აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული აფხაზეთიდან დევნილი გმირების შვილებისათვის საქველმოქმედო აქცია გაიმართება. მოზარდებს კინოთეატრი რუსთაველი და თბილისის „აკვაპარკი" უმასპინძლებს.

8 აგვისტოს დევნილი მოზარდები სათავგადასავლო ფილმის „წარმოუდგენელი ადამიანი-ობობას" უფასო კინოჩვენებას დაესწრებიან. ბავშვები მათთვის საინტერესო და კარგად ნაცნობი გმირის ახალ თავგადასავლებს იხილავენ, ხოლო 9 აგვისტოს „აკვაპარკში" მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ატრაქციონებზე გაერთობიან.

საქველმოქმედო აქცია რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით ხორციელდება.

თბილისის მერიის პროგრამის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი 70-მდე მოზარდი დასასვენებლად ბორჯომისა და კეჩხობის საზაფხულო ბანაკებში გაემგზავრა. მოზარდები ბანაკებში 10 დღეს გაატარებენ. მათთვის კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებები ჩატარდება.

ბავშვები თბილისის მერიისა და აფხაზეთის ავტონომური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გააცილეს.

ესპანეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ შეხვედრა ესპანურ არასამთავრობო ორგანიზაცია ინტეგრაციისა და სოლიდარობის ფონდის „FINSOL"-ის პრეზიდენტთან ხულიო გარსია კარპიოსთან გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს დევნილთა მიმართ უკვე განხორციელებულ და სამომავლოდ განსახორციელებელ ჰუმანიტარული ხასიათის პროექტებზე. შეხვედრაზე ასევე თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ფონდი „FINSOL"-ი 2008 წლიდან თანამშრომლობენ. ესპანურ არასამთავრობო ორგანიზაციასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ამ წლების განმავლობაში არაერთი პროექტი განხორციელდა.

მხარეებს შორის შეხვედრას ესპანეთის სამეფოში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი ესწრებოდა.

ესპანეთში მყოფი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ბარამიას სამუშაო შეხვედრები გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე 27 ივლისს მადრიდის ოლქის, კოლმენარ ბიეხოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს მიგელ ანხელ სანტამარიას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები და დევნილთა მიმართ განსახორციელებელი ჰუმანიტარული ხასიათის პროექტები განიხილეს.

შეხვედრას ესპანეთის სამეფოში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი ესწრებოდა.

ესპანეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ 27 ივლისს შეხვედრა მადრიდის ოლქის, ტრეს-კანტოსის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელთან ხესუს მორენა გარსიასთან გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები და იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ განსახორციელებელი ჰუმანიტარული სახის პროექტები განიხილეს. შეხვედრამ კონსტრუქციულ გარემოში ჩაიარა.

შეხვადრას ესპანეთის სამეფოში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი ესწრებოდა.

ესპანეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ 27 ივლისს შეხვედრა მადრიდის ოლქის, ტრეს-კანტოსის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელთან ხესუს მორენა გარსიასთან გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები და იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ განსახორციელებელი ჰუმანიტარული სახის პროექტები განიხილეს. შეხვედრამ კონსტრუქციულ გარემოში ჩაიარა.

შეხვადრას ესპანეთის სამეფოში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი ესწრებოდა.

„ქართული კულტურა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ" ასოციაციის პრეზიდენტის გიული ალასანიას ინიციატივით, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა ფესტივალ „ჩვენებურების" ფარგლებში იტალიაში კონცერტებს გამართავს. პროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და იტალიის ქართული დიასპორის  მხარდაჭერით ხორციელდება.

ფესტივალის ფარგლებში კონცერტები დაგეგმილია რომში და კალაბრიაში. ფესტივალზე შესრულდება თანამედროვე საგუნდო მუსიკისა და ქართული ფოლკლორის გამორჩეული ნაწარმოებები, როგორც ევროპელი მსმენელისთვის, ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლებისათვის.

აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა ფესტივალ „ჩვენებურებში" მონაწილეობის მისაღებად დღეს გამთენიისას გაემგზავრა. ისინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა თეიმურაზ მაისურაძემ გააცილა.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და კინოთეატრ „რუსთაველი"-ს მხარდაჭერით დევნილი ბავშვებისათვის მორიგი საქველმოქმედო აქცია გაიმართა.

