აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით აფხაზეთის ომის ვეტერანებისათვის სამედიცინო–პროფილაქტიკური გამოკვლევები ტარდება

დღეს, აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით,აფხაზეთის ომის ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები უტარდებათ.

მაღალკვალიფიციური ექიმებით დაკომპლექტებული ჯგუფი, ომის ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს მთელი დღის განმავლობაში, თბილისში, კალაუბნის №16-ში მდებარე, იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკაში მოემსახურება. საჭიროების შემთხვევაში მათ მედიკამენტებითაც უზრუნველყოფენ.  

სამედიცინო აქციას აფხაზეთის შრომის ჯანმრთელობისა და სოციალუირ დაცვის მინისტრი, ლექსო ლაგვილავა ესწრება.