« | მაისი 2025 | » | ||||
---|---|---|---|---|---|---|
ორ | სა | ოთ | ხუ | პა | შა | კვ |
28 | 29 | 30 | 1 | 2 | 3 | 4 |
5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | 1 |
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
« | მაისი 2025 | » | ||||
---|---|---|---|---|---|---|
ორ | სა | ოთ | ხუ | პა | შა | კვ |
28 | 29 | 30 | 1 | 2 | 3 | 4 |
5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | 1 |
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
2017 წლის 20 ივნისს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” პროექტის “საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების მიერ” - ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა საჯარო სამსახურის რეფორმისა და საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონით გათვალისწინებულ ცვლილებებზე. ტრენინგი ჩაატარა - „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ თამარ ფაჩულიამ ფონდი „აფხაზინტერკონტის“ თანამშრომელ პაატა შარაშენიძესთან ერთად. ტრენინგ-სემინარს ესწრებოდნენ წარმომადგენლობის თანამშრომლები და საიას ქუთაისის ფილიალის პროგრამების მენეჯერი ნოდარ ჯიქია. ტრენინგზე ვრცლად ისაუბრეს 2015 წლის 27 ოქტომბერს მიღებულ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც ძალაშია 2017 წლის 1 ივლისიდან. აღინიშნა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი ქმნის, კარიერულ წინსვლასა და დამსახურებაზე დაფუძნებულ, პროფესიულ საჯარო სამსახურს. თავდაპირველად მსმენელები გაეცნენ საჯარო სამსახურის არსს, ცნებებსა და პრინციპებს. შემდეგ კი დრო დაეთმო ისეთ საკითხებს, როგორიცაა: საჯარო სამსახურში მიღება; კარიერის მართვა; მოხელის უფლებები და მოვალეობები; მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება.