მთავარი/სამინისტრო/იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო/ახალი ამბები
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე 2019 წლის 11 და 12 დეკემბერს იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონში მივლინებით იმყოფებოდა.

11 დეკემბერს ხონის მუნიციპალიტეტში შედგა შეხვედრა დევნილ მოსახლეობასთან, შეხვედრაზე შეფასდა დევნილთა საცხოვრებელი შენობის (ყოფილი სამხედრო დასახლება) სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები. მოსმენილ იქნა ინფორმაცია დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. ასევე, ისაუბრეს სამინისტროს მიერ დაგეგმილ პროექტებზე.

12 დეკემბერს კი მინისტრი შეხვდა ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას და დაათვალიერა სტალინის ქ.N4-ში მდებარე შენობაში (ყოფილი 64-ე პროფსასწავლებელი) სამინისტროს დაფინანსებით ჩატარებული სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები.

     12 დეკემბერს, მცხეთის რაიონის სოფ. ძველი ქანდის საჯარო სკოლაში მემორიალური კუთხე საზეიმოდ გაიხსნა, რომელიც ეძღვნებოდა იმავე სკოლის ხატვის მასწავლებელს, აფხაზეთის ომში დაღუპულ ალექსანდრე ( სანდრო) ვაჩეიშვილს. გასული საუკუნის 90-იან წლებში იგი მოხალისედ იბრძოდა ჯერ სამაჩაბლოში, შემდეგ კი აფხაზეთში. 1992 წლის 15 აგვისტოს, სოფ. განთიადში გმირულად დაიღუპა. სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა სახელმწიფო მედლით ,,მხედრული მამაცობისთვის~.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თვმჯდომარე ჯემალ გამახარია, მან მადლობა გადაუხადა სკოლის პედ. კოლექტივს და საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების კავშირს ,,სამშობლოს’’, რომლებმაც ორგანიზატორობა გაუწიეს სოფ: ქანდის საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას.

     მემორიალის გახსნას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ- პირთა დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, მინისტრის მოადგილე გიორგი ბულისკერია  და ომის ვეტერანები დაესწრნენ.

     ღონისძიების ბოლოს სასულიერო პირებმა ალექსანდრე ვაჩეიშვილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

2019 წლის 12 დეკემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროში ჩატარდა ,,აფხაზეთიდან დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში/სარგებლობაში გადაცემულ ობიექტებზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშემწყობი კომისიის“ მეორე სხდომა, რომელზეც წარმოდგენილი იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სამი და ქ. თბილისში არსებული ერთი ობიექტის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესაქმნელად საჭირო დოკუმენტაცია.

     კომისიამ განცხადებების შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ დოკუმენტაცია არასრულყოფილად იყო წარმოდგენილი და საჭიროდ ჩათვალა სხდომის გადადება. ხარვეზებისა და მათი გამოსწორების მექანიზმებზე მიეთითა აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობებს. შედეგად გადაწყდა, რომ კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება აღნიშნული ხარვეზების გამოსწორების შემდეგ.

აფხაზეთიდან დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში/სარგებლობაში გადაცემულ ობიექტებზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშემწყობმა კომისიამ 1019 წლის 06 დეკემბერს გამართა სხდომა ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, დემურიას ქუჩა # 1-ში მდებარე მრავალბინიანი კორპუსის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეობის კანდიდატის, 2019 წლის 05 დეკემბერს სამინისტროში შემოსულ # 01/1516 განცხადებასთან დაკავშირებით.

კომისიამ განიხილა და მიიღო დადებითი გადაწყვეტილება ბენეფიციარის განცხადების დაკმაყოფილებისთან დაკავშირებით.

   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს დევნილთა საქმეების დეპარტამენტის სამართლებრივი დახმარების განყოფილება დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან (აფხაზეთიდან) იძულებით გადაადგილებულ პირებს სთავაზობს ადვოკატირებას, რომელიც მოიცავს უფასო სამართლებრივი ხასიათის კონსულტაციების გაწევას და შესაბამის ორგანოებში წარსადგენად დოკუმენტაციის მომზადებაში ხელშეწყობას შემდეგ საკითხებზე:

 

  • საარქივო დოკუმენტაციის მოძიება;
  • სასამართლოში წარსადგენი განცხადების/სარჩელის მომზადება;
  • შრომითი სტაჟის დადგენა;
  • ქორწინების ფაქტის დადგენა;
  • პირის გარდაცვლილად/უგზოუკვლოდ გამოცხადება;
  • მხარდამჭერის სტატუსის მოპოვება;
  • საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები;
  • დევნილთა მიმართ სამართლებრივი საკითხების მოწესრიგება გრძელვადიანი    უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში;
  • დევნილთა მიმართ სხვადასხვა სახის სამართლებრივი საკითხები:

 

ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელი ობიექტებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ჩამოყალიბების უზრუნველყოფის/ხელშეწყობის მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროში ამოქმედდა საპილოტე პროგრამა, რომელიც გულისხმობს კომპაქტურად განსახლებული დევნილი მოსახლეობისათვის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნის ხელშეწყობას (სანოტარო მომსახურების ხარჯების ანაზრაურება), შემდგომში მათთვის გადასაცემი საერთო სარგებლობის ფართების იდენტიფიცირებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის გადაცემული საერთო სარგებლობის ფართებზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით მათი საკუთრების უფლების რეგისტრაციას.

