ცხელი ხაზი 143
იუსტიციისა და სამოქლაქო ინტეგრაცის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატში მიმდინარე წლის 30 დეკემბერს ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვისა და ინსპექტირების სამმართველომ წარადგინა პრეზენტაცია თემაზე: ,,პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების მეთოდი იუსტიციისა და სამოქლაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატში“
საპრეზენტაციო თემა მომზადდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისა და სხვა საჯარო დაწესებულებათა გამოცდილების შესწავლა-ანალიზის საფუძველზე, საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების, საჯარო სამსახურის სისტემის ფუნქციონირების ეფექტიანობის ამაღლებისა და ხელშეწყობის მიზნით.