გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანში, თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო „TIKA"-ს თბილისის საკოორდინაციო ოფისის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან კოორდინაციით გახსნილ სამკერვალო მინი-ფაბრიკაში შეიკერა ფეხსაცმელები, რომლებიც თურქეთის სააგენტო „TIKA"- მ შეიძინა და გარდაბანში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცა.
საქველმოქმედო აქციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო „TIKA"-ს თბილისის ოფისის კოორდინატორი მუსტაფა ქორქმაზი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ჯამარაული ესწრებოდნენ.