ცხელი ხაზი 143
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილე ეკატერინე დგებუაძეს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველ ლია გიგაურს შეხვდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო ერთობლივი პროექტები განიხილეს.
სამუშაო შეხვედრაზე ზოგადი განათლების მიმართულებით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლების პროფესიული მხარდაჭერის კუთხით სამომავლო პროექტების განხორციელების გზებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ასევე უმაღლესი განათლების მოსამზადებელი პროგრამების განვითარებას.