აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და ჩიჩუების სამედიცინო ცენტრს „მზერას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და ცენტრის დირექტორმა ალექსანდრე ჩიჩუამ მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ.
მემორანდუმი ითვალისწინებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროსთან ერთად ერთობლივ გასვლით ღონისძიებებში მონაწილეობას, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ამბულატორიულ-საკონსულტაციო და სადიაგნოსტიკო დახმარების (პაციენტთა მიღება, გასინჯვა, აპარატულ-ინსტრუმენტული გამოკვლევები, კონსულტირება და სხვა) გაწევას შეღავათიანი ტარიფებით, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამედიცინო დაწესებულებების სამედიცინო პერსონალის მომზადება/გადამზადებას (კვალიფიკაციის ამაღლება და დახელოვნება).