მოზარდები კინოთეატრ „რუსთაველს" დღეს სტუმრობდნენ. აქციაში აფხაზეთიდან დევნილი 30-მდე ბავშვი ჩაერთო. ამჯერად ბავშვები 3D ფორმატში გადაღებული ფილმის „წარმოუდგენელი ადამიანი-ობობა" ჩვენებას დაესწრნენ.

ღონისძიება რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორაგნიზებით მოეწყო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით აფაზეთიდან დევნილი ბავშვები დღეს, გონიოში დასასვენებლად გაემგზავრნენ. 12-დან 16 წლამდე, სოციალურად დაუცველი 35 მოზარდი საზაფხულო ბანაკებში იცხოვრებს.

პროექტის ფარგლებში, ბავშვებს ტრენინგ-კურსები ჩუტარდებათ. მოზარდები ასევე კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამებში და სხვადასხვა შემოქმედებით ჯგუფებთან მუშაობაში ჩაერთვებიან. ბავშვები ლიდერებთან ერთად ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებსაც გაეცნობიან. მოზარდები გონიოს საზაფხულო ბანაკებში 31 აგვისტომდე დარჩებიან.

პროექტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით იმართება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და საქართველოში უკრაინის საელჩოს მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილი 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდები ბავშვთა მე-11 საერთაშორისო ფესტივალში „მოდით შევცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ" მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც უკრაინაში, „არტეკის" საერთაშორისო საბავშვო ცენტრში გაიმართება.

დევნილი მოზარდები უკრაინაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გამთენიისას გაემგზავრნენ. ბავშვები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა თეიმურაზ მაისურაძემ  გააცილა.

ფესტივალზე ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ მსოფლიოს ხალხთა კულტურას და თავად წარმოაჩინონ საქართველოს კულტურული ტრადიციები. ბავშვები ასევე ჩაერთვებიან ერთა ლიგის მესამე გენერალური ასამბლეის მუშაობაში, სადაც მსოფლიოს მრავალ დელეგაციასთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ დისკუსიებში ბავშვთა უფლებებსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და ინტეგრაციისა და სოლიდარობის ფონდის „FINSOL"-ის მხარდაჭერით აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები დასასვენებლად ესპანეთში გაემგზავრნენ.

სოციალურად დაუცველი მოზარდები ესპანეთში 31 აგვისტომდე დარჩებიან. ბავშვები ესპანურ ოჯახებში იცხოვრებენ.

დევნილი მოზარდების მგზავრობისა და იქ ცხოვრების ხარჯებს აფხაზეთის მთავრობა და „FINSOL" -ი უზრუნველყოფს. აფხაზეთის ა/რ მთავრობა და ფონდი „FINSOL"-ი 2008 წლიდან თანამშრომლობს. ხელშეკრულების თანახმად, ყოველწლიურად სოციალურად დაუცველი, დევნილი ბავშვები საზაფხულო არდადეგებს ესპანეთში ატარებენ.

ბავშვები აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი ბობოხიძემ თბილისის აეროპორტიდან დღეს დილით გააცილა.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, გალაკტიონ ტაბიძის 120 წლისთავისადმი მიძღვნილი  ლიტერატურული საღამო და კრებულის „გალაკტიონი, ზღვა და აფხაზეთი" პრეზენტაცია მოეწყო. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია, გალაკტიონ ტაბიძის ძმისშვილი ნოდარ ტაბიძე, ქართველი პოეტები და მწერლები დაესწრნენ.

ნატო კორსანტიას წიგნში „გალაკტიონი, ზღვა და აფხაზეთი" თავმოყრილია დიდი პოეტის აფხაზეთისადმი მიძღვნილი ლექსები, დღიურები, უბის წიგნაკები და ჩანაწერები. გალაკტიონი სიღრმით ეცნობოდა აფხაზეთის ისტორიულ ძეგლებს, ქალაქებს, სოფლებს, უბრალო ადამიანებს, მათ ტრადიციებს და ამ ყველაფერს წიგნში აქსოვდა. კრებულში გაეცნობით აფხაზეთში შექმნილ ნაწარმოებებს, საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ  საარქივო მასალებს და თანამედროვეთა მოგონებებს დიდი პოეტის აფხაზეთთან ურთიერთობებზე.

