წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით, ქ. ქუთაისში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერან, ორესტი ბერულავას ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა. მანამდე, ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ბატონ რუსლან აბაშიძესთან ერთად ქალაქ ზესტაფონში მცხოვრებ, ასევე დევნილ ვეტერანს ბიჭიკო კაკაბაძეს სტუმრობდა, რომელსაც ასევე მიულოცეს ღირშესანიშნავი თარიღი და გადასცეს საჩუქრები.
თბილისის საგუნდო მუსიკის IX საერთაშორისო ფესტივალი წლეულს, 4 აპრილს სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში გაიხსნა. ფესტივალის დირექტორმა მაია ჩაჩავამ გახსნისას ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რიგით მე-9 ფესტივალზე 11 კონცერტი გაიმართებოდა.
თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის უცვლელი მონაწილეა გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა. ტრადიცია არც წლეულს დარღვეულა და აფხაზეთის კაპელა, ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, 8 მაისს კვლავაც დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში გამართულ ფესტივალზე მსმენელთა წინაშე წარსდგა. მათ ჩვეული ვირტუოზულობით შეასრულეს: Samuel Barber - ,,Agnus Dei”; ზვიად ბოლქვაძე - ,,რა ამაო ყოფილა”; Cucco Penia - ,,Bomba E”; გომარ სიხარულიძე - ,,ჩარი რამა” (არანჟირება ზვიად ბოლქვაძისა).
კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ: ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი; თელავის ქალთა კამერული გუნდი - ,,კახეთის ჰანგები”; ბათუმის ქალთა კამერული გუნდი და გორის ქალთა კამერული გუნდი.
თბილისის საგუნდო მუსიკის IX საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი კონცერტი 14 მაისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართება და მასში გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელაც გამოვა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე ქალაქ ზესტაფონში მეორე მსოფლიო ომის ვეტერან ბიჭიკო კაკაბაძეს ესტუმრა, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა, გმირული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქარი გადასცა.
ომის ვეტერანთან ასევე სტუმრად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა იმყოფებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით უცნობის ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას.
„ვულოცავ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გამარჯვების დღეს და პატივს მივაგებ ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას.
ვაფასებ ყველა იმ ვეტერანის ღვაწლს, რომელთა შორის აფხაზეთის მკვიდრნიც მრავლად არიან. მათ თავიანთ მხრებზე გადაიტანეს ომის მთელი სიმძიმე და დღეს, ამაყნი, ვალმოხდილნი, გამარჯვებულნი დგანან საკუთარი ქვეყნისა და კაცობრიობის წინაშე. ჩვენი ვალია, მათი თავდადება და გმირობა სათანადოდ იყოს დაფასებული და მაგალითს წარმოადგენდეს მომავალი თაობებისთვის“ - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.
ვაკის პარკში იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და კომპანია „კარფურმა“ აფხაზეთიდან დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გვაძაბია, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია და კომპანია „კარფურის“ წარმომადგენლები დღეს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს აგრაფინა თავართქილაძესა და შოთა გვილავას ესტუმრნენ, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი მიულოცეს, გმირული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადეს და საჩუქრები გადასცეს.
კომპანია „კარფურის“ მხარდაჭერით სასაჩუქრე კალათა საქართველოს მასშტაბით მცხოვრებ ყველა დევნილ ვეტერანს გადაეცემა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, აფხაზეთის ფარიკაობის ფედერაციის მხარდაჭერით, ქ. თბილისში, სფფ-ის სპორტდარბაზში ჩაატარა აფხაზეთის საერთაშორისო ტურნირი ფარიკაობაში (პროგრამის სხვადასხვა სახეობაში: ხმალი, რაპირა, დაშნა) 2003-2008 წლებში დაბადებულ გოგონებსა და ბიჭებს შორის.
ტურნირი ჩატარდა პირადი პირველობის სახით ხმალში, დაშნასა და რაპირაში. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის, აგრეთვე რუსეთის, თურქეთის, ირანის, სომხეთის, აზერბაიჯანის სპორტსმენები. საუკეთესო სპორტსმენებისათვის დაწესებული იყო აფხაზეთის ვეტერანი მოფარიკავეების როზა ჯოლოგუასა და თამაზ კაკულიას სახელობითი თასები.
ტურნირი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. სამი დღის განმავლობაში დაძაბულ ასპარეზობებში გამოვლინდნენ გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები. აფხაზეთის სპორტსმენებიდან უფროსი ასაკის ვაჟებში ხმლით ფარიკაობაში ტურნირის გამარჯვებული და პირველი ადგილის მფლობელი გახდა ლუკა ლომინაძე. უფროსი ასაკის გოგონებში რაპირით ფარიკაობაში მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდა ნატა ხარაიშვილი.
ტურნირში გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით დღეს მთაწმინდის პარკში ყოველწლიური ჩაისა და თაფლის ფესტივალი გაიმართა.
ფესტივალში აფხაზეთიდან დევნილი მეფუტკრეებიც მონაწილეობდნენ. კოოპერატივმა „კოდორი-2015“ ფესტივალზე თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქციის ფართო არჩევანი წარმოადგინა, რომელმაც სტუმრებისა და სპეციალისტების მაღალი შეფასება მიიღო.
ფესტივალზე იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. პრემიერმა თავის გამოსვლაში ხარისხის ნიშნის მინიჭების ახალ რეგულაციებზე ისაუბრა, რომლის მიზანია აგრარული სექტორის ბიზნეს-სუბიექტების მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა.
ფესტივალის ფარგლებში 13 წარმატებული კომპანიის წარმოდგენელს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ხარისხის სხვადასხვა ნიშნები გადასცა.
აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების განმსაზღვრელი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც განხილულ იქნა წარმომადგენლობების მიერ წარმოდგენილი სარემონტო ობიექტები, დევნილთა სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაცია შერჩეულ ობიექტებზე და სხვა ორგანიზაციული საკითხები.
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში წირვა-ლოცვა აღევლინა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელის რუსლან აბაშიძის გადაწყვეტილებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისთვის გადაცემული იერუსალიმიდან ჩამოტანილი სადაფის ჯვარი ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დააბრძანეს.
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში წირვა-ლოცვა აღევლინა. ტაძარში იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესუბლიკის მთავრობის წევრები და დევნილი საზოგადოება.
დღესვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის რუსლან აბაშიძის გადაწყვეტილებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესუბლიკის მთავრობისთვის გადაცემული იერუსალიმიდან ჩამოტანილი სადაფის ჯვარი ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დააბრძანეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის, ჭკადუაშის, ზედა ეწერისა და ინგირის კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა. რუსლან აბაშიძე ადგილზე გაეცნო მათ საცხოვრებელ პირობებს და არსებული პრობლემები მოისმინა.
დევნილებთან შეხვედრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში 4-5 მაისს ქალაქ ზუგდიდსა და ინგირში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს გეგმიური უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევების პარალელურად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველა საჭირო საკითხზე უფასო იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს. ღონისძიების მიმდინარეობის პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი რუსლან აბაშიძე მთავრობის წევრებთან ერთად ესწრებოდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, გაცნობის მიზნით, ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქმედი აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია ესწრებოდა.
პედაგოგებმა ისაუბრეს კონკრეტულ მიღწევებზე და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე, აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზური ენის სწავლებისა და მისი სწავლების გაძლიერების მნიშვნელობაზე, სპორტისა და ფიზიკური აღზრდის პროცესში მოსწავლეთა მეტი ჩართულობის აუცილებლობაზე და სხვ. გარდა ამისა, მათ აფხაზეთის პირველი საჯარო სკოლისთვის გიგა ოთხოზორიას სახელის მინიჭების პროცედურის დაჩქარების საკითხიც წამოჭრეს.
5 მაისს თბილისში, მთაწმინდის პარკში გაიმართა ყოველწლიური ჩაისა და თაფლის ფესტივალი, რომლის ორგანიზატორია საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. მიმდინარე წელს ფესტივალის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარმოადგინა ხარისხის ნიშნის მინიჭების ახალი რეგულაციები, რომლის მიზანია აგრარულ სექტორის ბიზნეს-სუბიექტების მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 13 კომპანიის წარმოდგენლებს გადასცა ხარსხის სხვადასხვა ნიშნები.
ჩაისა და თაფლის ფესტივალში მონაწილეობას ღებულობენ აფხაზეთიდან დევნილი მეფუტკრეები, კერძოდ კოოპერატივმა „კოდორი-20015“ წარმოადგინა თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქციის ფართო არჩევანი, რომელმაც მაღალი შეფასება მიიღო ფესტივალის სტუმრებისა და სპეციალისტების მხრიდან.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქმედი აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.
პედაგოგებმა ისაუბრეს კონკრეტულ მიღწევებზე და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე. საუბარი შეეხო ისეთ საკითხებსაც, როგორიც არის აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზური ენის სწავლების გაძლიერების მნიშვნელობა, სპორტისა და ფიზიკური აღზრდის პროცესში მოსწავლეთა მეტი ჩართულობის აუცილებლობა და სხვა. წამოწეული იყო 1-ლი საჯარო სკოლისთვის გიგა ოთხოზორიას სახელის მინიჭების პროცედურის დაჩქარების საკითხი.
შეხვედრაზე იმყოფებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია.