აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი რაისა ქარაია მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ.
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პროექტის: „მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის - ჩვენ შევქმნით ახალ, უკეთეს მომავალს!" პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო პროექტის მონაწილე ქართველი, აფხაზი, ოსი ახალგაზრდები და ასევე სტუდენტები ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.
პროექტის პრეზენტაციაზე ახალგაზრდებმა შეასრულეს ქართული და აფხაზური სიმღერები, წაიკითხეს საკუთარი ლექსები.
მშვიდობის საერთაშორისო დღე 21 სექტემბერს აღინიშნება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ შპს. „გაგუას კლინიკის" ღვაწლმოსილ თანამშრომელ კლარა ბერაიას 70 წლის იუბილე მიულოცეს და უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი გადასცეს.
კლარა ბერაია 1970-1993 წლებში სოხუმის სამშობიარო სახლში, ბებიაქალის თანამდებობაზე მუშაობდა. 1993 წელს აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით მას უმაღლესი კატეგორიის ბებიაქალის წოდება მიენიჭა. აფხაზეთის ომის შემდეგ იგი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, სადაც მე-8 სამშობიარო სახლის ექთნად დაიწყო მუშაობა. 1995 წელს საქართველოში დაბრუნდა და მას შემდეგ საქართველოში მოღვაწეობს. 2010 წელს საქართველოს ბებიაქალთა ასოციაციამ კლარა ბერაია ასოციაციის საპატიო სიგელით დააჯილდოვა.
ღონისძიებას შპს. „გაგუას კლინიკის" დირექტორი დავით გაგუა და საავადმყოფოს პერსონალი ესწრებოდნენ.
მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, 11 საათზე, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში ჩატარდა ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოოდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის“ მორიგი სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი რომან კოკაია, მთავარი სპეციალისტები ეკატერინე ბიგვავა და ნანა ნაჭყებია.
კომისიამ განიხილა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებები და წარმოდგენილი დოკუმენტების, მოპოვებული მასალების შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ თითოეულ მათგანზე მიიღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ საქართველოს მხატვართა კავშირში შეხვედრა გამართა. შეხვედრაში საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე გურამ ცერცვაძე და აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე დავით ბაძაღუა მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს ლიტვის ქალაქ ანიქშიაიში დაგეგმილი დევნილი მხატვრების გამოფენის დეტალებზე, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მხატვართა კავშირს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
8 ოქტომბრის ჩათვლით, ლიტვის ქალაქ ანიქშიაის „ანგელოზის მუზეუმის" ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 27 ფერწერული ნამუშევარი. გამოფენა ეძღვნება სოხუმის დაცემის დღეს 27 სექტემბერს და მისი სახელწოდებაა „27 სექტემბერი".
სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერით ბაზალეთში საერთაშორისო ბანაკი „Connecting Youth Through Art: EU-EaP Summer Camp 2017" საზეიმოდ გაიხსნა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა.
საერთაშორისო ბანაკი მიზნად ისახავს ინტერკულტურული მეგობრობის გაღრმავებას, არაფორმალური დიალოგისათვის პლატფორმის შექმნასა და ევროპული ღირებულებების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.
მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ქ. მოსკოვში გარდაიცვალა ზურაბ სოტკილავა - ლირიკულ-დრამატული ტენორი, საქართველოს და სსრკ სახალხო არტისტი, შ. რუსთაველისა და ზ. ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, ბოლონიის უძველესი სამუსიკო აკადემიის საპატიო წევრი. მომღერალს რამდენიმე დღეში საქართველოში ჩამოასვენებენ.
ზურაბ სოტკილავა დაიბადა 1937 წელს ქ. სოხუმში.
მან 1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დავით ანდღულაძის ხელმძღვანელობით. ზურაბ სოტკილავა 1965-1974 წლებში ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სოლისტია, 1966–1968 წლებში კი მილანის საოპერო თეატრ „ლა სკალაში“ ბელკანტოს საუკეთესო სპეციალისტებთან გადის სტაჟირებას.
წარმატებები და აღიარებები თავიდანვე დაებედა: მოსკოვში - პ. ჩაიკოვსკის, ესპანეთში - ფ. ვინიასის სახელობის საერთაშორისო კონკურსების, ბულგარეთში - ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალის „ოქროს ორფეოსის“ ლაურეატის წოდებებს მალევე მოსკოვის დიდი თეატრის წამყვანი სოლისტის ძნელად მოსაპოვებელი საპატიო სტატუსი მოჰყვა. შემდეგ იყო ევროპის, აზიისა და ამერიკის უამრავი სცენისა და საკონცერტო ესტრადის დაპყრობა.
„ხალასი ნიჭი, თანდაყოლილი საუცხოო ხმა, გულში ჩამწვდომი ლირიზმი, ქართული გენეტიკით ნასაზრდოები მგზნებარე ტემპერამენტი, ნაწარმოების არსში წვდომის დაუცხრომელი წადილი, ხმიერი აპარატის ჭეშმარიტი ღირსებები,“ - ასე ახასიათებენ ზურაბ სოტკილავას ვოკალურ-არტისტულ ბუნებას მუსიკისმცოდნეები.
ვრცელი და მრავალფეროვანი იყო ზურაბ სოტკილავას რეპერტუარი: იტალიური, რუსული, ავსტრიულ-გერმანული, ესპანური და სხვა საკომპოზიტორო სკოლების რჩეულ წარმომადგენელთა საოპერო თუ კამერული ნაწარმოებები, ფოლკლორული მუსიკის ნიმუშები და გამორჩეულად ქართული მუსიკა. იგი განსაკუთრებული ოსტატობით ქართულ ხალხურ (მეგრულ) სიმღერებს: „სისატურა“, „ასე ჩონგური“ და სხვა ასრულებდა. მის მიერ შესრულებული საოპერო პარტიებიდან აღსანიშნავია: აბესალომი - ზ. ფალიაშვილი, „აბესალომ და ეთერი“; არზაყანი - ო. თაქთაქიშვილი, „მთვარის მოტაცება“; მანრიკო, ოტელო, რიჩარდი, რადამესი, ჰერცოგი - ჯ. ვერდის ოპერებიდან: „ტრუბადური“, „ოტელო“, „ბალ–მასკარადი“, „აიდა“, „რიგოლეტო“; ხოზე - ჟ. ბიზე, „კარმენი“; კავარადოსი - ჯ. პუჩინი, „ტოსკა“ და სხვ.
ცალკე აღსანიშნავია ზურაბ სოტკილავას პედაგოგიური საქმიანობა. იგი 1987 წლიდან მოსკოვის პ. ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი იყო. მისი აღზრდილები მსოფლიოში წამყვანი საოპერო თეატრების სცენებზე მღერიან.
ზურაბ სოტკილავა ბოლომდე აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას ეწეოდა. იგი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მართავდა გასტროლებს და პერიოდულად თბილისშიც ჩამოდიოდა. დარდად გაჰყვა სოხუმში, მშობლების საფლავთან ჩასვლის ოცნება.
დიდია ზურაბ სოტკილავას გარდაცვალებით გამოწვეული მწუხარება როგორც მუსიკალურ საზოგადოებაში ისე მომღერლის თაყვანისმცემლებს შორის.
ახალი სასწავლო წლის დაწყება აფხაზეთის ყველა საჯარო სკოლაში საზეიმოდ აღინიშნა. ამ დღეს ქ. თბილისში განთავსებულ აფხაზეთის N2 საჯარო სკოლას სტუმრობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეოკუპაციის, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია, სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსის მოადგილე მედიკო კვარაცხელია.
აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორმა ნანა ჯალაღონიამ და სტუმრებმა დამსწრე საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში საქართველოს სახალხო არტისტის დიმიტრი ჯაიანის ბენეფისი გაიმართა. ბენეფისი დიმიტრი ჯაიანის მიერ შესრულებული მეფე გიორგის მონოლოგით დაიწყო. მსახიობმა აღნიშნა, რომ როგორც თავის დროზე და ისე ახლაც, ამ მონოლოგით თავისი სათქმელიც გახაზა: „მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის... მაგრამ ჩემი ხალხისთვის არასოდეს მიღალატია".
საღამოს მოწყობის იდეის ავტორი და რეჟისორი იყო საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე გოგი ქავთარაძე.
დიმიტრი ჯაიანმა გაიხსენა თავისი პედაგოგები თუ კოლეგები, ქართული თეატრისთვის ძვირფასი სახელები. მან საკუთარ თავს ქუდბედიანი უწოდა, რადგან ბევრი მსახიობისთვის საოცნებო არაერთი როლის შესრულების პატივი და სიხარული არგუნა ბედმა.
