აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კონფერენცია „აფხაზეთი - არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და პერსპექტივები" გაიმართა.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ორი თემა: ნდობის აღდგენის და შერიგების საერთაშორისო მექანიზმები და ნდობის აღდგენისა და შერიგების შიდა სახელმწიფოებრივი მექანიზმები.

კონფერენციაზე განიხილეს თემები რომელიც ეხება აფხაზეთის დღევანდელ მდგომარეობას სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ სფეროში. ასევე იმსჯელეს თუ რა მექანიზმების შემუშავებაა საჭირო სამომავლოდ აფხაზეთში  არსებული პრობლემების დასაძლევად როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, კავკასიური სახლის დირექტორი გიორგი კანაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ქეთევან ჭუმბაძე, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე ბელა კოპალიანი.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, აგრეთვე გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილ სკოტი, სამეცნიერო წრეების, „სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის" დირექტორი ალექსანდრე რუსეცკი, კავკასიური სახლის დირექტორი გიორგი კანაშვილი, საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის დირექტორი გიგა გაბელაია, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წარმომადგენელი ზვიად თავაძე, ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ია თიკანაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ქეთევან ჭუმბაძე, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის დირექტორი ეკა მეტრეველი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ჯემალ გახოკიძე, სამეცნიერო  წრეების  წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.

კონფერენციის ბოლოს სხვადასხვა თემის ირგვლივ პანელური დისკუსიები  გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები სოფელ რუხში მდებარე კოლხური ბზის სანერგე მეუნეობაში იმყოფებოდნენ.

სასათბურე მეურნეობაში განხორციელდა დაფესვიანებული კოლხური ბზის ნერგების გამოტანა და ღია სივრცეში განთავსება, რითაც დასრულდა სსიპ „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტებისა" და კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის (CENN) ერთობლივი პროექტის „კოლხური ბზის საბაზისო სანერგე მეურნეობა" პირველი ეტაპი. პროექტი ხორციელდება კოლხური ბზის გადარჩენის ეროვნული სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში და გულისხმობს „წითელ წიგნში" შეტანილი ამ უნიკალური სახეობის ნერგების გამოყვანას თანამედროვე მიდგომების გამოყენებით.

ქუთაისში, აფხაზეთის სსიპ „ბიზნესინკუბატორსა" და სსიპ „გამწვანებისა და გარემოდაცვითი პროექტების სააგენტოს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა ალუ გამახარიამ  და   ჯუმბერ ბოიკომ   მოაწერეს ხელი.

შეთანხმება ითვალისწინებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმების ხელშეწყობას და მათი განსახლებისა და საქმიანობის ადგილებში ეკოლოგიური მდგომარეობის  გაუმჯობესებას.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი მურმან ფარფალია ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა  ვახტანგ ყოლბაიამ  და  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა  „ბიზნესინკუბატორის" ტერიტორიაზე  განლაგებული და მოქმედი საწარმოები დაათვალიერეს.

მემორანდუმის ხელმოწერა „ბიზნესინკუბატორის" ახალგახსნილ  პოლიმერული  ნარჩენების  გადამამუშავებელ საწარმოში გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სამეგრელოს რეგიონში იმყოფებოდნენ და აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს.

შეხვედრები გაიმართა ბათუმში (აფხაზეთის ქუჩა, „ბენზე"), ფოთსა (ახალი რაიონი) და   ზუგდიდში (ლაღიძის ქუჩა) დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან.

ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან ერთად ადგილზე გაეცნენ დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობებს და მათი პრობლემები მოისმინეს.

სამივე კომპაქტურ ჩასახლებაში აფხაზეთიდან დევნილებთან საუბარი შეეხო მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურასა და კომუნიკაციებს, აგრევე ჯანდაცვისა და დასაქმების სფეროში არსებულ პრობლემებს.

აფხაზეთის მთავრობა დევნილებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად პრობლემების მოგვარების პროცესში აქტიურად ჩართვას და მათ მოგვარებას დაპირდა.

მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად აფხაზეთიდან დევნილებთან შეხვედრებზე იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი მურმან ფარფალია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში დავით გვაძაბია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე.

აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა (სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან ღვინჯილია), დასავლეთ საქართველოს ტურნეს დასკვნითი კონცერტი ზუგდიდში გამართა. წარმოდგენილი იყო უძველესი და თანამედროვე ქართულ-აფხაზური ფოლკლორისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხის ქორეოგრაფიის საუკეთესო ნიმუშები. სახელმწიფო ანსამბლთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, საქართველოს სახალხო არტისტი დიმიტრი ჯაიანი. ტურნეს ფარგლებში, ანსამბლის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებული კონცერტები საქართველოს სამ ქალაქში, ბათუმში, ფოთსა და ზუგდიდში ჩატარდა.

გამართულ ღონისძიებებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, ქალაქ ფოთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლები, აჭარაში მცხოვრები აფხაზების შთამომავლები, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დაბა წყნეთში ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით, „ვიკი-ბანაკი" გაიმართა, რომლის ფარგლებშიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემებზე: „აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა დღეს" და „აფხაზური დამწერლობის განვითარების ეტაპები".

ლექციებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კუტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსი ირაკლი გელენავა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბეჟან ხორავა და  ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი თეა ქართველიშვილი კითხულობდნენ. მსმენელებმა მოისმინეს ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დღეს არსებული მდგომარეობის შესახებ. სამინისტროს წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს ელექტრონული ფორმით მიაწოდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ არსებული ინფორმაცია აფხაზურ ენაზე.

ვიკი-ბანაკის ფარგლებში ნორჩ ისტორიკოსთა სკოლის ბავშვებმა აფხაზურ ვიკიპედიაში აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ 18 სტატია, ხოლო  ქართულ ვიკიპედიაში კი აფხაზეთის ხელნაწერების შესახებ 11 სტატია შექმნეს. ქართულ და აფხაზურ ვიკიპედიებში სტატიების დაწერას სურამის მე-2 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი, ვიკიპედიის რედაქტორი ჯაბა ლაბაძე და ვიკიპედიის რედაქტორი მიხეილ ჩხიკვაძე ხელმძღვანელობდნენ.

ვიკი-ბანაკის ფარგლებში, მსგავსი ღონისძიება წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის №2 საჯარო სკოლაშიც განხორციელდა, რომლის დროსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაცია  ქართულ და ინგლისურ ენებზე აიტვირთა.

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-40 რაუნდი მიმდინარეობს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს დელეგაციათან ერთად ჟენევაში იმყოფება. დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობს.

საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-40 რაუნდის დღის წესრიგის მთავარი საკითხები იქნება რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღება და შესრულება, მის უზრუნველსაყოფად ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, ასევე ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში.

მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაცია დააყენებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პერმანენტულ დარღვევას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ანექსიისაკენ გადადგმულ ნაბიჯებსა და მილიტარიზაციის გაგრძელებას. განსაკუთრებული ყურადღების საგანი იქნება საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, უკანონო დაკავებები, მავთულხლართების აღმართვისა და .. გადასასვლელი პუნქტების დახურვის მძიმე ჰუმანიტარული შედეგები.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-40 რაუნდი ორდღიანია და 20-21 ივნისს გაიმართება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების" პროგრამის ფარგლებში, ხონსა და წყალტუბოში მცხოვრებ დევნილთათვის უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა. გამოკვლევები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და 450-მდე დევნილს გაეწია მომსახურება.

გამოკვლევებში მონაწილეობას იღებდნენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალ „ნიუ ვიჟენი“-ს, „აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის“, კლინიკა „ენმედიცი“-ს, თვალის კლინიკა შ.პ.ს. „ახალი მზერას“ და ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ „მზერას“ წამყვანი კლინიკის სპეციალისტები. მოქალაქეებმა მიიღეს კარდიოლოგის, ექოსკოპისტის, ქირურგის, თერაპევტის, ბავშვთა ნერვოლოგის, ონკოლოგის, გინეკოლოგის, მამოლოგის, ენდოკრინოლოგის, ოფთალმოლოგისა და დერმატოლოგის მომსახურება და 150 ბენეფიციარს ჩაუტარდა სკრინინგული ტესტები C-ჰეპატიტზე. სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად, დევნილებს უფასოდ დაურიგდათ სხვადასხვა დანიშნულების მედიკამენტი.

გამოკვლევების პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2017 წლის 18 ივნისს აფხაზი მწერალი აფხაზებისა და ქართველების ბედნიერი მომავლისათვის მებრძოლი, მშობლიური კუთხის უბედურებით გულდათუთქული პიროვნება ალექსეი თარია ბათუმში დაკრძალეს.

მწერალთან გამოსამშვიდობებლად და უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გვაძაბია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი რევაზ გერგედავა, აჭარის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე დავით თედორაძე, ჟურნალ „ჭოროხის“ მთავარი რედაქტორი სანდრო ბერიძე, მწერლები ვახტანგ ღლონტი და ანზორ კუდბა, ჟურნალ „რიწის“ რედაქტორი ზაურ კალანდია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარის მოადგილე მანონ ბულისკერია და მწერლის მეგობრები იმყოფებოდნენ.

ბათუმში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დევნილ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი. აჭარაში მცხოვრებმა იძულებით გადაადგილებულმა პირებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, მთავრობის წარმომადგენლებთან არსებულ პრობლემურ საკითხებზე და მათ გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე ასევ საუბარი შეეხო ღონისძიების ორგანიზებას, რომელიც ბათუმში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით გაიმართება.

შესანიშნავი მწერალი, უაღრესად განათლებული, დიდსულოვანი ადამიანი, რომლის ბობოქარმა სულმა ვერ გაუძლო ღალატს, ტკივილს, უსამართლობას, დროში გაწელილ მოლოდინს...

წავიდა აფხაზებისა და ქართველების ბედნიერი მომავლისათვის მებრძოლი, მშობლიური კუთხის უბედურებით გულდათუთქული პიროვნება.

