აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ქალაქ თბილისის 173-ე საჯარო სკოლაში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილ მოსწავლეებს სასკოლო ინვენტარი გადაეცათ

დღეს, ქ. თბილისის 173-ე საჯარო სკოლაში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილ მოსწავლეებს საჩუქრად სასკოლო ინვენტარი გადაეცათ. იძულებით გადაადგილებულმა მოსწავლეებმა, მათ შორის ინკლუზიური კატეგორიის ბავშვებმა სასკოლო მოხმარების ნივთები საჩუქრად არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის პრეზიდენტის მზია თოდუას მხარადჭერით მიიღო. სასკოლო ნივთები პირველიდან მესამე კლასის ჩათვლით 73 მოსწავლეს დაურიგდა.

საქველმოქმედო აქცია აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობისა და სსიპ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის 173-ე საჯარო სკოლის დირექტორის შორენა ბუნტურის ორგანიზებით მოეწყო.