მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით წინანდალში ღონისძიება „ხელოვნება მშვიდობისათვის“ გაიმართა,  სადაც წარმოდგენილი იყო აფხაზი ხელოვანის სპექტაკლის ონლაინ-ჩვენება და ნატო მარშანიას წიგნის „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ ქართულ და ინგლისურ ენებზე პრეზენტაცია. ღონისძიების ფარგლებში ასევე  აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს  წარმომადგენლები,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

პროექტის  მიზანია აფხაზეთის საზოგადოების  შემოქმედებითი პოტენციალის განვითარება და პოპულარიზაცია, ტრადიციული კულტურული კავშირების აღდგენა, აფხაზეთის მოსახლეობისათვის სახელოვნებო ცხოვრების ხელმისაწვდომობის  უზრუნველყოფა, აფხაზეთის  კულტურის , როგორც ერთიანი ქართული კულტურის ორგანული ნაწილის წარმოჩენა, პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება და ნდობის აღდგენის მოტივაციის გაზრდა,   კულტურის სფეროში თანამშრომლობა და დიალოგი, რაც დადებით გავლენას ახდენს სამშვიდობო პოლიტიკის პროცესებზე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის,  საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში  კახეთის რეგიონში,  რუსთავსა და თბილისში მცხოვრები 17-22 წლამდე დევნილი ახალგაზრდებისთვის წინანდალში „ევროპული არდადეგების“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

ახალგაზრდებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა მისასალმებელი სიტყვით მიმართეს. მომხსენებლებმა ახალგზარდების საქართველოს ევროპული და ევროტლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, ქვეყნის დასავლური კურსის მნიშვნელობაზე, ევროინტეგრაციის პროცესის სარგებელზე ინფორმირებულობაზე და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

ღონისძიებაში ირაკლი ქადაგიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია,   თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სემინარის ბოლოს დისკუსია გაიმართა, სადაც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა წინანდალში ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს. „ევროპული არდადეგების“ ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.

„ევროპული არდადეგების“ ფარგლებში ერთი თვის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სემინარების ციკლი ჩატარდა, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილმა 300-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. პროექტის მიზანია ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის პროცესში  აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა და საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობა, ასევე საქართველოს შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების პირველი ნაკადი აბასთუმნის ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრში გაემგზავრა.

20-დღიანი კურსი მოიცავს ბენეფიციარების განთავსებას, სამჯერად კვებას და სარეაბილიტაციო პროცედურებს. პროგრამით მოსარგებლე პირთა ტრანსპორტირებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უზრუნველყოფს.

პროგრამის ფარგლებში აბასთუმნის ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრი მეორე ნაკადს სექტემბრის თვეში მიიღებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის,  საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ერთობლივი პროექტის „ევროპული არდადეგები“  ფარგლებში ვარძიაში, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე რიგით მეოთხე  სემინარი ჩატარდა.

ახალგაზრდებს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია მიესალმნენ და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ფონზე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, მიზნებსა და ამოცანებზე, შექმნის ისტორიაზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობების დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ნარდაიამ ისაუბრა.

ღონისძიებაში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე ირინა შამილაძე და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი თეონა ზურაბაშვილი მონაწილეობდნენ.

სემინარის შემდეგ ვიქტორინა გაიმართა, სადაც ახალგაზრდებმა ნატოსა და ევროკავშირის თემაზე კითხვებს უპასუხეს და სიმბოლური საჩუქრები მიიღეს. „ევროპული არდადეგების“  ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.

აღნიშნული სემინარები ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევთ მიიღონ მეტი ინფორმაცია დასავლური ინტეგრაციის პროცესის უპირატესობებთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს ანტიდასავლური პროპაგანდის, გავრცელებული მითებისა თუ სტერეოტიპების დაძლევას.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ვარძიის სამონასტრო კომპლექსში ექსკურსია მოეწყო. დევნილმა ახალგაზრდებმა დაათვალიერეს კლდეში ნაკვეთი ქალაქი და მის ისტორიას გაეცნენ.

პროექტში „ევროპული არდადეგები“  300-მდე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა მონაწილეობს და მისი მიზანია საქართველოს და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ინფორმირება, მათი ჩართულობის ზრდა აღნიშნულ პროცესებში და საქართველოს შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით ბათუმში ჟურნალ „რიწის“ პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული ნომერი ორ ქალაქს - სოხუმსა და ბათუმს მიეძღვნა და მასში თანამედროვე ქართველი და აფხაზი პოეტების ნაწარმოებები შევიდა.

დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ და ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობებზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ადა მარშანიამ და ჟურნალ „რიწის“ რედაქტორმა, მწერალმა ნანა ქარდავამ.

პრეზენტაციას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია, პოეტები, საზოგადო მოღვაწეები და ჟურნალი „რიწის“ ერთგული მკითხველები ესწრებოდნენ.

ჟურნალი „რიწა“ 1975 წელს, სოხუმში, ალმანახის ფორმატში, აფხაზეთის ქართველ მწერალთა ინიციატივითა დაარსდა. მოგვიანებით გამოცემამ ჟურნალის სახე მიიღო. პერიოდულ გამოცემაში იბეჭდებოდა როგორც ქართველი, ასევე აფხაზი პოეტების ნაწარმოებები. წლების განმავლობაში ჟურნალმა ფორმატი შეიცვალა და სალიტერატუროსთან ერთად, საზოგადოებრივი ფუნქციაც შეითავსა. განახლებული დიზაინის, მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის, მრავალფეროვანი თემატიკისა და რუბრიკების, ახალგაზრდული ჩანართების, თარგმანების, დებიუტანტ ავტორთა შემოქმედების წარმოჩენის ხარჯზე ჟურნალი მკითხველისათვის უფრო კრეატიული, საინტერესო და მიმზიდველი გახდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ბათუმის წამომადგენლობაში გაიმართა. დევნილებმა მიიღეს ინფორმაცია პროექტებისა და პროგრამების შესახებ რომელიც აფხაზეთის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. ასევე, იმსჯელეს იმ პრობლემურ საკითხებზე რომელთა მოგვარება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უშუალო ჩართულობით და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შუამდგომლობით იქნება შესაძლებელი.

შეხვედრაში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის,  საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ერთობლივი პროექტის „ევროპული არდადეგები“  ფარგლებში ფოთსა და ბათუმში მცხოვრები 17-დან 22 წლამდე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის  ბათუმის ბოტანიკურ ბაღში საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე ერთდღიანი სემინარი ჩატარდა. აღნიშნული სემინარები ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს მიიღონ მეტი ინფორმაცია დასავლური ინტეგრაციის პროცესის უპირატესობებთან დაკავშირებით და ხელს შეუწყობს ანტიდასავლური პროპაგანდის, გავრცელებული მითებისა თუ სტერეოტიპების დაძლევას.

სემინარის მონაწილე ახალგაზრდებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი მიესალმნენ, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და პროექტის ყველა მონაწილეს წარმატება უსურვეს.

ღონისძიებაზე ასევე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ნარდაიამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, მიზნებსა და ამოცანებზე, შექმნის ისტორიაზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობების დინამიკასა დასამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

სემინარის ყველა მონაწილეს  სერტიფიკატი გადაეცა. ასევე, დევნილი ახალგაზრდებისთვის ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და დელფინარიუმში ექსკურსია მოეწყო.

პროექტის მიზანია ახალგაზრდების ინფორმირება საქართველოს და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, მათი ჩართულობის ზრდა აღნიშნულ პროცესებში და საქართველოს შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია.

საგანმანათლებლო პროექტში 300-მდე დევნილი ახალგაზრდა მონაწილეობს, რომლებიც საქართველოს 5 სხვადასხვა რეგიონს ეწვევიან, ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს მოინახულებენ და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ინფორმაციას მიიღებენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრ დავით ფაცაციასთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული ორგანოს უფროს ბესიკ ჭანტურიასთან ერთად ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე მდებარე დევნილთა ჩასახლებაში იმყოფებოდა. მთავრობის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების მოწესრიგების კუთხით ჩატარებული სამუშაოების მიმდინარეობას. ასევე, რუსლან აბაშიძემ მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დევნილების საჭიროებების მოგვარებაზე იმსჯელა.

პროექტს „ევროპული არდადეგები“ იმერეთის რეგიონმა უმასპინძლა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის,  საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში წყალტუბოსა და ქუთაისში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის  სათაფლიაში საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე ერთდღიანი სემინარი ჩატარდა. სემინარის ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა. გაიმართა შემეცნებით-გასართობი ვიქტორინა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, რომლის გამარჯვებულებსაც სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ასევე, ახალგაზრდებისთვის მოეწყო ექსკურსია სათაფლიის ნაკრძალში, სადაც „საქართველოს ეროვნული პარკების“ წარმომადგენლმა ახალგაზრდებს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ ესაუბრა.

ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე მონაწილეობდნენ.

საგანმანათლებლო პროექტში 300-მდე დევნილი ახალგაზრდა მონაწილეობს, რომლებიც საქართველოს 5 სხვადასხვა რეგიონს ეწვევიან, ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს მოინახულებენ და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ინფორმაციას მიიღებენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან და ფოთის მუნიციპალიტეტის მერ გოჩა კურდღელიასთან ერთად ფოთის დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა. მთავრობის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე და იმ შესაძლო პროექტების განხორციელებაზე იმსჯელა, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების თვითდასაქმებას შეუწყობს ხელს.

სალხინოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის,  საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ერთობლივი პროექტის „ევროპული არდადეგები“ გახსნითი ღონისძიება გაიმართა.

