« | მაისი 2025 | » | ||||
---|---|---|---|---|---|---|
ორ | სა | ოთ | ხუ | პა | შა | კვ |
28 | 29 | 30 | 1 | 2 | 3 | 4 |
5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | 1 |
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
« | მაისი 2025 | » | ||||
---|---|---|---|---|---|---|
ორ | სა | ოთ | ხუ | პა | შა | კვ |
28 | 29 | 30 | 1 | 2 | 3 | 4 |
5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | 1 |
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს, ვეტერანებს ვეტერანთა დღე მიულოცეს და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა.
სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის იანვრიდან ვეტერანთა ყოველთვიური დანამატი 5-ჯერ გაიზრდება.
ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.