აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და შ.პ.ს „ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამედიცინო კვლევით ინსტიტუტს“ შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.
აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის დემოგრაფიულ პრობლემებზე მომუშავე „აფხაზეთის მთავრობის“ მუდმივმოქმედი კომისიისთვის დემოგრაფიულ საკითხებთან და რეპროდუქციული პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით კონსულტაციებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დაწესებულების - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად ერთობლივ გასვლით ღონისძიებებში მონაწილეობას, დაგეგმილ სამედიცინო აქციებში სამედიცინო დაწესებულების სპეციალისტების მონაწილეობას.
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ამბულატორიულ საკონსულტაციო და სადიაგნოსტიკო დახმარების გაწევას შეღავათიანი ტარიფებით.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამედიცინო დაწესებულებების სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას სემინარების ჩატარების გზით.