ეკრანზე მსახიობის მიერ სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე განსახიერებული საუკეთესო როლები გამოჩნდა სპექტაკლებიდან: „დიდოსტატის მარჯვენა“, „ბრძოლა ტახტისათვის“, „მარადისობის კანონი“, „ზღვა, რომელიც შორია“ და სხვ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ მაღალი შეფასება მისცა დიმიტრი ჯაიანის სამსახიობო ხელოვნებას, ასევე ისე მისი როგორც აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის წვლილს ამ სამინისტროს განახლებისა და აღორძინების გზაზე. ამ თვალსაზრისით ისაუბრა ასევე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა ლევან ღვინჯილიამ. სწორედ ანსამბლ „აფხაზეთის“ მიერ შესრულებული სიმღერების ფონზე წაიკითხა მსახიობმა დიდი ოსტატობითა და ემოციით ქართველი პოეტების - გალაკტიონის, შოთა ნიშნიანიძის, მუხრან მაჭავარიანის, მურმან ლებანიძის, რეზო ამაშუკელისა და სხვათა ლექსები.
დიმიტრი ჯაიანმა, როგორც ყოველთვის, ახლაც განსაკუთრებული ემოციით წაიკითხა შოთა ნიშნიანიძის „აფხაზური კანტატა" და მაყურებელთა ჩვეული ოვაციებიც დაიმსახურა. დიმიტრი ჯაიანი, როგორც აფხაზეთის დიდი გულშემატკივარი ამ ლექსს ხშირად კითხულობს სხვადასხვა სცენაზე, რითაც საქვეყნო თუ პირად სათქმელს გამოხატავს: „ო, საქართველოვ, ბევრი კარგი შვილის გამზრდელო, ამორძალი ხარ, მკერდმოჭრილი, უაფხაზეთოდ"... ამიტომაც იხარჯება ყოველთვის ბოლომდე. ახლაც ასე იყო.
ამ საღამოზე ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმოდა სიტყვა, სიმღერა, პოეზია, რითაც დიმიტრი ჯაიანმა თავის გულშემატკივრებს კიდევ ერთი დასამახსოვრებელი საღამო მიუძღვნა..
საქართველოს თეატრალური საზოგადოების ორგანიზებით აკაკი ხორავას მსახიობის სახლში საქართველოს სახალხო არტისიტის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის დიმიტრი ჯაიანის ბენეფისი გაიმართა.
დიმიტრი ჯაიანმა გაიხსენა თავისი პედაგოგები თუ კოლეგები, ქართული თეატრისთვის ძვირფასი სახელები. მან საკუთარ თავს ქუდბედიანი უწოდა, რადგან ბევრი მსახიობისთვის საოცნებო არაერთი როლის შესრულების პატივი და სიხარული არგუნა ბედმა.
ეკრანზე მსახიობის მიერ სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე განსახიერებული საუკეთესო როლები გამოჩნდა სპექტაკლებიდან: „დიდოსტატის მარჯვენა", „ბრძოლა ტახტისათვის", „მარადისობის კანონი", „ზღვა, რომელიც შორია" და სხვ.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, თეატრალური და შემოქმედებითი საზოგადოების წარმომადგენლები, მეგობრები, ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
უკვე წლებია, რაც ყველანი ვართ თვითმხილველები აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მცდელობებისა როგორმე წარმოაჩინონ ოკუპირებული აფხაზეთი საერთაშორისო არენაზე. უმთავრესი აქცენტი ევროკავშირის ქვეყნებზე კეთდება. მათის მხრიდან, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების დამყარება ნებისმიერ ევროპულ ქვეყანასთან, გარდა მატერიალური კეთილდღეობისა, აფხაზეთის დამოუკიდებლობისკენ გადადგმულ ნაბიჯად განიხილება. სამწუხაროდ, ამისთვის დეზინფორმაციასაც არ იშურებენ. ამ შემთხვევაშიც, ამის მაგალითია იტალიის, ჩინეთის, თურქეთის კერძო სტრუქტურებთან ბიზნეს პროექტების განხორციელებითა და ხელშეკრულებების გაფორმებით ამ ქვეყნების მიერ აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარების წარმოჩენა. კერძო პირების მიერ ნამოქმედარი, ვერანაირად ვერ იქნება გერმანიის სახელმწიფო პოზიციის ინდიკატორი.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ევროკავშირის არ აღიარების პოლიტიკა ძალაშია და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ხელისუფლებაც მისი განუხრელი დამცველია. რაც, გერმანიის სამთავრობო წრეების მიერ გაკეთებული განცხადებებითაც დადასტურდა.
საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით, სავაჭრო-სამრეწველო პალატა, არის მსოფლიო თანამეგობრობის მიერ, კონკრეტულ საზღვრებში აღიარებული სახელმწიფოს ლეგიტიმური ორგანო და მისი საქმიანობაც სახელმწიფოს რანგში განიხილება. ოკუპირებული აფხაზეთი კი ვერანაირად ვერ იქნება ლეგიტიმაციის მატარებელი და დროა გაითავისონ აფხაზმა თანამემამულეებმა, რომ ნებისმიერი მათი მცდელობა განწირულია კრახისთვის.
მხოლოდ საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა აძლევს შესაძლებლობას და საუკეთესო შანსს აფხაზეთს, იყოს მსოფლიო თანამეგობრობის შემადგენელი ნაწილი და ისარგებლოს ყველა იმ სიკეთეებით, რასაც ცივილიზებული სამყარო სთავაზობს თავის სრულუფლებიან წევრებს, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მიესალმება გერმანიის ხელისუფლებას ადექვატური რეაგირებისათვის და იმედოვნებს, რომ მსგავსი სახის გაუგებრობა არ განმეორდება ევროკავშირის სხვა ქვეყნებში.
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, ქ. ქუთაისში, ნიკეას ქუჩა №21-ში, დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტის (ყოფილი „აისის“ ქარხნის შენობა) ტერიტორიაზე დასრულდა წყლის ავზის გადახურვისა და მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვის სამუშაოები.
ქ.თბილისში, “ვახუშტის” ხიდთან, გრძელდება ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობა, რომელშიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უწყებებს შორის, ხუთშაბათობით, აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ აფხაზეთის ა.რ. დევნილთა საქმეების დეპარტამენტის მოხალისე თანამშრომლები.
„გამორჩეულად ვაფასებ ალი ავარსკის... კავკასიაში ცნობილმა პიროვნებამ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცმა ფეხით მოიარა დაღესტნის ყოველი აული, დაბების, ქალაქების თითოეული მცხოვრები და აუხსნა, რომ არ შეიძლება დაღესტნელებმა იბრძოლონ ქართველების და აფხაზების წინააღმდეგ, არ შეიძლება ძმებს შუა ჩადგომა და ცეცხლის გაღვივება, არ შეიძლება კავკასიური ომები მტრების საამებლად.
ალი ავარსკიუმძიმეს დროს საქართველოს, სრულიად კავკასიის სახალხო დამცველად იქცა, იმისდა მიუხედავად რომ ყველამ ვერ და არ გაითავისა კავკასიური სიბრძნე - ერთად ყოფნის აუცილებლობისა.... მერწმუნეთ ეს დროებითია, სიბრძნეს თავისი შედეგი მაინც მოაქვს, საქართველო აუცილებლად გაერთიანდება და გაძლიერდება“ - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
ღონისძიებასაფხაზეთისავტონომიურირესპუბლიკისმთავრობისთავმჯდომარისმოვალეობისშემსრულებელივახტანგყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და პოეტის ახლობლები და მეგობრები ესწრებოდნენ.
ზუგდიდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე აფხაზეთის №11 საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. აგრეთვე, სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით პირველი კლასის მოსწავლეებს სსიპ „გამწვანებისა და გარემოს დაცვითი პროექტებისა" და კავკასიის გარემოს დაცვითი ორგანიზაციების ქსელის (CENN) ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამოყვანილი ბზის 50 ნერგი გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ზუგდიდის ადგილობრივი ხელისუფლები სწარდგინებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას ბრძანებით აფხაზეთის №11 საჯარო სკოლას გამოჩენილი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწისა და აკადემიკოსის ილია ვეკუას სახელი მიენიჭა.
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ქ. ზუგდიდში აფხაზეთის №11 საჯარო სკოლას ესტუმრნენ და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ეს დღე მიულოცეს.
ახალი სასწავლო წელი აფხაზეთის საჯარო სკოლისთვის განსაკუთრებული მოვლენით გამოირჩა: სკოლას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ზუგდიდის ადგილობრივი ხელისუფლების წარდგინებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას ბრძანებით გამოჩენილი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწისა და აკადემიკოსის ილია ვეკუას სახელი მიენიჭა. გარდა ამისა, სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით პირველი კლასის მოსწავლეებს სსიპ „გამწვანებისა და გარემოს დაცვითი პროექტებისა" და კავკასიის გარემოს დაცვითი ორგანიზაციების ქსელის (CENN) ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამოყვანილი ბზის 50 ნერგი გადაეცათ.