2018 წლის 13 თებერვალს წარმომადგენლობის თანამშრომლები ჭიათურასა და საჩხერის მუნიციპალიტეტებში განთავსებულ კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. შეხვედრაზე დევნილებს მიეწოდათ ინფორმაციები აფხაზეთის ა/რ მთავრობისა, აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის სამინისრტოს, წარმოადგენლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ. ამავდროულად, მოისმინეს დევნილი მოსახლეობის პრობლემები და დაისახა გზები წამოჭრილი პრობლემების მოგვარებისათვის.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და ადგილობრივი ტერიტორიული ერთეულების ხელმძღვანელებმა სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს ერთობლივ სხდომაზე დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხად შეტანილი იმერეთის მხარეში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მდგომარეობა განიხილეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ სხდომის მონაწილეებს 2015-2017 წლებში აფხაზეთის მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა გააცნო.
დევნილთა პრობლემების და მათი მოგვარების გზების პრეზენტაცია გამართა იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ. მან იმერეთის რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და ყოფითი პრობლემების ანალიზი წარმოადგინა. ისაუბრა ადგილობრივი ხელისუფლებისა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ აფხაზეთის მთავრობასთან ერთად გადადგმული ნაბიჯების შესახებ. შეხვედრაზე განიხილეს იმერეთის სხვადასხვა ქალაქებში დევნილთა წინაშე არსებული ლოკალური პრობლემები, აღინიშნა დადებითი ტენდენციები დევნილთა მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით. ასევე, განხილულ იქნა მიმდინარე და სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები.
არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძემ.
„მივესალმები და მინდა მადლობა გადავუხადო იმერეთის გუბერნატორს, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობას, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძეს და დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილს აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაზე ზრუნვისა და თანადგომისთვის, რომელთა მიმართ ყურადღება იზრდება. მოხარული ვარ, რომ ჩვენი მიზნები თანხვედრაშია დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად. - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
სხდომაზე შემაჯამებელი სიტყვა იმერეთის მხარის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ წარმოთქვა.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლები, მთავრობის აპარატის ხელმძღვანელი, იმერეთის რეგიონის გუბერნატორის პირველი მოადგილე, ვიცე-გუბერნატორი, იმერეთის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჰაიკე ფაიჩს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.
მთავრობის თავმჯდომარემ გერმანელ დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურებისა და მათი საქმიანობის შესახებ. ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ პრობლემებზე, მათ შორის გალის რაიონში მცხოვრები ქართველი მოსახლეობის იძულებით პასპორტიზაციაზე, ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, მდინარე ენგურზე არსებული გადასასვლელების დახურვასა და გაუარესებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ისაუბრეს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე.
თავის მხრივ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდა.
სასტუმრო რადისონში საერთაშორისო კონფერენცია „რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება" გაიხსნა, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში შეჩერებული ავტოკეფალური მმართველობის აღდგენის 100 წლისთავს უკავშირდება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ამ მოვლენისადმი მიძღვნილი გამოფენა.
კონფერენციის გახსნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
2018 წლის 11 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დევნილთა პრობლემებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები დაესწრნენ სანდრო ახმეტელის თეატრში სპექტაკლს „დედა“, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა მოზარდებში.
2018 წლის 8 თებერვალს წარმომადგენლობის თანამშრომლები სამტრედიისა და ხონის მუნიციპალიტეტში განთავსებულ კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. შეხვედრაზე დევნილებს მიეწოდათ ინფორმაციები აფხაზეთის ა/რ მთავრობისა, აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის სამინისრტოს, წარმოადგენლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ. ამავდროულად, მოისმინესდევნილი მოსახლეობის პრობლემები და დაისახა გზები წამოჭრილი პრობლემების მოგვარებისათვის.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პასკალ მენიეს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.
მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. გადასასვლელების დახურვის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების საკითხზე. ასევე აზიური ფაროსანას მიერ გალის რაიონის მოსახლეობისათვის მიყენებულ ზიანზე. განიხილეს გალის რაიონში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, მათ შორის მშობლიურ, ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასა და იძულებითი პასპორტიზაციით გამოწვეულ პრობლემებზე.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის კვალიფიციური და ხარისხიანი განათლების მიღების აუცილებლობაზე. ხაზი გაესვა ერთობლივი კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვის მნიშვნელოვან როლს ქართველებისა და აფხაზების დაახლოების პროცესში.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.
ზუგდიდში USAID-ის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ 2015-2017 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა წარადგინა.
ანგარიშში ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. ვახტანგ ყოლბაიამ ხაზი გაუსვა სამშვიდობო პოლიტიკის, ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის კუთხით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს. აღინიშნა აფხაზეთის მთავრობის მიერ განხორციელებული პროექტები და მათი მნიშვნელობა.
პრეზენტაციის შემდეგ დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესის საბჭოს დეპუტატები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ 2015-2017 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა წარადგინა.
ვახტანგ ყოლბაიამ ყურადღება გაამახვილა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე როგორიცაა, სამშვიდობო პოლიტიკა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა, განათლება, სპორტი, სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა. აღინიშნა აფხაზეთის მთავრობის მიერ განხორციელებული პროექტები და მათი მნიშვნელობა.
მთავრობის თავმჯდომარის თქმით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მთავარ ამოცანას აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებზე ზრუნვა და მათი უფლებების დაცვა წარმოადგენს. მნიშვნელოვანია მათთვის საკუთარ სახლებში ღირსეული და მშვიდობიანი დაბრუნებისთვის შესაბამისი საფუძვლის შექმნა და მორალური განწყობის ამაღლება.
ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით განსაკუთრებულ მზრუნველობას, ყურადღებასა და მხარდაჭერას ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი ქართველი მოსახლეობა საჭიროებს, რადგან გალის ქართველ მოსახლეობა აფხაზებისა და ქართველების შერიგების ერთგვარ ხიდს წარმოადგენს.
მთავრობის თავმჯდომარემ დეპუტატების წინაშე აფხაზეთის მთავრობის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და სამოქმედო გეგმა წარმოადგინა.
მოხსენების შემდეგ მუშაობა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესის საბჭოს დეპუტატები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მიმდინარე წლის 5 იანვარს, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში ჩატარდა „აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გამცემი კომისიის“ რიგით მესამე სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მარტინა ქუიკს შეხვდა.
შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობაზე. ისაუბრეს ეთნიკური ქართველების ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე, მათ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე და აფხაზეთში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს განათლებისა და კულტურის სფეროებში შესაძლო განსახორციელებელი ერთობლივი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ქართველი და აფხაზი მოზარდების დაახლოებას, მათ შორის ურთიერთობების გაღრმავებას, შევედეთში განათლების გაგძელებისა და საზაფხულო ბანაკების მოწყობის შესაძლებლობებს.
თავის მხრივ შვედეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შვედეთის მთავრობის მტკიცე პოზიცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ საქართველოს საპატრიარქოს რეკომენდაციით, სსიპ აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელად ირინა ქეცბა დანიშნა და კოლექტივს წარუდგინა.ირინა ქეცბა წლების განმავლობაში ამავე ცენტრის თანამშრომელი გახლდათ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მარტინა ქუიკს შეხვდა.შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობაზე. ისაუბრეს ეთნიკური ქართველების ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე, მათ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე და აფხაზეთში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე.შეხვედრაზე ასევე განიხილეს განათლებისა და კულტურის სფეროებში შესაძლო განსახორციელებელი ერთობლივი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ქართველი და აფხაზი მოზარდების დაახლოებას, მათ შორის ურთიერთობების გაღრმავებას, შევედეთში განათლების გაგძელებისა და საზაფხულო ბანაკების მოწყობის შესაძლებლობებს.თავის მხრივ შვედეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შვედეთის მთავრობის მტკიცე პოზიცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.
აფხაზეთის განათლებისა დაკულტურის სამინისტროს საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აფხაზეთის საჯარო სკოლების აღსაზრდელთათვის საგანმანათლებლო - შემეცნებითი პროექტი: ,,გვიყვარდეს წიგნი“ -გაიმართა , რომელიც წიგნების ხმამაღლა კითხვის მსოფლიო დღეს მიეძღვნაღონისძიებაში აფხაზეთიდან დევნილმა მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მიიღეს მონაწილეობა და წაიკითხეს ნაწყვეტები თავიანთი საყვარელი წიგნებიდან.პროექტი ითვალისწინებდა აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლე - ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური ღირებულებების განვითარებას. მომავალი თაობის წიგნისადმი სიყვარულის გაღრმავებას და მათი აქტუალობის ამაღლებას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია,აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ, ქეთევან ბაკარაძესთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაცია „World Vision”-ის სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორ ჰანს ბედერსკის შეხვდა.
შეხვედრაზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მთავრობის თავმჯდომარეს მიაწოდეს ინფორმაცია მათი საქმიანობისა და განხორციელებული პროექტების შესახებ. საუბარი შეეხო ოკუპირებულ აფხაზეთში განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში არსებულ ვითარებას, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შშმ მოზარდების პრობლემებზე და ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ფსიქოლოგებისა და თერაპევტების გადამზადების აუცილებლობაზე. ვახტანგ ყოლბაიამ ხაზი გაუსვა გალის რაიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის საკითხს და ეს ფაქტი ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევად შეაფასა.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ ურთიერთობების გააქტიურებაზე და დევნილებისთვის სამომავლოდ განსახორციელებელ ერთობლივ პროექტებზე, რომელიც მეტად იქნება ორიენტირებული როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ისე დევნილობაში მყოფი მოზარდებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობაზე.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, „World Vision საქართველოს” ოფისის პროგრამების დირექტორი ეკა ჟვანია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.