ცხელი ხაზი 143
თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული სიტყვის პირველი ფესტივალი „გამარჯობა აფხაზეთო შენი“ გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იყო აფხაზეთის თემატიკის რეალურ ამბებზე დაფუძნებული ისტორიები. უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის მოეწყო მხატვრული კითხვის კონკურსი, შესრულდა მუსიკალური, ქორეოგრაფიული და თეატრალური ნომრები.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, საქართველოს საპატრიარქოსა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფესტივალი საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივით და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.