აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
საქველმოქმედო აქცია დევნილი ბავშვებისთვის

აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და  კინოთეატრ ,,რუსთაველის" მხარდაჭერით აფხაზეთიდან დევნილი 25 ბავშვი დღეს მხატვრული ფილმის ,,სუპერ 8'' კინოჩვენებას უფასოდ დაესწრო.

,,აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და კინოთეატრ ,,რუსთაველის" მხარდაჭერით საქველმოქმედო აქცია მოეწყო, რომლითაც დევნილ ბავშვებს კიდევ ერთი დღე გავუმრავალფეროვნეთ. დიდ მადლობას ვუხდით კინოთეატრ ,,რუსთაველის" ადმინისტრაციას თანადგომისთვის და ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი სახის თანმშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება'',- განაცხადა აფხაზეთის მთავრობის მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნინო კვარაცხელიამ.