ცხელი ხაზი 143
ჭადრაკის სასახლეში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივითა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით აფხაზეთის ღია პირველობა ჭადრაკში (სწრაფი ჭადრაკი) ჩატარდა. შეჯიბრში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები და ასევე, მოწვეული სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
შეჯიბრს საქართველოს ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე როლანდ ნიჟარაძე ესწრებოდნენ.
გამარჯვებულ და პრიზიორ სპორტსმენებს თასები, მედლები და შესაბამისი ხარისხის დიპლომები გადაეცათ.