აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
7-8 ივნისს ჟენევის მოლაპარაკებების მე-20 რაუნდი გაიმართება

7-8 ივნისს ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი, მე-20 რაუნდი გაიმართება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად შვეიცარიაში უკვე გაემგზავრა. ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.

ქართული მხარე მოლაპარაკებებზე დააყენებს რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღების და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობის საკითხებს, განიხილავს აფხაზეთსა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და დევნილების საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების ფუნდამენტური უფლების უზრუნველყოფისთვის აუცილებელ პირობებს, იმსჯელებს  საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ.