
ახალი ამბები

სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, მონიტორინგს დაექვემდებარება 1191 დევნილი ოჯახი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 4,5 და მეტი ქულა.
„როგორც დევნილებისთვის ცნობილია, 2019 წელს ქალაქ თბილისში, ოროთახიანი ბინები განაწილდა 9 ქულიდან. 2020 წლის დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, განახევრდა მონიტორინგს დაქვემდებარებული ქულა და უკვე, 4,5 ქულიდან, 1191 დევნილი ოჯახის განაცხადი დაექვემდებარება მონიტორინგს. იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ცნობილია, რომ დევნილთა სააგენტომ რადიკალურად შეცვალა განსახლების წესი. მიუხედავად ბინების რაოდენობისა, არ გაიზრდება მონიტორინგს დაქვემდებარებული ქულა. დადებითი პასუხის შემთხვევაში, დევნილ ოჯახს მიეცემა ადმინისტრაციული დაპირება, ხოლო სააგენტო, ადმინისტრაციული დაპირების შესაბამისად, შეიძენს საცხოვრებელ სახლებს”, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.
მონიტორინგის ჯგუფები დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს ადგილზე შეისწავლიან. გადამოწმებული განაცხადები, გადაწყვეტილების მისაღებად, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას წარედგინება. ბინების განაწილების პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართება.
საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, განაცხადი სულ 5000-მდე დევნილ ოჯახს აქვს შევსებული. გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიენიჭა.
წინასწარი ქულების გამოქვეყნების შემდგომ, 15 სამუშაო დღის ვადაში, დევნილ ოჯახებს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობა ჰქონდათ. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ქულები გადაფასდა. კორექტირებული სია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დევნილთა სააგენტოს ვებგვერდებზე ქვეყნდება.
https://idp.gov.ge/statement-21/


„როგორც დევნილებისთვის ცნობილია, 2019 წელს ქალაქ თბილისში, ოროთახიანი ბინები განაწილდა 9 ქულიდან. 2020 წლის დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, განახევრდა მონიტორინგს დაქვემდებარებული ქულა და უკვე, 4,5 ქულიდან, 1191 დევნილი ოჯახის განაცხადი დაექვემდებარება მონიტორინგს. იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ცნობილია, რომ დევნილთა სააგენტომ რადიკალურად შეცვალა განსახლების წესი. მიუხედავად ბინების რაოდენობისა, არ გაიზრდება მონიტორინგს დაქვემდებარებული ქულა. დადებითი პასუხის შემთხვევაში, დევნილ ოჯახს მიეცემა ადმინისტრაციული დაპირება, ხოლო სააგენტო, ადმინისტრაციული დაპირების შესაბამისად, შეიძენს საცხოვრებელ სახლებს“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.


აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტრო 2019 წლიდან, უზრუნველყოფს დევნილთა საცხოვრებლებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნის მხარდაჭერას, რაც გამოიხატება აღნიშნული პროგრამის შესახებ დევნილთა ინფორმირებულობაში, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებასა და სანოტარო მომსახურების ანაზღაურებაში.
პროგრამა საშუალებას აძლევს შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს, სრულყოფილად ისარგებლონ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროგრამებით.