 

 

2019 წლის 2 დეკემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროში, შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე მოხელეთა შერჩევის მიზნით, სამინისტროს საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გურამ მისაბიშვილი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს გოჩა კურდღელიას შეხვდნენ. საუბარი შეეხო იმ ინიციატივებსა და სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებს, რომლებიც ფოთში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. შეხვედრაში ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი აკაკი დარჯანია და ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები მონაწილეობდნენ.

დაისახა ერთობლივ ღონისძიებათა ციკლი, რომელიც ხელს შეუწყობს ფოთში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო- ეკონომიურ პირობებს, დაგეგმილი სოციალური თემების გაუმჯობესებას. შეხვედრაზე ასევე, განიხილეს ერთობლივი ინფრასტრუქტურული სამომავლო პროექტები.

აფხაზეთის ავტონომიური რესლუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ქალაქ ქობულეთსა და დაბა ჩაქვში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. შეხვედრაზე დევნილებმა ინფარასტრუქტურულ, ჯანდაცვის და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრეს და მათ მოსაგვარებლად დახმარება ითხოვეს. აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ისაუბრეს სხვადასხვა სფეროში სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებსა და გეგმებზე რომლებიც დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრებში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ქალაქ ფოთის დევნილთა კოლექტიური ცენტრების ამხანაგობის თავჯდომარეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. აფხაზეთიდან დევნილებს მიეწოდათ ინფორმაცია იმ სერვისებისა და პროგრამების შესახებ, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ახორციელებს. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ასევე გაიმართა სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2“-ის სასწავლო და დასაქმების პროგრამის პრეზენტაცია. მთავრობის თავმჯდომარემ და მთავრობის წარმომადგენლებმა მოისმინეს დევნილების პრობლემური საკითხები, გაეცნენ მათ საჭიროებებს და მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია მონაწილეობდნენ.

ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილებს ორდღიანი ტრეინინგი ჩაუტარდათ, რომლის მიზანია დევნილთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების მეშვეობით და მათი მონაწილეობა საბინაო მართვის პროცესში.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს მიერ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ. გვერდის www.hr.gov.ge -ზე გამოცხადდა კონკურსი სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე.
განცხადების მიღების ვადა სრულდება 2019 წლის 22 ნოემბერს.
დეტალური ინფორმაცია შეგიძლით იხილოთ ბმულზე https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/58443?active=1

19 ოქტომბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროში, აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების განმსაზღვრელი კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა. კომისიის წევრებმა მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ იმსჯელეს.


✅ქ. ფოთში განსახლებულ დევნილთა რიგით მეორე კონფერენციაზე დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის ბინათმშენებლობის განსახლების, სოციალური მდგომარეობის და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების შესახებ იმსჯელეს, ასევე საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის, დევნილთა მამა-პაპისეულ საცხოვრისში ღირსეულად დაბრუნების საკითხები განიხილეს.

✅კონფერენცია მიზნად ისახავდა ფოთში განსახლებულ დევნილთა ყოფითი პრობლემების შესწავლას, განზოგადებას, მათი გადაწყვეტის გზების მოძიებასა და რეალიზებას, ამასთანავე დევნილი მოსახლეობის მიმდინარე პრობლემებზე ისაუბრეს დევნილებმა. ამავე დღეს შედგა შეხვედრა ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებთან და მერიის ხელმძღვანელობასთან, სადაც იმსჯელეს ძირითადი პრობლემების თაობაზე, რომელიც დგას დევნილი მოსახლეობის წინაშე. აქვე დაისახა მისი გადაჭრის და სამომავლო ერთობლივი ღონისძიებათა გეგმა.

✅კონფერენციის მუშაობაში და შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ა/რ -ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, უმაღლესი საბჭოს წევრმა თეიმურაზ მჟავიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გურამ მისაბიშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.

აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების განმსაზღვრელი კომისია ადგილზე გაეცნო ქ. თბილისში, ვარკეთილის -მესამე, მეორე მ/რ, #34-ში ( ამხანაგობა,, იმედი’’) -მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს, რომელსაც ელექტრონული ტენდერის მეშვეობით გამარჯვებული კომპანია შპს ,,გია კონსტრაქშენ’’-ი აწარმოებს.

 

სენაკში სახალხო დღესასწაული - „ეგრისობა 2019“ აღინიშნა.

დღესასწაულის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერ ლევან კუპრეიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჟიული შარტავას მუზეუმი მოინახულა, ასევე გვირგვინით შეამკო საქართველოს ეროვნული გმირის ბიუსტი და პატივი მიაგო მის ხსოვნას.

„ეგრისობაზე“ სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და შემეცნებითი აქტივობები გაიმართა. ნოქალაქევის უძველეს ციხე-გოჯში მოეწყო ეთნოგრაფიული კუთხეების დათვალიერება, ხალხური რეწვისა და ადგილობრივ შემოქმედთა ნამუშევრების გამოფენა.

სახალხო დღესასწაულის ბოლოს ქუჯის ისტორულ ქალაქში გალა-კონცერტი და საპატიო სენაკელების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

„ეგრისობის“ ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი ესწრებოდნენ.