აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე, მინისტრის მოადგილე მიხეილ ანჩაბაძესთან ერთად, ზუგდიდში, აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეებს შეხვდა.
მინისტრი მეწარმეების საქმიანობასა და პროექტების მიმდინარეობას პირადად გაეცნო. თენგიზ ნასარიძემ, ასევე, ყურადღება გაამახვილა იმ პროგრამების მნიშვნელობაზე, რომლებიც დევნილი მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებასა და მათი ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს.
„მეწარმეობის ხელშეწყობა აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, შესაბამისად არაერთი პროექტი ხორციელდება ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან, რითაც ვცდილობთ წავახალისოთ ამ ბიზნესწამოწყებების განვითარება. არაერთი ბენეფიციარი გვყავს უკვე და საინტერესოა, რომ მათი ეს საქმიანობა გაშლილი არის რეგიონებში” - განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.
შეხვედრაში ის დევნილი მეწარმეები მონაწილეობდნენ, რომლებიც ჩართული არიან „აწარმოე საქართველოში” პროგრამებში და მოპოვებული აქვთ აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანადაფინანსება.