საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა თანადგომის" ორგანიზებითა და საქველმოქმედო ფონდ „სარაჯიშვილის" ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „მარგალიტები მეხსიერების საგანძურიდან" პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილთა პირადი ნივთები მშობლიური ადგილებიდან, ამ ნივთების ამსახველი ფოტოგამოფენა და ალბომი დევნილთა ცხოვრებისეული ისტორიებით. ალბომი გამოცემულია კომპანია „მედიასითის" მიერ.
პრეზენტაციას დაესწრნენ ფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ზაზა სარაჯიშვილი , საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე - გულიკო ზუმბაძე, აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი საზოგადოება.