აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ფოცხოეწერში მცხოვრებ დევნილებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ბარამიამ, წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხოეწერში მცხოვრებ დევნილებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და დევნილ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცა.

გიორგი ბარამია  დევნილთა სოციალური მდგომარეობით დაინტერესდა და მათ საყოფაცხოვრებო პირობებს გაეცნო. რამდენიმე ოჯახს დავალიანების გამო ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა, რომელიც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დავალებით მოგვარდა. 

გიორგი ბარამია ქ. ზუგდიდში, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისათვის გამართულ საახალწლო ზეიმსაც დაესწრო. ღონისძიებას ოკუპირებული გალის რაიონიდან გადმოსული ბავშვებიც ესწრებოდნენ. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ პატარებს  საახალწლო საჩუქრები გადასცა.