აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში, ქალაქ ქუთაისში მდებარე სსიპ ჟ. შარტავას სახელობის აფხაზეთის N6 საჯარო სკოლისა და სსიპ აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეების ბრტყელტერფიანობისა და ტანდებობის დარღვევის აღმოსაჩენად, უფასო გასინჯვები ჩაუტარდათ. ღონისძიებაში მონაწილეობას, „ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის“ ტრამვატოლოგები იღებდნენ.
გაისინჯა 130 მოსწავლე. დიაგნოსტიკის შედეგების მიხედვით, მოსწავლეების ნახევარზე მეტს სქოლიოზი, 80%-მდე მოზარდს კი ბრტყელტერფიანობა დაუდგინდა. ღონისძიებას მონიტორინგს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ქეთევან ბაკარაძე უწევდა.
უფასო გასინჯვები ბრტყელტერფიანობისა და ტანდებობის დარღვევის აღმოსაჩენად, აფხაზეთის ავტორნომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით ჩატარდა.