აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ვახტანგ ყოლბაიასა და საჯარო სამსახურის ბიუროს უფროს ეკატერინე ქარდავას შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს საჯარო სამსახურის სფეროში მიმდინარე რეფორმები „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს ახალი კანონის იმპლემენტაციის კუთხით, რომელიც ახლებურად არეგულირებს საჯარო სამსახურის ფარგლებს, აკონკრეტებს საჯარო მოსამსახურეთა ცნებებსა და კატეგორიებს, საჯარო სამსახურში მიღების პრინციპებს, დაწინაურების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და შეფასების სისტემის შექმნისათვის.
შეხვედრაზე ინფორმაცია გაცვალეს საჯარო სამსახურის სფეროში მიმდინარე რეფორმების კუთხით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დაწესებულებებში მიმდინარე და სამომავლო ღონისძიებების კუთხით.
ასევე, ხაზი გაესვა საჯარო სამსახურის ბიუროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის მომავალი მჭიდრო თანამშრომლობის საჭიროებასა და მზაობას.
შეხვედრაში მონაწილეობა საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე მაია დვალიშვილმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა მიიღეს.