აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და თავმჯდომარის  მოადგილემ  ანზორ მარგიანმა  საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას საფლავი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

2020 წლის 27 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გენერალ-მაიორ გენო ადამიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა გარდაცვალების შემდეგ. უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო  ეროვნული გმირის ორდენი გენერალ-მაიორ გენო ადამიას შვილებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გადასცა

გენო ადამია აფხაზეთში ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე იყო. აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების 23-ე მექანიზებული ბრიგადის მეთაური, მოგვიანებით კი გენერალ-მაიორი გახდა. მან 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის შემდეგაც განაგრძო წინააღმდეგობის გაწევა და 28 სექტემბერს კელასურის ხიდზე ბრძოლისას დაიღუპა.

დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I და III ხარისხის ორდენებით.

დღეს სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ჯვართამაღლების დღესთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა აღავლინა და აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

სამების ტაძარში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და დევნილი საზოგადოება იმყოფებოდნენ.

აფხაზეთში 1993 წლის 27 სექტემბერს განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 27 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ  რუსლან აბაშიძემ, საქართველოს მთავრობის წევრებმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ პატივი მიაგეს აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

„27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში  -  სოხუმის დაცემიდან  27 წელი გავიდა. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ  აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის ყველა მსხვერპლს,  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის  დაღუპულ გმირებს. მიმდინარე ოკუპაციის,  არსებული  სირთულეების და გამოწვევების მიუხედავად,  ჩვენს უმთავრესს პრიორიტეტს კონსენსუსზე დამყარებული სამშვიდობო პოლიტიკა წარმოადგენს,    ვინაიდან  მშვიდობიანი გზებით უთანხმოების მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენ მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ აფხაზეთის დაშორიშორებული საზოგადოების გაერთიანებისთვის, რათა ერთად გავაგრძელოთ ცხოვრება ერთიან, ძლიერ საქართველოში,” -  განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

მემორიალთან ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.

დღესვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა  საქართველოს ეროვნული გმირების, ჟიული შარტავას, მამია ალასანიასა და გურამ გაბესკირიას საფლავები მოინახულეს და ყვავილებით შეამკეს, ასევე, ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

თბილისში, მუშტაიდის ბაღში მდებარე სპორტკომპლექს „იმედის“ სპორტულ მოედანზე  აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნის ტურნირი მინი-ფეხბურთში ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის „აფხაზეთის თასი“ ჩატარდა. ტურნირში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის გუნდებმა  მიიღეს  მონაწილეობა.

გამარჯვებულები თასებითა და მედლებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა დააჯილდოვეს.

ტურნირი ამპუტანტ ფეხბურთელთა ასოციაციის ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით ჩატარდა.

ღონისძიების მიზანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მეომრებისადმი პატივის მიგება და მათი სახელების უკვდავყოფა.

„საყოველთაოდ ცნობილია, რომ 2008 წელს, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთმა განახორციელა ღია, ფართომაშტაბიანი სამხედრო აგრესია, რომლის შეკავება საერთაშორისო თანამეგობრობის, პირველ რიგში, აშშ-ისა და ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

აქ, გაერო-ს შტაბ-ბინაში, ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების 20% - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

დღესაც კი, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, რუსეთის ფედერაცია არ წყვეტს უკანონო ბორდერიზაციას, პროვოკაციებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე; ინტენსიურად არის გამოყენებული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები, მათ შორის, დეზინფორმაციული შეტევები პანდემიასთან ბრძოლის ეროვნული ინფრასტრუქტურის მთავარ ობიექტზე - რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრზე.

სამწუხაროდ, რუსეთი დღემდე არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უგულებელყოფას.