2020 წლის 11 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელების გამო განვითარებულ მოვლენებს მიანიჭა პანდემიის სტატუსი, აღნიშნულმა გარემოებამ რიგი პრევენციული ზომების მიღება გამოიწვია საქართველოშიც. 2020 წლის 21 მარტს კი, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და გამოიცა ისეთი აქტები, როგორიცაა ,,საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ’’ და საქართველოს მთავრობის დადგენილება ,,საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ’’. ზემოთხსენებული აქტების საფუძველზე დაწესდა რიგი შეზღუდვები, რამაც არსებითად შეცვალა საჯარო სამსახურის სისტემის საქმიანობის სტილი. 2020 წლის 13 მარტიდან, საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე, სამინისტრო და მასში შემავალი ტერიტორიული ორგანოები გადავიდნენ დისტანციურ და მორიგეობით შრომით რეჟიმზე. აღნიშნულ პროცესში სამინისტროსა და მასში შემავალი ტერიტორიულ ორგანოებზე დაკისრებული უფლებამოვალეობების შეუფერხებელი განხორციელებისა და თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაცვის პრევენციის გათვალისწინებით, შემუშავებულ იქნა თანამშრომელთა დისტანციურ და მორიგეობით შრომის რეჯიმზე გადასვლის გეგმა/გრაფიკი და გამოიცა აღნიშნული პროცესის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტი - მინისტრის ბრძანება. აღნიშნულ პერიოდში სამინისტროს მიერ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, სამინისტროს ხარჯით, დაიგეგმა და განხორციელდა სამინისტროსა და ტერიტორიული ორგანოების სამუშაოს სივრცეების სადიზინფექციო ხსნარით დამუშავება, შემუშავდა და გატარდა ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რომელიც აღნიშნული პერიოდისათვის დადგენილი იყო უწყებათშორისი საკორდინაციო საბჭოს მიერ. დისტანციურ/მორიგეობით შრომის რეჟიმზე გადასვლის მიუხედავად, მოქალაქეთა შეუფერხებელი მომსახურების მიზნით, სამინისტროსა და ტერიტორიული ორგანოების ოფისებში მოეწყო სპეციალური კუთხე, დაიდგა განცხადებების ყუთი, გამოიყო კონკრეტული პირები, თვალსაჩინო ადგილას გამოიკრა, ასევე, სამინისტროს ვებგვერდზე (facebook) განთავსდა, კონკრეტული მიმართულებაზე (პროგრამებზე) პასუხისმგებელი პირების საკონტაქტო ტელეფონები, საკონტაქტო მეილები, ონლაინ კავშირის უზრუნველყოფისათვის საჭირო ტექნიკური განმარტებები და მისამართები. გამკაცრდა თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადებისა და სამუშაო ადგილებზე ყოფნის წესები (პირბადის ტარება, პირადი ჰიგიენის დაცვა, დისტანციის დაცვა და სხვა), ამოქმედდა ცხელი ხაზი.


ღია შეხვედრების ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილე ვალერი ბედენაშვილი ქ. თბილისში, ვ. ბერიძის ქუჩაზე მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ადგილას იმყოფებოდა.
მოსახლეობასთან შეხვედრის მიმდინარეობისას მოისმინა მცხოვრებთა არსებული პრობლემები და იმსჯელა მათი მოგვარების შესაძლებლობებზე.
ქ.თბილისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ადგილებში აღნიშნული ხასიათის შეხვედრები იმართება გეგმით გათვალისწინებული გრაფიკის შესაბამისად.




იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ა.რ. ტერიტორიული ორგანოს სოციალური პროგრამების განყოფილების უფროსი რომან ყოლბაია და უფროსი სპეცილისტი აბესალომ ჩარქსელიანი ქუთაისში, ზ. ჭავჭავაძის N- 16, ბაგა- ბაღი "ცუგრუმელა" -ში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.
აღნიშნული ორსართულიანი კორპუსი დაახლოებით 7 წლის წინ სრულად გარემონტდა USAID - ის მიერ. თუმცა, ობიექტზე დგას წყლისა და კანალიზაციის პრობლება. წვიმის დროს სარდაფში დგება წყალი (სუფთა წყალი), რაც საცხოვრებელი სახლების დანესტიანებას იწვევს. ტერიტორიული ორგანო, შესაძლებლობის ფარგლებში გაუწევს დახმარებას მოსახლეობას არსებული პრობლემის მოგვარებაში.


იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ა/რ ტერიტორიული ორგანოს სოციალური პროგრამების განყოფილების უფროსი რომან ყოლბაია, უფროსი სპეცილისტები თეიმურაზ წულაია და აბესალომ ჩარქსელიანი ქუთაისში, სულხან-საბას ქ. N- 1, ავანგარდის ქ. N- 1 ბ/ბაღში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.
იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის მცირეფასიანი და გადაუდებელი სამუშაოების კომისიამ 2017 წელს ობიექტზე სარემონტო სამუშაოები ჩაატარა, კერძოდ: დაამონტაჟა მწყობრიდან გამოსული სასმელი წყლის 1500 ლიტრიანი ავზი. დღეისათვის ობიექტი ნორმალურ მდგომარეობაშია. სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემები არ დგას. შენობა გარემონტებულია, საკანალიზაციო კომუნიკაციები ნორმალურად მუშაობს.


იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ა/რ ტერიტორიული ორგანოს უფროსი სპეციალისტი თეიმურაზ წულაია ვანში დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტში - ვანი, პროფსასწავლებელი (მისამართი - ვანი, ს. შუამთა, სოლომონ მეორის #35. ) მცხოვრებ დევნილებს შეხვდა.
კორპუსს აქვს სამი შესასვლელი კარი, რომელთა მინები ჩამსხვრეულია და საკეტები მწყობრიდან გამოსული. მოსახლეობას სურს მინების ჩასმა და ახალი საკეტების დაყენება. აღნიშნული საკითხი ჩანიშნულ იქნა ტერიტორიული ორგანოს მიერ და დამატებითი ფინანსური რესურსის არსებობის შემთხვევაში, პრობლემა გადაწყვეტილ იქნება მცირე სარემონტო კომისიის მუშაობის ფარგლებში.
კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჩასახლებას გადაეცა დისპენსერი (ერთი ცალი) და სადეზინფექციო ხსნარი (ხუთლიტრიანი ბიდონი - ერთი ცალი).


იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ა.რ. ტერიტორიული ორგანოს დევნილებთან ურთიერთობის, სოციალური პროგრამებისა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ლეკვეიშვილი ქუთაისში, დევნილთა ჩასახლების ობიექტში შპს სამკურნალო გამანჯ ცენტრი სათაფლია (მისამართი - ქუთაისი დ.ჭონქაძის ქ. N 52) მცხოვრებ დევნილებს შეხვდა.
კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჩასახლებას გადაეცა დისპენსერი (ერთი ცალი) და სადეზინფექციო ხსნარი (ხუთლიტრიანი ბიდონი - ერთი ცალი). დევნილების მოთხოვნაა ეზოში ბავშვებისათვის გასართობი ატრაქციონების მოწყობა. შეხვედრის ბოლოს ითქვა, რომ ტერიტორიული ორგანო გარკვეული პერიოდულობით შეხვდება დევნილ მოსახლეობას და გაცვლიან ინფორმაციებს.


აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს, დევნილებთან ურთიერთობის, სოციალური პროგრამების მართვის და რეგიონალური სამსახურის თანამშრომლებმა, აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან ერთად, ერთობლივი სოციალურ- ეკონომიკური ხასიათის შეხვედრა გამართეს ქალაქ თბილისში, ნუცუბიძის N 181 ა-ში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ადგილას. მოსახლეობასთან შეხვედრის მიმდინარეობისას მოისმინეს მცხოვრებთა არსებული პრობლემები და იმსჯელეს მათი მოგვარების შესაძლებლობებზე, ასევე შენობის სარდაფში გაუმართავია წყალსადენ-საკანალიზაციო სისტემა, რომელსაც მცირე და აღდგენითი ხასიათის სარემონტო სამუშაოების ფარგლებში შეიძლება ჩაუტარდეს შესაბამისი სარემონტო სამუშაო. ქ.თბილისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ადგილებში აღნიშნული ხასიათის შეხვედრები იმართება გეგმით გათვალისწინებული გრაფიკის შესაბამისად


2020 წლის 13 ოქტომბერს, მინისტრის მოადგილემ დავით მიქავამ, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიულ ორგანოში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ტერიტორიული ორგანოს 9 თვის მუშაობის შედგები, დასახული პრიორიტეტები, დევნილთა წინაშე მდგარი პრობლემური საკითხები და კომპეტენციის ფარგლებში მათი გადაჭრის გზები. შეხვედერაზე ხაზი გაესვა საქართველოში გავრცელებული კორონავირუსის პანდემიის მდგომარეობასა და საჯარო მოხელეთა მიერ დადგენილი რეგულაციების შესრულების კონტროლს.
შეხვედრას ესწრებოდა ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი - ბესიკ ჭანტურია, სამინისტროს დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისა და სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსი - გიზო თორდია და ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები.


მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს, ზუგდიდის რაიონ სოფ: რიყის ამბულატორიაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან სამეგრელოს ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს.
ჩასახლებაში ცხოვრობს 4 ოჯახი, 8 პირი. 4 ბენეფიციარი არის სოციალურად დაუცველი. დევნილები ითხოვენ განსახლებას და საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას, ვინაიდან ობიექტზე არ არსებობს შიდა წყალ-კანალიზაციის სისტემა და არის უმძიმესი მდგომარეობა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობაც არ არის შექმნილი.
შეხვედრას ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს რეგიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტები ზაალ ელიავა და ანზორ გამისონია


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს,
აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს
აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოები, სამინისტროს მიერ ტერიტორიული ორგანოს ჩართულობით განხორციელდა:
ქ.თბილისი, მუხიანის მე-2 მ/რ კორპუსი N 32-ში, შენობის მთავარ შესასვლელში არსებული კიბის საფეხურების მოპირკეთების და გარშემო კედლის ზოლების აღდგენის სარემონტო სამუშაოები.
