აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ქალაქ ხობში „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ხობის პოლიკლინიკა“ გაიხსნა

ქალაქ ხობში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ შ.პ.ს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ხობის პოლიკლინიკა" გახსნეს.

დღეიდან მოქალაქეები კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ სამედიცინო მომსახურების მიღებას პროექტის ფარგლებში მოეწყო პანდუსი, შიდა და გარე კანალიზაციის, წყალგაყვანილობის, ელექტროგაყვანილობის სისტემები, გამოიცვალა კარ-ფანჯრები, იატაკი და ჭერი.