,,ჩემი განსასჯელი არ არის, რას ვემსახურებოდი მთელი ცხოვრების მანძილზე ქვეყანაში, სადაც დავიბადე და ვიცხოვრე 66 წლამდე - სიკეთეს თუ ბოროტებას, ამას უფრო მაღალი ინსტანციის სასამართლო განსჯის, მაგრამ ის კი აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ, ავად თუ კარგად, გონებისა და გულის ყველა შესაძლებლობა მივუძღვენი უკეთესი მომავლის იმედს, არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის" - ალექსეი თარიას ეს სიტყვები ერთობ საინტერესო და გასათვალისწინებელია იმ ფაქტებისა და მოვლენების აღწერით, რაც იყო, არის და მომავალში შეიძლება მოხდეს საქართველოს ამ ძირძველ კუთხეში - აფხაზეთში.

ალექსეი თარია დარწმუნებული იყო, რომ აფხაზეთის მომავალი საქართველოს გარეშე წარმოუდგენელია, ისევე, როგორც ქართველის ბედნიერება აფხაზის გარეშე, რომ ეს ორი მოძმე ხალხი ერთი მიწის შვილია.

ალექსი თარია დაიბადა 1948 წელს აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკში. მან საშუალო განათლება სოხუმის სკოლა-ინტერნატში მიიღო. 1968 - 1974 წლებში ცხოვრობდა ესტონეთსა და ლატვიაში, რის შემდეგაც ბრუნდება გუდაუთაში. 1979 წელს ალექსი თარია ჩაირიცხა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1992- 2000 წლამდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა სანკტპეტერბურგსა და მოსკოვში , 2000 წელს ის დაბრუნდა აფხაზეთში.

ალექსეი თარიამ - თხემით ტერფამდე აფხაზმა, ვერ გაუძლო აფხაზეთში არსებულ მდგომარეობას და ბათუმში პოვა თავშესაფარი... აქედან ცდილობდა ქართველთა და აფხაზთა შერყეული ძმობის აღდგენას.

2014 წლიდან სიცოცხლის ბოლო წუთებამდე ალექსეი თარია მოღვაწეობდა ქალაქ ბათუმში.

2015 წლის ნოემბერში ალექსეი თარიას მიენიჭა აფხაზეთის მთავრობასთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია წერილისათვის ,,გედის სიმღერა" ანუ სამუდამო დევნილის მოგონებები და ფიქრები".

ქალაქ თბილისის საკრებულოსა და მერიის ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, საბურთალოს რაიონში აფხაზეთში დაღუპული ნუკრი გერგედავას სახელობის ქუჩა გაიხსნა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ნუკრი გერგედავას დედა და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. 

აფხაზეთის ომის დროს ტყვედ ჩავარდნილი ნუკრი გერგედავა სეპარატისტებმა წამებით გამოასალმეს სიცოცხლეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ქალაქ ბოლნისში მცხოვრებ დევნილთათვის „ახალ სამედიცინო ცენტრში“ უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა. აქცია სამოქალაქო განვითარების ფონდის ინიციატივითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.

გამოკვლევებში მონაწილეობას იღებდნენ 15 სხვადასხვა წამყვანი კლინიკის სპეციალისტები.  მოქალაქეებმა მიიღეს  კარდიოლოგის, რევმატოლოგის, გინეკოლოგის, დერმატოლოგის, ტრავმატოლოგის, სახსრების ექიმის, ოფთალმოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, უროლოგის, ფიზიატრის, ნევროპათოლოგის, ენდოკრინოლოგის, ჰეპატოლოგის, პედიატრის, თერაპევტისა და ალერგოლოგის მომსახურება. გარდა ამისა, აფხაზეთიდან დევნილ პირებს უფასოდ გადაეცად მრავალი დასახელების მედიკამენტი.

გამოკვლევებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თენგიზ კვირტია და ბოლნისი მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი ესწრებოდნენ.

ქ. ქუთაისში, აფხაზეთის ავტონომოიური რესპუბლიკის მთავრობის სსიპ „ბიზნესინკუბატორში", თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, პოლიმერული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა.

,,ბიზნესინკუბატორში" იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეტარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, რომელთაც წარმოების პროცესი ,,ბიზნესინკუბატორის" ხელმძღვანელმა - ალუ გამახარიამ გააცნო.

საწრმო შეუზღუდავად იბარებს გარემოს დამაბინძურებელ თითქმის ყველა სახის პოლიმერულ ნარჩენს. მათი გადამუშავებით იწარმოება გოფრირებული საკანალიზაციო მილების რამდენიმე სახეობა. ასევე კომპანია აწარმოებს მაღალი ხარისხის სხვა მილებს, რაც მსგავსი პროდუქციის იმპორტს ამცირებს.

პროექტის მიზანი იმერეთის რეგიონში მცირე ბიზნესის განვითარება, გარემოს დაცვა და დევნილთა დასაქმების ხელშეწყობაა.

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. საღამოზე მომღერლის ათამდე სიმღერა შესრულდა. ღონისძიება პატრიარქის აღსაყდრების იუბილესთან დაკავშირებული სამი საღამოსგან შემდგარი ციკლის დასვნითი ნაწილი იყო.

საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ხელოვნების სფეროს მოღვაწეები ესწრებოდნენ.