პროექტის გახსნაზე ახალგაზრდებს მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ მიმართეს.

პროექტის ფარგლებში სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის ჩატარდა ერთდღიანი სემინარების ციკლი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე. გაიმართა შემეცნებით-გასართობი ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულებსაც სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ასევე, დევნილი ახალგაზრდებისთვის სალხინოს ტერიტორიაზე ექსკურსია მოეწყო.

ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე მარინა შენგელია იმყოფებოდნენ.

პროექტი საგანმანათლებლო და კულტურულ-შემეცნებითი კომპონენეტებისგან შედგება. მისი მიზანია ახალგაზრდების ინფორმირება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე,  მათი ჩართულობის გაზრდა აღნიშნულ პროცესში, ანტიდასავლური პროპაგანდის, მითების და სტერეოტიპების დაძლევა და ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობა. ასევე, ახალგაზრდებისთვის საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტურისტული პოტენციალის, ღირსშესანიშნაობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი ითვალისწინებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ახალგაზრდებში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში 16 ივლისს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდებისთვის დაიწყება ერთობლივი პროექტი „ევროპული არდადეგები“. პროექტი მოიცავს როგორც საგანამანათლებლო, ისე კულტურულ-შემეცნებით კომპონენტს. ზაფხულის განმავლობაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 300-მდე ახალგაზრდა სხვადსხვა რეგიონიდან გაეცნობა ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს, მიიღებს ინფორმაციას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის შესახებ.

პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით ხორციელდება და მისი მიზანია ახალგაზრდების ინფორმირება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე,  მათი ჩართულობის გაზრდა აღნიშნულ პროცესში, ანტიდასავლური პროპაგანდის, მითების და სტერეოტიპების დაძლევა და ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობა. ასევე, ახალგაზრდებისთვის საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტურისტული პოტენციალის, ღირსშესანიშნაობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით საფრანგეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას და ფრანგ ხალხს გილოცავთ დიდ ეროვნულ დღესასწაულს - ბასტილიის აღების დღეს, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა არა მხოლოდ საფრანგეთის აღმშენებლობაში, არამედ ევროპული ცივილიზაციის განვითარებაში.

ძალიან მნიშვნელოვანია საფრანგეთის რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის საქმეში, რაც ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გატარებაში, დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი საზოგადოების უფლებების დაცვასა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების თანადგომაში გამოიხატება. 

მსურს კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი პატივისცემა და მთელი გულით ვუერთდები ფრანგი ხალხის დღესასწაულს  და ვუსურვებ მათ მშვიდობას, კეთილდღეობას და წინსვლას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე

რუსლან აბაშიძე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ „ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ დირექტორ ზაზა ავალიანთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სახელმწიფო პროგრამას, რომელიც სასუნთქი გზების  ქრონიკული პათოლოგიის მქონე პაციენტებისათვის უფასო კურსს ითვალისწინებს.   პროგრამა მოიცავს ბენეფიციარების განთავსებას, სამჯერად კვებას და სარეაბილიტაციო პროცედურებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და შპს ,,აბასთუმნის ფილტვის ცენტრს“ შორის თანამშრომლობის ფარგლებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პაციენტები ცენტრში 20 დღიან უფასო, მრავალპროფილურ, სარეაბილიტაციო თერაპიის კურსს გაივლიან. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ითანამშრომლებს საორგანიზაციო საკითხებში, რათა რაც შეიძლება მეტი დევნილი პირი ჩაერთოს აღნიშნულ პროგრამაში. ბენეფიციარების უფასო ტრანსპორტირებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უზრუნველყოფს.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწე ნანა გოგოხია და „ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ დირექტორის მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში თამარ როსტიაშვილი ესწრებოდნენ.

სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგარდულ საქმეთა სააგენტოს“ ორგანიზებით და აფხაზეთის კალათბურთის ფედერაციის მონაწილეობით თბილისის ზღვის კომპაქტური ჩასახლების ტეროტორიაზე 3x3 კალათბურთში ტურნირი გაიმართა. ტურნირში კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებით დაკომპლექტებულმა გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.

ტურნირში გამარჯვებული ახალგაზრდები თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. შეჯიბრის ყველა მონაწილეს სხვადასხვა სახის სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

დევნილთა ჩასახლებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგარდულ საქმეთა სააგენტოს“ დირექტორი ლიკა კვარაცხელია, აფხაზეთის კალათბურთის ფედერაციის დამფუძნებელი ლიკა ქაჯაია და ცნობილი ქართველი სპორტსმენები იმყოფებოდნენ.

ტურნირის პარტნიორი იყო მინერალური წყლების კომპანია ბორჯომი.

ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით მსგავსი ღონისძიებების ჩატარება მომავალშიც იგეგმება.