აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ გიედრიუს პუოჯიუნასს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
ვახტანგ ყოლბაიამ გიედრიუს პუოჯიუნასს აფხაზეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის საქმიანობის და მთავრობის სტრუქტურების აქტივობების შესახებ.
ასევე, შეხვედრაზე განიხილეს აფხაზეთის გახლეჩილი საზოგადოების შერიგებისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობის მიზნით ჰუმანიტარული სახის პროექტების განხორციელების შესაძლებლობები. შეთანხმდნენ, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ლიტვის საელჩო მომავალში აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებენ.
ლიტვის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ლიტვის მთავრობის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.