ცხელი ხაზი 143
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებული მოძრაობის „ვიზრუნოთ ერთმანეთზე" ფარგლებში აფხაზეთში დაღუპულ და უგზოუკვლოდ დაკარგულ მეომართა დედებს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და ონკოლოგიური დაავადებების მქონე პირებს გიორგობა მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
ვახტანგ ყოლბაია პირადად ესაუბრა და გიორგობა მიულოცა ომის ვეტერანებსა და მოწვეულ სტუმრებს.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში გაიმართა.