პროექტ „ეტალონის“ ფარგლებში, დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სკოლების „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. საგანმანათლებლო ღონისძიება აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში გაიმართა.
პროექტის გამარჯვებული აფხაზეთის მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლე დავით ტორუა გახდა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, ასევე ამავე სამინისტროს თანამშრომლები, პედაგოგები და მოსწავლეთა გულშემატკივრები ესწრებოდნენ.
პროექტის მხარდამჭერი იყო საქართველოს მთავრობა (რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და დევნილთა სამინისტრო, თბილისის მერია და საკრებულო, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. შსს აკადემია, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი.