ცხელი ხაზი 143
თბილისში საქართველოს რაგბის კავშირის, რაგბის კლუბ „ზუგდიდი"-ს ხელმძღვანელის სანდრო ესაკიასა და გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით აფხაზეთის მოზარდებმა რაგბის საწვრთნელ-სანაკრებო ბაზაზე „შევარდენი" ნორჩ მორაგბეთა ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტის მიზანია მოზარდებში სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და რაგბის პოპულარიზაცია.
ნორჩ მორაგბეთა ფესტივალზე წარმატებას აფხაზეთის რაგბისტთა გუნდმა „თოლიები" მიაღწია.