აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება შეძრწუნებულია 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილი გიგა ოთხოზორიას ოჯახს და ახლობლებს. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება ერთის მხრივ ნათელი მაგალითია იმ განუკითხაობისა რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სუფევს, სადაც საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას და მეორეს მხრივ წარმოადგენს აშკარა პროვოკაციას, რომელიც მიმართულია ვითარების დესტაბილიზაციისკენ რეგიონში და სამშვიდობო ინიციატივების მინიმუმამდე დაყვანისაკენ.
აფხაზეთის მთავრობა გმობს მომხდარ ფაქტს და იმედოვნებს, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლებელი გახდება გამოკვლეულ იქნას მისი პოლიტიკური და სამართლებრივი მოტივები და დამნაშავენი წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და უცხადებს მორალურ თანადგომას.