აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ იგორ დოლგოვსა და უკრაინის სახალხო დეპუტატს, ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე რეფატ ჩუბაროვს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ და უკრაინელმა სტუმრებმა გაცვალეს ინფორმაცია ორი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, განიხილეს მათი გადაჭრის გზები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე, აგრეთვე ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
განიხილეს სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა.
უკრაინის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის მთავრობის მტკიცე პოზიცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.