ლიტერატურული საღამო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, თბილისში „აფხაზური კულტურის საღამო" გაიმართა. ღონისძიება დღეს, ევროპის სახლში მოეწყო, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

პროგრამის ფარგლებში, ევროპის სახლის საგამოფენო დარბაზში ნუგზარ ანთელავას ქართულ-აფხაზური წიგნის „აფხაზური მითები და რიტუალები" პრეზენტაცია შედგა, რომელიც აფხაზი ხალხის მითოშემოქმედებისა და რიტუალური პრაქტიკის სალექსიკონო აღწერას წარმოადგენს. პარალელურად მოეწყო აფხაზი მხატვრის, ელდარ ქავშბაიას აფხაზური მითების თემაზე ექსკლუზიურად შექმნილი ილუსტრაციების გამოფენა.

„აფხაზური კულტურის საღამო" ახალგაზრდა აფხაზი დიზაინერის, თინა კიუტის მიერ აფხაზეთის ისტორიულ ქალაქებზე შექმნილი საღამოს კაბებისა და აფხაზეთის ქალაქებზე შექმნილი სლაიდ-შოუს ჩვენებით დასრულდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ბარამიას ინიციატივით, საქველმოქმედო აქცია დევნილი ბავშვებისათვის გრძელდება. აფხაზეთის ა/რ მთავრობამ ამჯერად კოდორის ხეობიდან დევნილი ბავშვები 3D ფორმატში გადაღებული ანიმაციური ფილმის „მადაგასკარი 3" კინოჩვენებაზე მიიწვია.

მოზარდები კინოთეატრ „რუსთაველს" დღეს სტუმრობდნენ. აქციაში კოდორის ხეობიდან დევნილი 30-მდე ბავშვი ჩაერთო. მათთან ერთად, ფილმის ჩვენებას აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ღონისძიება რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორაგნიზებითა და კინოთეატრ „რუსთაველის" მხარდაჭერით მოეწყო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ბარამიას ინიციატივით, აფხაზეთის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, არზაყან ემუხვარის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი წიგნი - „ქედუხრელი რაინდი" გამოიცა, რომლის პრეზენტაცია საქართველოს ეროვნულ არქივში გაიმართა. პრეზენტაციის პარალელურად, ოქუმის სკოლის დაარსებიდან 160 წლისთავისადმი მიძღვნილი, აფხაზეთში პირველი საგანმანათლებლო კერების საარქივო მასალების გამოფენა მოეწყო. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტის დედა გიული ალასანია დაესწრო.

გიორგი ბარამიამ არზაყან ემუხვარის შთამომავალსა და ნაშრომის - „ქედუხრელი რაინდი" ავტორს, ნატო მარშანიას ქართულ ისტორიოგრაფიაში კიდევ ერთი საინტერესო წიგნის შემატებისთვის მადლობა გადაუხადა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აუცილებელია, რომ თაობებმა იცოდნენ იმ გმირების შესახებ, რომლებიც ქვეყნისა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ისტორიას ქმნიან.

„ვფიქრობ სიმბოლურია, რომ არზაყან ემუხვარი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას გვერდით განისვენებს საფრანგეთში, ლევილის ქართულ სასაფლაოზე. ასევე სიმბოლურია, რომ წიგნის პრეზენტაცია იმ გამოფენის ფონზე მიმდინარეობს, რომელიც ისტორიულ სამურზაყანოში ქართულ საგანმანათლებლო კერების დაარსებას ეძღვნება. სწორედ ოქუმის სკოლა იყო პირველი საგანმანათლებლო კერა მთელ აფხაზეთში, რომელმაც საქართველოს მისცა გამოჩენილი მოღვაწეები არზაყან ემუხვარი, აკაკი ჩხენკელი და ილია ვეკუა. ჩვენ ვაგრძელებთ სახელოვანი წინაპრების საქმეს. დარწმუნებული ვართ, რომ ისტორიული სამართლიანობა აღსდგება, რასაც საქართველოს უკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია და ქვეყნის გამთლიანება ჰქვია,"- განაცხადა გიორგი ბარამიამ.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა  და საქართველოს ეროვნულ არქივის ორგანიზებით გაიმართა.