერი ჩოლარია ესწრებოდნენ.
ტურნირში მონაწილე გუნდები თასებით, მედლებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ისტორიკოსი და ეკონომისტი, სპორტის ექსპერტი მურად ანჯაფარიძე 1949 წლის 10 ივნისს დაიბადა. დაამთავრა სოხუმის შოთა რუსთაველის სახელობის I საშუალო სკოლა და სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი.
1998 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. 1991 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.


აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, სახელმწიფო ჯილდო - ღირსების ორდენები გადასცეს სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობ სერგო პაჭკორიას, 1987-1989 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ოთარ ზუხბაიასა (სიკვდილის შემდეგ) და ღვაწლმოსილ პედაგოგ მერი გეგეჭკორს (სიკვდილის შემდეგ).
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ სერგო პაჭკორიას, ოთარ ზუხბაიასა და მერი გეგეჭკორის კოლეგები, მეგობრები და ოჯახის წევრები რომლებმაც მათი მოღვაწეობის პერიოდები გაიხსენეს.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები და დაჯილდოებულთა ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
საქართველოს სახალხო არტისტს, საქართველოსა და აფხაზეთის დამსახურებული არტისტ სერგო პაჭკორიას ნახევარ საუკუნეზე მეტი აკავშირებს სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან, რომელსაც შარშან 130 წელი შეუსრულდა. მის მიერ შესრულებულ თითქმის 150 როლში ასახულია მსახიობის მთელი თანამედროვეეპოქა თავისიჭირ-ვარამითა და ქარტეხილებით.
ცნობილი ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის ოთარ ზუხბაიას გმირობის დახასიათებისათვის მის მიერ ლიხნის ცნობილ მიტინგზე წარმოთქმული სიტყვებიც საკმარისია: „მე საქართველოს მხარეზე ვარ, იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს აფხაზეთი" ამ სიტყვებით, მან რისკის ქვეშ დააყენა თავისი პოლიტიკური კარიერა, თუმცა, დარჩა ყველაზე მთავარი პრინციპის, ერთიანი საქართველოს ერთგული.
ღვაწლმოსილი პედაგოგი მერი გეგეჭკორი წლების მანძილზე მუშაობდა გალის რაიონის განათლების განყოფილების გამგედ. მოგვიანებით აფხაზეთის განათლების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. წლების განმავლობაში მეგობრული ურთიერთობები ჰქონდა აფხაზეთის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ წრეებთან, დიდი ნდობით სარგებლობდა აფხაზ მოსახლეობაში.


ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1"-ის 10 წლის იუბილეს აღსანიშნავი კონცერტი გამართა. ასევე დარბაზის ფოიეში მოეწყო ხელოვნების სკოლის სამხატვრო და გამოყენებითი ხელოვნების განყოფილების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ბავშვთა და მოზარდთა მხატვრულ-ესთეტიკურ აღზრდაში შეტანილი წვლილისათვის ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1"-ის პედაგოგები და სკოლის დირექტორი თამარ ახალია მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
კონცერტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით ჩატარდა.


