ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ახალი ამბები
ბორჯომში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარდათ. აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა.
საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდა თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ექიმ-სპეციალისტების ჯგუფი: ოჯახის ექიმი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, დერმატოლოგი, ონკოლოგი, ინფექციონისტი.
დევნილებს სამედიცინო კონსულტაციებთან ერთად ლაბორატორიული და ექოსკოპიური გამოკვლევები ჩაუტარდათ და ექიმის დანიშნულების შესაბამისად უფასო მედიკამენტებიც გადაეცათ.
პროგრამის მიმდინარეობას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე, ბორჯომის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელი სულხან აბესაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმოსავლეთ საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლები.
ქალაქ ჯვარში „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ამბულატორია” გაიხსნა. ობიექტი აღჭურვილია თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აპარატურით. ამბულატორია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობითა და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით გაიხსნა.
გახსნის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკური ატაშე თომას შოლი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, ჯვარის ამბულატორიის დირექტორი გოჩა ლიპარტია, წალენჯიხა-ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და დევნილი მოსახლეობა ესწრებოდნენ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ სტუმრებს აჭარაში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რის შემდეგაც რეგიონში მცხოვრები დევნილი ოჯახებისთვის აჭარის მთავრობის მხრიდან შემუშავებული პროგრამებისა და საცხოვრებლით უზრუნველყოფის სტატისტიკაზე ისაუბრა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ ყურადღება გაამახვილა დევნილთა მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით არსებულ დადებით ტენდენციებზე რეგიონში, ასევე ორი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებს შორის მსგავსი სამუშაო შეხვედრების მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და ყოფითი პრობლემების ანალიზი წარადგინა.
დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიმართულებით წინგადადგმულ ნაბიჯებზე და მომავალ გეგმებზე ისაუბრა ასევე განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა, მისი თქმით, უახლოეს მომავალში ბათუმში დამატებით 164 დევნილ ოჯახს გადაეცემა ბინები.
შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის წევრები და აჭარის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მრჩევლებმა,ნინო გულუამ და დალი დგებუაძემ,აფხაზეთიდან დევნილი ვეკუების მრავალშვილიანი ოჯახი მოინახულებს,რომელთა ისტორია ძალიან მძიმე და ტრაგიკულია. დედის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, მარტოხელა მამა – რუსლან ვეკუა შვიდ შვილს არასახარბიელო სოციალური მდგომარეობით, მარტო ზრდის. შეხვედრისას სამინისტროს თანამშრომლები გაეცნენ ოჯახის მდგომარეობას და იმ საჭიროებებს, რომლის წინაშეც 7 შვილიანი ოჯახი დგას და სამინისტროს მიერ შესყიდული ტკბილეული გადასცეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ვეკუების ოჯახის სოციალური პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით გეგმავს.
იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკიდან 2018 წლის იანვარში გათავისუფლებული ექიმები სამსახურში აღადგინეს.
ექიმების სამსახურში აღდგენის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე.
როგორც ქეთევან ბაკარაძემ განაცხადა, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის,ვახტანგ ყოლბაიას დავალების შესაბამისად, სამინისტროს მიერ ადგილზე იქნა შესწავლილი საკითხი. როგორც აღმოჩნდა, იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკიდან თანამშრომელთა გათავისუფლებას გარკვეული სამართლებრივი საფუძვლები ჰქონდა, თუმცა გათავისუფლების პროცესი ხარვეზებით წარიმართა. ამდენად, მიზანშეწონილად ჩაითვალა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკის დირექტორმა მიიღო გადაწყვეტილება გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“-ის წარმომადგენლებს ლევან ასათიანსა და ნატალია ნოზაძეს შეხვდა.
შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ ორგანიზაციის წარმომადგენლებს გააცნო ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება. ისაუბრეს აფხაზეთში ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევის ფაქტებზე, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებსა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე, რაც ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ნაწილის დახურვის შედეგად წარმოიშვა.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია,აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ, ქეთევან ბაკარაძესთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაცია „World Vision”-ის სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორ ჰანს ბედერსკის შეხვდა.
შეხვედრაზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მთავრობის თავმჯდომარეს მიაწოდეს ინფორმაცია მათი საქმიანობისა და განხორციელებული პროექტების შესახებ. საუბარი შეეხო ოკუპირებულ აფხაზეთში განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში არსებულ ვითარებას, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შშმ მოზარდების პრობლემებზე და ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ფსიქოლოგებისა და თერაპევტების გადამზადების აუცილებლობაზე. ვახტანგ ყოლბაიამ ხაზი გაუსვა გალის რაიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის საკითხს და ეს ფაქტი ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევად შეაფასა.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ ურთიერთობების გააქტიურებაზე და დევნილებისთვის სამომავლოდ განსახორციელებელ ერთობლივ პროექტებზე, რომელიც მეტად იქნება ორიენტირებული როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ისე დევნილობაში მყოფი მოზარდებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობაზე.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, „World Vision საქართველოს” ოფისის პროგრამების დირექტორი ეკა ჟვანია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.