უკანონო სამხედრო წვრთნების, ბორდერიზაციის - მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის ფონზე, ოკუპაციის მძიმე ფასის გადახდა, პირველ რიგში, უწევს კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას, რომლებიც ჰუმანიტარულ კრიზისს განიცდიან - დაკარგული აქვთ წვდომა საკუთარ კარ-მიდამოზე; უწევთ ცხოვრება რეალობაში, სადაც გადასასვლელების ჩაკეტვა, ოჯახების კიდევ უფრო დაშორება ყოველდღიურობაა; სადაც მათ წართმეული აქვთ მიმოსვლის თავისუფლება, საკუთრების უფლება, განათლების უფლება, წვდომა ელემენტარულ სამედიცინო სერვისებზე. ადგილი აქვს ადგილობრივების გატაცებას, წამებას და მკვლელობას.

აუცილებლად უნდა გაგახსენოთ ჩვენი მოქალაქეების - გიგა ოთხოზორია, არჩილ ტატუნაშვილი და დავით ბაშარულის სახელები, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სიცოცხლეს გამოასალმეს.

საქართველო არასოდეს შეეგუება ოკუპაციას!

საქართველოს თითოეული მოქალაქის სახელით მოვუწოდებ მსოფლიო საზოგადოებას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის უკანონო ქმედებებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით ვაიძულოთ ის, შეასრულოს საერთაშორისო ნორმები და ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის 12 აგვისტოს შეთანხმება. მოვუწოდებთ რუსეთს, კონსტრუქციული პოზიცია დაიკავოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, სადაც გაერო-ს, ეუთოს, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით განვიხილავთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებს, როგორიცაა - რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ძალის არგამოყენება, ჯარების გაყვანა, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და იძულებით გადაადგილებულთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნება.

საქართველოს ხელისუფლება, თავის მხრივ, ძალისხმევას არ იშურებს, რომ დაკეტილი საოკუპაციო ხაზის პირობებშიც კი შეძლებისდაგვარად დაეხმაროს გაჭირვებაში მყოფ თანამემამულეებს.

საქართველოს მთავრობის არჩეული პოლიტიკაა დიალოგის გზით მშვიდობის მიღწევა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, რაც, ერთის მხრივ, ითვალისწინებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაციას, ხოლო, მეორეს მხრივ - ომით გაყოფილი საზოგადოების შერიგებას, ნდობისა და ურთიერთობების აღდგენას.

საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ არის მკაფიო განაცხადი, რომ საქართველო დაინტერესებულია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებთან დიალოგით. ჩვენ გვაღელვებს მათი ბედი და დაინტერესებული ვართ იქ სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებით, ისევე, როგორც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის პირდაპირი კავშირების აღდგენით. ჩვენი მიზანია აღნიშნული რეგიონების განვითარება და იქ მცხოვრები ადამიანების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, მათთვის ჩვენს ხელთ არსებული ყველა სიკეთისა და მონაპოვრის გაზიარება, - როგორც მშვიდობიან, თავისუფალ, დემოკრატიულ და კორუფციისგან თავისუფალ საზოგადოებაში ცხოვრება, ისე ევროკავშირთან დაახლოების შედეგად მიღებული შესაძლებლობები - თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი და უვიზო მიმოსვლა.

მივმართავ ჩვენს თანამემამულეებს საოკუპაციო ხაზების მეორე მხარეს - საქართველოს სურს და შეუძლია თქვენთვის ამ ყველაფრის გაზიარება. ჩვენ ერთად შეგვიძლია თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის შევქმნათ უკეთესი მომავალი და ამასთანავე, შეინარჩუნოთ უნიკალური კულტურა და თვითმყოფადობა, რაც ასევე საერთო მემკვიდრეობის ნაწილია.

აქვე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა პარტნიორსა და მეგობარს, მუდმივად გვერდში დგომისთვის, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ, გლობალური პანდემიის პირობებში, ქვეყნების უპრეცედენტოდ მაღალმა რიცხვმა მხარი დაუჭირა საქართველოს და 54 ქვეყნის მიერ ინიცირებულ ჰუმანიტარული ხასიათის რეზოლუციას - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“, რომელიც ადასტურებს მათ უფლებას, ღირსეულად დაბრუნდნენ წინაპრების სახლებში,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში  აფხაზეთიდან წარმატებულ ახალგაზრდებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაში  უცხოეთში მოღვაწე ახალგაზრდებმა ონლაინ ფორმატში  მიიღეს  მონაწილეობა.

