ცხელი ხაზი 143
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და მთავრობის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას, რომლებიც 20 წლის წინ, სოხუმის (ბაბუშერის) აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებას ემსხვერპლნენ. ინციდენტს 100-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, მათ შორის საქართველოს პარლამენტის წევრი და ფრანგი ჟურნალისტი. სიკვდილს 19 მგზავრი გადაურჩა.
ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაო და მიუსამძიმრეს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.