აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
გიორგი ბარამია დევნილთა სამედიცინო–პროფილაქტიკურ გამოკვლევებს დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია დევნილთა სამედიცინო-პროფილაქტიკურ გამოკვლევებს დაესწრო.

სამედიცინო აქცია თბილისში, რკინიგზის კოლეჯის საერთო საცხოვრებელში კომპაქტურად ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილ  70-მდე ოჯახს ჩაუტარდა.

„აქ არიან კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები,რომლებსაც სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ. თუ ვინმეს რაიმე სახის პათოლოგია აღმოაჩნდა, ჩვენ მზად ვართ ისინი მედიკამენტებით უზრუნველვყოთ  და საჭიროების შემთხვევაში სტაციონარში გადავიყვანოთ,"-განაცხადა გიორგი ბარამიამ.

სამედიცინო გამოკვლევებს მთელი დღის განმავლობაში მაღალკვალიფიციური ექიმებით  დაკომპლექტებული ჯგუფი ჩაატარებს.

სამედიცინო აქცია, აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით ხორციელდება.