შეხვედრაზე გაჟღერდა  მთავრობის ახალი ინიციატივები. საუბარი შეეხო კონკრეტულ    პროექტებს, იმსჯელეს მათი განხორციელების გზებსა და შესაძლებლობებზე.    მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს სამუშაო სტრატეგიისა და  სამოქმედო გეგმის     განსაზღვრაზე, აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებით ახალგაზრდული  ფორუმების და   კონფერენციების ორგანიზების ხელშეწყობაზე,  კვლევებისა და სხვადასხვა საინფორმაციო   მასალების ონლაინ პლატფორმებზე  განთავსებაზე. 

წარმატებულ ახალგაზრდებთან შეხვედრები პერმანენტულად იმართება. ახალგაზრდულ პლატფორმას დღეს ახალი მონაწილეებიც შემოუერთდნენ.
შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე,  იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია და თავმჯდომარის მრჩეველი მანანა ქვაჩახია მონაწილეობდნენ.

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი პროექტის  „შემოქმედებითი ზაფხული“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. კონკურსში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ, რომლებმაც თემებზე "მე ევროპელი" და "მომავლის აფხაზეთი" ლიტერატურული ჩანახატები, ესეები და ფერწერული ნამუშევრები წარმოადგინეს.

საკონკურსო ჟიურის მიერ  გამოვლენილ გამარჯვებულებს და კონკურსის მონაწილეებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა, ქართული ბრენდის "ANOUKI" კრეატიულმა დირექტორმა ანუკი არეშიძემ,  კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ  სიგელები  და   სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

პროექტის ფარგლებში  გამარჯვებული ნაშრომები კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ჟუნალ „რიწის“ 2020 წლის მესამე და ჟურნალ „იალქნის“ სექტემბრის ნომრებში დაიბეჭდება, ხოლო რჩეულ ფერწერულ ნამუშევარს, რომელიც  ანუკი არეშიძემ გამოავლინა, თავის კოლექციაში გამოიყენებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ რიინა კალიურანდს  შეხვდა.

ესტონეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა და მისი ქვეყნის ურყევი პოზიცია ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართ.

რუსლან აბაშიძემ ესტონელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის მთავრობის და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის შესახებ. გააცნო ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვითარება და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორს ჯაბა სამუშიას შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ისაუბრეს ფონდის საქმიანობაზე, სახელმწიფო საგრანტო კონკურსებსა და მიზნობრივ პროექტებზე. შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო  ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით სასტუმრო  „მუზაში“ონლაინ კონკურსის ,,ენგურს იქით სანაპირო“ გამარჯვებული ჟურნალისტების დაჯილდოება გაიმართა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საკონკურსო ჟიურის მიერ გამოვლენილ საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრების ავტორებს ფულადი ვაუჩერები და სერტიფიკატები გადაეცათ. ასევე, სპეციალური სახელობითი ჯილდოები გადაეცათ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ აფხაზეთთან დაკავშირებულ საკითხებზე და განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით აღნიშნული თემის ინტენსიურად გაშუქებაში.

  პროექტში მონაწილე ჟურნალისტები  იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ დააჯილდოვა.

ღონისძიება იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მიერ გამოცხადებული ონლაინ კონკურსის  ,,ენგურს იქით სანაპირო“ ფარგლებში გაიმართა. პროექტის მიზანია, ჟურნალისტების ჩართულობით, აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად დაშორიშორებულ  საზოგადოებაში   ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესების ხელშეწყობა, სამშვიდობო და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესების განვითარება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ  დიღომში, ბ. პაიჭაძეს ქუჩაზე კომპაქტურად ჩასახლებულ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებთან შეხვედრა გამართა, საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნო და მათი პრობლემები პირადად მოისმინა.

რუსლან აბაშიძემ   დევნილებს აფხაზეთის ვტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში  არსებული პროექტების და პროგრამების  შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელი  დავით ძალამიძე მონაწილეობდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე  რუსლან აბაშიძემ საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელ ლუიზა ვინტონთან სამუშაო შეხვდრა გამართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამჟამად  არსებულ ვითარებას, მათ შორის ჰუმანიტარულ საკითხებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აფხაზეთში  COVID-19 -ით ინფიცირებულ პაციენტთა მზარდ დინამიკაზე და ზოგადად COVID-19 -ით გამოწვეულ ჰუმანიტარულ გამოწვევებზე.

რუსლან აბაშიძემ და ლუიზა ვინტონმა ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა  და  საერთო მიზნებზე, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის დევნილთა საკითხებზე.

შეხვედრას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, UNDP-ის კრიზისების პრევენციის და რეაბილიტაციის მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ვარდიშვილი და მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით მზიურის პარკში ღონისძიება „აფხაზეთი ფერებში“-მოეწყო. ღონისძიებაზე ონლაინ კონკურსების მხატვრებისთვის „აფხაზეთი ფერებში“ და ფოტოკონკურსი „საერთო ტრადიციებით, საერთო მომავლისკენ“. გამრჯვებულების დაჯილდოება გაიმართა .

ღონისძიების ფარგლებში კონკურსებში გამარჯვებულებს სიგელები, სპეციალური პრიზები და ფულადი ჯილდო გადაცათ, ასევე მზიურის პარკში საკონკურსო ნამუშევრების გამოფენა და კატალოგის „აფხაზეთი ფერებში“ პრეზენტაცია გაიმართა.

გამარჯვებულ კონკურასნტებს ჯილდოები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა დავით ფაცაციამ გადასცეს.

2020 წლის 3 სექტემბერს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 74-ე სესიის ფარგლებში, 84 სახელმწიფოს მხარდაჭერით მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. ეს არის საერთაშორისო საზოგადოებრიობის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტისა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა მხარდაჭერის მორიგი ძლიერი დადასტურება.

რეზოლუცია წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკვე 54 ქვეყნის ერთობლივ ინიციატივას, რაც ნათლად მეტყველებს,  რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობა ქართულ სახელმწიფოსთან ერთად აგრძელებს ძალისხმევას საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად საქართველოს ტერიტორიული მთლიაობის აღდგენის, კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მშვიდობიანი მოგვარებისა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა უსაფრთხო, ღირსეული, ნებაყოფლობითი და უპირობო დაბრუნებისათვისათვის.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის,  დევნილი საზოგადოების  სახელით, მადლობას ვუხდი  ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა ინიციატივის თანაავტორი და იმედს გამოთქვამ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა ახლო მომავალში გამოიღებს სასურველ შედეგს და დაასრულებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით ფოთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების მონაწილეობით სპორტული ღონისძიებები და დასუფთავების აქცია მოეწყო.

ღონისძიებები იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მონაწილეობით გაიმართა და მასში სხვადასხვა კომპაქტური ჩასახლებებიდან აფხაზეთიდან დევნილი 10-14 წლის ასაკის ბავშვი მონაწილეობდა.

ორივე მუნიციპალიტეტში სამი დღის განმავლობაში საფეხბურთო ტურნირები ჩატარდა, სადაც 12 გუნდი ასპარეზობდა. მატჩების დასრულების შემდეგ გამარჯვებული გუნდები თასებით, მედლებით, სიგელებით და სპორტული ინვენტარით დაჯილდოვდა, ხოლო ტურნირის ყველა მონაწილეს საჩუქრად სპორტული ფორმები  გადაეცა.

ღონისძიებებს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებები იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის პროგრამის "ჯანსაღი ცხოვრების წესი და ბუნების დაცვა" ფარგლებში გაიმართა. პროექტის მიზანია აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მათი ფუზიკური უნარ-ჩვევების განვითარება და გარემოს დაცვით აქტივობებში მონაწილეობით, ბუნების მიმართ პასუხისმგებლობის გაცნობიერების ხელშეწყობა.