ასპინძის სარაგბო ბაზაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და აფხაზეთის რაგბის ფედერაციის ორგანიზებით საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად ბავშვთა სარაგბო ფესტივალი ჩატარდა.
ფესტივალში აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები 250 მოზარდი და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალგაზრდა მორაგბეები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვიტალი ბენდელიანი და გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნონა შონია ესწრებოდნენ.
აფხაზეთის რაგბის ფედერაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 2018 წლის 14 აპრილს დაარსდა. ფედერაციის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოზარდების რაგბით დაინტერესება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და ჯანსაღი თაობის აღზრდა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ხობში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
სამედიცინო აქციაში თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სხვადასხვა პროფილის ექიმთა ჯგუფი მონაწილეობდა, რომლის შემადგენლობაში ოჯახის ექიმი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი, ქირურგი, უროლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, დერმატოლოგი, ონკოლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი 2 სპეციალისტი შედიოდნენ.
ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ დევნილ პაციენტებს, საჭიროების შესაბამისად, ულტრასონოსკოპიური გამოკვლევა (მუცლისღრუს, ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის), ელექტროკარდიოგრაფია და C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაუტარდათ. ასევე, ექიმის დანიშნულების შესაბამისად უფასო მედიკამენტები გადაეცათ.
სამედიცინო აქციის მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე. ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალეკო ჩიკვაიძე გაეცნენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ფოთში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
სამედიცინო აქციაში თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სხვადასხვა პროფილის ექიმთა ჯგუფი მონაწილეობდა, რომლის შემადგენლობაში ოჯახის ექიმი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი, ქირურგი, უროლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, დერმატოლოგი, ონკოლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი 2 სპეციალისტი შედიოდნენ.
ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ დევნილ პაციენტებს, საჭიროების შესაბამისად, ულტრასონოსკოპიური გამოკვლევა (მუცლის ღრუს, ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის), ელექტროკარდიოგრაფია და C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაუტარდათ. ასევე, ექიმის დანიშნულების შესაბამისად უფასო მედიკამენტები გადაეცათ.
გამოკვლევები მთელი დღის მანძილზე მალთაყვის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მიმდინარეობდა
კომპაქტურ ჩასახლებაში სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობას გაეცნენ და დევნილ მოსახლეობას შეხვედნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ფოთის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალეკო ჩიკვაიძე . მათ ახლადგახსნილი საბავშვო ბაღის შენობაც დაათვალიერეს


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქრთველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს პოლიტიკულ საქმეთა დირექტორატის სამმართველოს უფროს ანა კაპელოს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გალის რაიონში ქართველი მოსახლეობისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვით გამოწვეულ ვითარებაზე და ბილინგვური სწავლების დანერგვის აუცილებლობაზე.
ვახტანგ ყოლბაიამ მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელებისათვის. ასევე ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს განსაკუთრებულ როლს საქართველოს დემოკრატიული განვითარების საქმეში.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.


საქართველოს პარლამენტის წევრისა და ფონდ „GSH"-ის დამფუძნებლის შოთა შალელაშვილის ინიციატივითა და მხარდაჭერით ნაძალადევის რაიონში ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.
სარეაბილიტაციო ცენტრი შშმ ბავშვებისა და მოზარდების რეაბილიტაციასა და გარემოში მათ სრულყოფილ ადაპტაციას ითვალისწინებს. ცენტრი აღჭურვილი იქნება 40 სტაციონარული და 80 ამბულატორიული პალატით და წლის განმავლობაში 1800-დან 2000-მდე პაციენტის მიღებას შეძლებს.
ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი, ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შაბთაი ცური და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გიგა ოთხოზორიას მამის, ზურაბ ოთხოზორიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს. გიგა ოთხოზორია ეგრეთ წოდებულმა მესაზღვრემ 2016 წლის 19 მაისს საოკუპაციო ხაზთან, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის დევნილთა ჩასახლებაში პროექტ „ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის“ ფარგლებში სპორტიული მოედნის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
პროექტი ავსტრიის სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მიზნად ისახავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში სპორტული ინფრასტრუქტურის სპორტული და სათამაშო მოედნების განვითარებას, რაც ხელს შეუწყობს ბავშვების მიერ ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვასა და განმტკიცებას.
ღონისძიებაზე ისაუბრეს ჯანსაღი ცხოვრების წესსა და მის როლზე ბავშვის ფიზიკური და ფსიქო-ემოციური განვითარებისთვის.
პროექტი ავსტრიის სპორტის სამინისტროს, ავსტრიის ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპულიკის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.
ღონისძიებას ზუგდიდის მერის მოადგილე მაიზერ ნანავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


სირიის ძალადობრივი რეჟიმის მხრიდან, რომელიც ძალადობრივ ქმედებებს ახორციელებს საკუთარი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების, საქართველოს ამ ძირძველი კუთხეების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება არანაირ საფრთხეს არ წარმოშობს საერთაშორისო არაღიარების პროცესისთვის.
სირიის რეჟიმის მიერ მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება შევაფასოთ, როგორც სირიის მიერ რუსეთიდან პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური, ფინანსური და სხვა სარგებლის მიღების მიზნით განხორციელებული ქმედება. სამწუხაროა, რომ საოკუპაციო რეჟიმები ამ ფაქტით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობაში ილუზიების შექმნას ცდილობენ.
ეს არის რუსეთის მიერ მანიპულირებადი რეჟიმის კიდევ ერთი მცდელობა საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევისა, რასაც ადეკვატური ქმედებები მოყვება საქართველოს სახელმწიფოსა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, მაგრამ არც დღეს, არც ხვალ და არც მომავალში ამ ე.წ. აღიარებას არანაირი მომავალი არა აქვს" - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის რეგიონული ოლიმპიური ორგანიზაციის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გლდანის სპორტულ კომპლექსში სპორტულ-კულტურული ღონისძიება „მეგობრობა გზად და ხიდად" გაიმართა.
ღონისძიება მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს და მასში აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილმა ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა.
სპორტული ასპარეზობები ჩატარდა ბავშვებსა და ვეტერანებს შორის მინი-ფეხბურთში, კალათბურთში, ბაგირის გადაძალვაში. ჩატარდა ასევე ინტელექტუალური თამაში „სპორტული ვიქტორინა". გამარჯვებული გუნდები თასებით, მედლებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კონცერტი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სახელოვნებო ჯგუფების მონაწილეობით.
ქართული სპორტის განვითარებაში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის წარმატებული ვეტერანი სპორტსმენები - ვიქტორ სანეევი, კახი კახიაშვილი, ლერი ხაბელოვი, ლუკა კურტანიძე, ვლადიმერ გუცაევი, ვლადიმერ ბარქაია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ახალგაზრდების დამეგობრებას, სხვადასხვა ერთობლივ სპორტულ-კულტურულ პროექტში მათ ჩართვას, დევნილ ახალგაზრდებში სპორტისადმი ინტერესის გაღვივებას.


აფხაზეთის კვირეულისა და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილის ფარგლებში ქალაქ ქუთაისში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებულმა ეკონომიკურმა საბჭომ პირველი გასვლითი სხდომა გამართა და ინდოელ ინვესტორებს უმასპინძლა. აფხაზეთის სსიპ "ბიზნესინკუბატორში" ქართულ-ინდური ჩაის მწარმოებელი კომპანია "სინერჯი ცხრა"-ს გახსნის ცერემონია და სოფელ რიონის ჩაის პირველადი გადამამუშავებელი, რეაბილიტირებული ფაბრიკის პრეზენტაცია გაიმართა. ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მოწვეულმა იმერეთის რეგიონში მოღვაწე დევნილმა ბიზნესმენებმა წარმოადგინეს თავიანთი პროექტები რომელიც მიზნად ისახავს ინდოელ პარტნიორებთან სხვადასხვა ბიზნესში ურთიერთობების გაღრმავებას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას. პროექტები გულისხმობს რეგიონში მცხოვრები დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქამებას.
"მივესალმები ყველა იმ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს დევნილი მოსახლეობის დასაქმებას. ჩვენი ეკონომიკური საბჭო გააგრძელებს მუშაობას რათა მომავალშიც ხელი შეუწყოს ყველა იმ კონტაქტს რომელიც მიმართულია ბიზნესის განვითარებისა და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავებისათვის. მოხარული ვარ იმით, რომ დღეს ვიმყოფებით ქუთაისში და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ჩვენი წვლილი შეგვაქვს ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაში", - აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.
ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, სსიპ ბიზნესინკუბატორის ხელმძღვანელი ალუ გამახარია და აფხაზეთის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.


აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელოვნებო განათლების განყოფილებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ახალგაზრდობის შემოქმედებითი კავშირის „ახალგაზრდობა, მშვიდობა და განვითარება" ინიციატივით საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კულტურულ-საგანმანათლებლო შემოქმედებითი ღონისძიება „ჩემი სამშობლო ჩემი გულია" გაიმართა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო იუბილესადმი მიძღვნილი მხატვრული ნამუშევრების გამოფენა. თბილისის გ.უშიკიშვილის სახელობის ფოლკლორული სკოლის მომღერლებმა ქართული, აფხაზური და ლაზური სიმღერები შეასრულეს.
პროექტის გამარჯვებულები თბილისის საკრებულოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ნომინანტებს საჩუქრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ გადასცეს.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ვლადიმერ ძნელაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სტუდენტი ახალგაზრდობა, მოზარდები და ინტელიგენციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტი ქალაქ თბილისის მერიისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა.
