იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო

ყოველი თვის ბოლო შაბათს, დილის 10.00 საათზე მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში, მამა ილია (კავსაძე) ატარებს აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პარაკლისს.
მიმდინარე წლის 24 ივნისს ჩატარებულ ლიტურგიას ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრები, აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეებისა და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის თანამშრომლები, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილები.