მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდიატებმა ტყვიის სროლაში U23 ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდიის მფლობელი მარიამ მარშავა და გიორგი მუმლაძე, ტყვიის სროლის 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატიკური პისტოლეტით სროლაში, შერეულ წყვილთა ასპარეზობაში ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ.

მარიამ მარშავამ გუნდურ შეჯიბრში, მარიამ აბრამიშვილსა და სალომე ფროდიაშვილთან ერთად, ოქროს მედალიც მოიპოვა.

ვულოცავთ ჩვენს სტიპენდიატებს მოპოვებულ მედლებს და კიდევ უფრო დიდ წარმატებას ვუსურვებთ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების მხარდაჭერას.